ევროპელებისთვის ერთ-ერთი გამოწვევა, უკრაინაში რუსეთის შეწრის შემდეგ, ომის ფონზე, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებაა. მთავარი გამოწვევა იმ უზარმაზარი დანაკარგების შევსება იქნება, რაც რუსულ გაზზე უარის თქმას მოჰყვება. რუსული გაზის მიწოდება ევროპაში წელიწადში 158 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.
სიდნეიში ენერგეტიკულ ფორუმზე, რა თქმა უნდა, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი თემა.
სწორე, ენერგეტიკულ ფორუმზე გახდა ცნობილი, რომ გერმანია შეწყვეტს რუსული ქვანახშირის შესყიდვას 1 აგვისტოს და რუსული ნავთობის შესყიდვას 31 დეკემბერს. ამგვარად, გერმანია ცდილობს შეწყვიტოს ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე, უკრაინაში მოსკოვის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
აქამდე რუსეთი გერმანიის ქვანახშირის 40 პროცენტის და ნავთობის 40 პროცენტის მიმწოდებელი იყო.
გერმანიის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ იორგ კუკიესმა თქვა — „ვინც იცის [ნავთობის] მილსადენ „დრუჟბას“ ისტორია, რომელიც საბჭოთა იმპერიის იარაღს წარმოადგენდა აღმოსავლეთ ევროპაში, იცის რომ ამ დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა არაა ტრივიალური საკითხი, მაგრამ ეს არის ის, რასაც ჩვენ მივაღწევთ რამდენიმე თვეში“, - განაცხადა კუკიესმა.
გერმანია ცდილობს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტისთვის ტერმინალის სწრაფ აგებას. კუკიესმა თქვა, რომ შეერთებული შტატები და ყატარი შეძლებენ იმას, რომ თხევადი გაზის სახით ევროპას 30 მილიარდი კუბური მეტრი მიაწოდონ, თუმცა სხვაობა კვლავ დიდი დარჩება. „ჩვენ ამ პრობლემას უბრალოდ გვერდზე ვერ გადავდებთ“, - თქვა მან.
პარალელურად, შეერთებული შტატები და დიდი შვიდეულის (G7) მოკავშირეები მუშაობენ ახალ ზომებზე, რათა შეუზღუდონ რუსეთის გზები, დააფინანსოს მისი ომი უკრაინაში. ამასთან, დიდი შვიდეულის ლიდერები ცდილობენ, რომ რუსული ნავთობის შესყიდვაზე ფასის ლიმიტის დაწესებით, შეამცირონ ნავთობისა და ბენზინის ფასი, რომლის რეკორდული ზრდაც გლობალურ ეკონომიკას საფრთხეს უქმნის.
ამ წინადადების გასატანად, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მდივანი ჯანეტ იელენი ინდოეთის და წყნარი ოკეანის ქვეყნებში შეხვედრებს მართავს. ტოკიოში, 12 ივლისს, იელენმა და იაპონიის ფინანსთა მინისტრმა სუზუკი შუნიჩიმ განაცხადეს, რომ ორი ქვეყანა შეთანხმდა, შეისწავლონ „ფასის ლიმიტის მიზანშეწონილობა, სადაც ეს საჭიროა“.
G7-ის წინადადება მიზნად ისახავს ფინანსური სერვისების დაზღვევის და ნავთობის გადაზიდვას ფასის ზღვართან მიბმას. გამგზავნს ან იმპორტიორს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება წვდომა ამ სერვისებზე, თუ ისინი რუსული ნავთობის დადგენილ მაქსიმალურ ფასზე დათანხმდებიან.