2021 წლის 1-ლი იანვრიდან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ- გვერდზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების რეგისტრაციის ონლაინ პლატფორმა ამოქმედდა.
სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, საქართველოში, სულ 378 მსგავსი საფრენი აპარატია რეიგისტრირებული.
„2021 წელს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების რეგისტრაციის ონლაინ პლატფორმაზე დარეგისტრირდა უპილოტო საჰაერო ხომალდების 378 ოპერატორი, აქედან 366 ფიზიკური პირი, ხოლო 12 იურიდიული პირი”, - განაცხადეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
ინფორმაციისთვის, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შევიდა უპილოტო საფრენი აპარატების ექსპლუატაციის წესი, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა 250 გრამზე მეტი მასის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის (როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების) ელექტრონული რეგისტრაცია.
სააგენტოს განცხადებითვე, მომავალში ხელმისაწვდომი გახდება ონლაინ რუკა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ფრენისთვის აკრძალულ და შეზღუდულ არეებთან დაკავშირებთ.
წყარო: ,,ბიზნესპრესნიუსი“