რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში?

რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში?

access_time2023-01-28 14:00:01

"პიემსი" კვლევითი ცენტრი" 2022 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში - "ემიგრაცია და ფულადი გზავნილების ეფექტი 

საქართველოს ეკონომიკაზე", გაერო-ს სტატისტიკას იშველიებს და აღნიშნავს, რომ 2020 წელს რუსეთში საქართველოს 450 ათასი მოქალაქე ცხოვრობდა, თუმცა ამ რაოდენობაში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არ შედოან და მათ შორის არიან რუსეთის მოქალაქეებიც.



"ყველაზე მეტი ემიგრანტი საქართველოდან რუსეთში ცხოვრობს. 2020 წლის მონაცემებით, ეს იყო, დაახლოებით, 450 ათასი. ეს მონაცემი აღნიშნავს 90-იანი წლების შემდეგ 2020-ის ჩათლით, ჯამურად რუსეთში წასულ ემიგრანტებს. ამ რიცხვში ეთნიკურად ქართველებთან ერთად, შესაძლოა, სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებიც შედიოდნენ, რომლებიც მანამდე საქართველოში ცხოვრობდნენ და მერე წავიდნენ რუსეთში. შესაბამისად, ამ რიცხვებით ვერ ვიტყვით, კონკრეტულად რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში", - აცხადებს "პიემსი კვლევითი ცენტრის“ მკვლევარი სოფო ბასილიძე. რაც შეეხება ეთნიკურად ქართველების რაოდენობას, "როსსტატის" მონაცემებით, 1992 წელს რუსეთში 198 ათასი ქართველი ცხოვრობდა, 2022 წლის მონაცემებით კი, რომელიც 2010 წლის აღწერის შედეგებს ეყრდნობა, ოკუპანტ ქვეყანაში 157 803 ეთნიკური ქართველი ცხოვრობდა, რაც 1992 წლის მონაცემებზე 40 131 ადამიანით ნაკლებია.


აღსანიშნავია, რომ 30-წლიან პერიოდში ემიგრანტების ნაწილმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა; ადამიანების ნაწილმა ოჯახები შექმნა, ოჯახის წევრების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ მოქალაქეობის არქონის გამო, ისინი სტატისტიკაში ვერ ხვდებიან. აღნიშნულ ფაქტორებს თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთში, დღესდღეობით, სავარაუდოდ, 157 ათასზე მეტი ქართველი ცხოვრობს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, მათი რიცხვი მილიონი იყოს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up