ათობით უკრაინელი უკვე დასაქმდა, ქართველებს ამ სფეროში მუშაობა არ სურთ - რესტორატორთა ასოციაცია

ათობით უკრაინელი უკვე დასაქმდა, ქართველებს ამ სფეროში მუშაობა არ სურთ - რესტორატორთა ასოციაცია

access_time2022-03-30 14:00:29

პანდემიური პრობლემით დამძიმებულ ჰორეკა სექტორს ძალების აღდგენა უჭირს. მთავარ გამოწვევად დასაქმება რჩება. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, დარგი დასაქმების მაძიებელთათვის არასტაბილურად მიიჩნევა, რის გამო ადგილობრივები სარესტორნო ბიზნესში დასაქმებას არც ცდილობენ. სამაგიეროდ, საქართველოში ჩამოსული უკრაინელები მუშაობის დაწყებას ყველაზე მეტად სწორედ ამ  სფეროში ახერხებენ.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


როგორც ,,რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, ვინც რესტორნებში ვაკანსიაზე განაცხადი შეიტანა, ყველა უკრაინელი დასაქმდა.


,,დასაქმების კუთხით რესტორნებში ძალიან ცუდი სიტუაციაა. პარადოქსია, მაგრამ საქართველოში ჩამოსული უკრაინელები უფრო ცდილობენ დასაქმებას, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობა. ვინც დასაქმების მიზნით მოგვმართა, ყველა დავასაქმეთ. ერთი მხრივ კარგია, რომ ადამიანებს შანსს ვაძლევთ, მაგრამ ტრენდი ნამდვილად არ არის სახარბიელო. საქართველოში არსებობს მაღალი უმუშევრობა და ხალხი არ საქმდება, ხშირ შემთხვევაში გასაუბრებაზეც კი არ მოდიან, ეს არის მძიმე რეალობა“, - ამბობს ბურჯანაძე.


მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სარესტორნო მომსახურებაზე მოთხოვნამ მკვეთრად მოიმატა და კადრები ვერ უმკლავდებიან.



,,პანდემიურ პერიოდში ბევრი რესტორანი გაკოტრდა. ობიექტების შემცირებასთან, ასევე შეზღუდვების გაუქმებასთან ერთად,  მოხდა მომხმარებლის დაწოლა სფეროზე, ხოლო რესტორნების უმეტესობას არ აქვს რესურსი მოზღვავებულ ნაკადს გაუმასპინძლდნენ. დამატებით ბევრი თანამშრომელი სჭირდება. გარკვეულ პოზიციაზე 3 ადამიანის ნაცვლად 1 ან 2 მუშაობს. ამ დროს ფაქტობრივად ყველა რესტორანს აქვს მოქალაქეების დასაქმების შესაძლებლობა“, - დასძენს ბურჯანაძე ,,კომერსანტთან.


მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე რესტორნებში დაახლოებით 35 უკრაინელია დასაქმებული და სურვილის შემთხვევაში, მეტს დაასაქმებენ.


გარდა ამისა, ,,რესტორატორთა კავშირსა“ და ერთ-ერთ უკრაინულ ორგანიზაციას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება უკრაინელი მოქალაქეების საქართველოში დასაქმებასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება მათ ქართულმა მხარემ შესთავაზოს.


შეგახსენებთ, რომ 2020 წლიდან დღემდე რესტორნების 40% გაკოტრდა და ვერ აგრძელებს საქმიანობას.


რაც შეეხება უკრაინელ მოქალაქეებს, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრი კასიანოვის ინფორმაციით,  23 მარტის მდგომარეობით,  საქართველოში უკრაინის დაახლოებით 20 ათასი მოქალაქეა.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up