რამდენიმე იმპორტიორი რუსული გაზის რუბლში გადახდას დათანხმდა - რუსეთის ვიცეპრემიერი

რამდენიმე იმპორტიორი რუსული გაზის რუბლში გადახდას დათანხმდა - რუსეთის ვიცეპრემიერი

access_time2022-04-16 17:30:32

რუსეთის ვიცეპრემიერის, ალექსანდრ ნოვაკის თქმით, რამდენიმე რუსული გაზის იმპორტიორი რუბლში გადახდას დათანხმდა. მისი თქმით, რუსეთი ელის თანხმობას სხვა იმპორტიორებისგანაც, თუმცა, იმ მომხმარებლობის ვინაობას, რომლებიც უკვე გადავიდნენ რუბლში გადახდის სისტემაზე, მოსკოვი არ ასაჯაროვებს.

გასული თვიდან, ვლადიმირ პუტინის ინიციატივით, რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვას ქვეყნები მხოლოდ რუბლში შეძლებენ. გადახდის სქემის მიხედვით, მყიდველები კონტრაქტის ვალუტაში გადაიხდიან, რომელსაც შემდეგ გაზპრომბანკი ცვლის რუბლებში.

სომხეთი რუსული გაზის საფასურს რუბლში იხდის

უნგრეთიც თანახმაა გაზის ყიდვისას რუბლში ანგარიშსწორებაზე. 

შეგახსენებთ, 23 მარტს, დასავლეთის სანქციების ფონზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობას დაავალა, რომ „არამეგობრულ“ ქვეყნებს მიწოდებული გაზის საფასური რუბლში გადაახდევინონ. ევროკავშირმა უარყო რუსეთის მოთხოვნა ბუნებრივი გაზის საფასურის რუბლში გადახდასთან დაკავშირებით.

რუსეთს უკრაინაში შეჭრის და იქ საომარი მოქმდებების გამო სანქციები დაუწესა ლამის მთელმა მსოფლუიო, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა.

ქვეყანას ერთი მეორის მიყოლებით ტოვევენ უცხოური კომპანიები. ამის საპასუხოდ რუსეთი ამ კომპანიების რუსეთში არსებული ქონების მითვისებით იმუქრება.

რუსეთის საერთაშორისო რეზერვები გაყინულია.


რუბლის კურსზე ზეწოლის პრევენციისთვის ქვეყნის მთავრობამ რუსეთიდან ვალუტის გატანაზე ლიმიტი დააწესა, თუმცა უშედეგოდ.  თითქმის 90%-მდეა გაუფასურებული რუბლი.

რუსეთის  საფონდო ბირჟა 28 თებერვლიდან დახურულია და მისი  გახსნა ამ დრომდე ვერ ხერდხება.

რუსეთი ჩახსნილია გადახდის საერთაშორისო სისტემიდან „სვიფტიდან". რუსეთში შეწყდა  Visa-ს, Mastercarის, American Express-ის და JCB-ის და PayPal -ის საგადახდო ბარათების მუშაობა.

კანადამ, ავსტრალიამ, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ემბარგო დაადო რუსულ ნავთობს, რითაც ქვეყანამ მილიარდობით შემოსავალი დაკარგა. ევროკავშირი მნიშვნელოვნად ამცირებს რუსლი გაზის მოხმარებას და ალტერნატიული წყაროების მოძიებაზე უშააობს. 

ფრენებს რუსეთის მიმართულებით აჩერებენ უცხური ავიაკომპანიები. თავად რუსული ავიაკომპანიებიც იძულებული არიან შეაჩერონ ყველა საერთასორისო ფრენა, რადგან სალიზინგო ხელშეკრულებების დარღვების გამო, მათ თვითმფრინავებს ინტენსიურად აყადაღებენ და იჭერენ.

სანქციების გამო რუსსი ოლიგარქების უახტებსაც აპატიმრებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

მოკლედ, რუსეთი სრულ ფინანსურ იზოლაციასა და სრულ ეკონომიკურ ბლოკადაშია მოქცეული. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები მას დეფოლტს უწინასწარმეტყველებენ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up