რამდენიმე საათიანი შეფერხების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა. თბილისში მეტეოროლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდა და ნისლიც აღარ შეინიშნება. აეროპორტში უკვე დაეშვა საჰაერო ხომალდები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში თბილისის ცაზე დაფრინავდნენ და ამინდის გაუმჯობესებას ელოდნენ. აეროპორტში აცხადებენ, ფრენები მალე განრიგის მიხედვით განახლდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ცუდი მეტეოროლოგიური პირობებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებით მუშაობდა და რეისებს ვერ იღებდა.