რამდენი ვიზიტორი ჰყავდა „ენგურჰესის“ კაშხალზე გახსნილ ტურისტულ მარშრუტს

რამდენი ვიზიტორი ჰყავდა „ენგურჰესის“ კაშხალზე გახსნილ ტურისტულ მარშრუტს

access_time2021-12-30 14:10:00

ენგურჰესის კაშხალზე პირველი ტურისტული მარშრუტი დაახლოებით 2 თვის წინ გაიხსნა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ენგური ატრაქციის“ დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს, ამ ეტაპზე მარშრუტის დამთვალიერებელთა რიცხვი 100 ადამიანს არ გასცდენია.



მისივე თქმით, ადრე გაზაფხულისთვის იგეგმება ,,ენგურჰესის“ ადმინისტრაციული შენობიდან ვირტუალური ტურის დამატება. შედეგად, დამთვალიერებლებს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კაშხლების ნახვის საშუალებაც მიეცემათ.



,,ამ დღეებში ევროსაბჭომ, ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტში შეიყვანა ენგურჰესი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ევროპის მასშტაბით პოპულარიზაციისთვის.




რაც შეეხება ტურებს, 1 ვიზიტორისთვის ღირებულება 20 ლარია, რაშიც შედის ავტობუსით მომსახურება, გიდი და 5 ლოკაციის დათვალიერება. პარალელურად, ვმუშაობთ ახალი ტურისტული ლოკაციების დამატებაზე. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, სავარაუდოდ, 2022 წლის გაზაფხულიდან იქნება ხელმისაწვდომი ვიზიტორებისთვის, რაც გულისხმობს ენგურჰესის ადმინისტრაციულ შენობაში ვირტუალური მუზეუმის მოწყობას. ამის საშუალება ექნებათ ვიზიტორებს ნახონ მთელი ენგურჰესის კასკადური სისტემა, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საბერიოში და ა.შ.



ჯერჯერობით გახსნიდან დღემდე, 100 ვიზიტორს არ გასცდენია დამთვალიერებელთა ოდენობა, რომელთა უმრავლესობაც ჩვენი მოქალაქე იყო. სტუმრებს ძირითადად გაზაფხულიდან ველოდებით და ასევე, სვანეთში, ტურისტული სეზონის დაწყების შემდეგ“- განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.



ცნობისთვის, ენგურის თაღოვან კაშხალს ინდუსტრიული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის კატეგორია 2015 წელს განესაზღვრა.



BPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up