აზერბაიჯანულ Yelo Bank-ს კრიზისის მიუხედავად დიდი გეგმები აქვს - ექსკლუზიური ინტერვიუ ნიკოლოზ შურღაიასთან

აზერბაიჯანულ Yelo Bank-ს კრიზისის მიუხედავად დიდი გეგმები აქვს - ექსკლუზიური ინტერვიუ ნიკოლოზ შურღაიასთან

access_time2020-06-09 10:00:46

აზერბაიჯანული Yelo Bank, რომელიც თიბისის სტრატეგიული პარტნიორია ბაზარზე პოზიციების გამყარებას და ერთ-ერთ ლიდერად გადაქცევას გეგმავს. ბანკის მმართველი მენეჯერი ნიკოლოზ შურღაია საქართველოს საბანკო სფეროში წლების განმავლობაში მოღვაწეობდა. 


ბანკს 2016 წლის ივლისში შევუერთდი და საკმაოდ რთული მემკვიდრეობა ჩავიბარე. სამი წელი დაგვჭირდა ბანკის აქტივების რეალური ხარისხის გასაგებად. ამ პერიოდში, გასულ წლებში დაგროვილი პრობლემების გამო, ზარალზე ვმუშაობდით. ახალმა გუნდმა გულმოდგინედ ვიმუშავეთ და 2019 წელს შევძელით მომგებიანობაზე დაბრუნება. გასულ წელს ბანკის წმინდა მოგებამ 2.4 მილიონი მანათი შეადგინა. ბანკების ეფექტურობა დამოკიდებულია კარგ კორპორატიულ მმართველობაზე, პროფესიონალ გუნდზე, აქციონერთა მხარდაჭერასა და ტექნოლოგიის სწორად გამოყენებაზე. გასულ წელს და 2020 წლის დასაწყისში, გუნდი გავაძლიერეთ მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით, დავიწყეთ რებრენდინგი და გავზარდეთ ინვესტირება ახალი ტექნოლოგიებში. საერთაშორისო ეკონომიკურმა კრიზისმა კარგი გაკვეთილი მისცა ყველა ინდუსტრიას, მათ შორის საბანკო სექტორს. უფრო მკაფიოდ დავინახეთ ჩვენს მიერ არჩეული განვითარების მიმართულების სისწორე. ბუნებრივია, ვირუსმა გარკვეული სამუშაოები გაართულა. მიუხედავად ამისა, უახლოეს თვეებში რებრენდინგი დასრულდება და მუშაობაც სწრაფად უბრუნდება ჩვეულ რითმს. ახლა მკვიდრი და დინამიური საშუალო ზომის ბანკი ვართ. იმედი მაქვს, რამდენიმე წელიწადში Yelo Bank ბაზრის ერთ-ერთ ლიდერი გახდება“, - განმარტა ნიკოლოზ შურღაიამ.


ნიკოლოზ შურღაიამ კოროვირუსის შედეგად Yelo Bank-ის და ზოგადად საბანკო სექტორში არსებული ვითარებაც შეაფასა და იმ პრობლემებზე ისაუბრა რის წინაშეც ბანკები აღმოჩნდნენ. მისი განცხადებით, 2019 წელი Yelo Bank-ისთვის მომგებიანობაში დაბრუნების წელი იყო. ბანკი მოგებაზე გასვლას 2020 წლისთვისაც გეგმავდა, თუმცა პანდემიამ გეგმები რამდენადმე შეცვალა. Yelo Bank-ი პანდემიას განვითარების მაღალი ტემპით შეხვდა და წლის ბოლომდე მომხმარებელს ახალ პროდუქტებსაც შესთავაზებს.


კორონავირუსის გავლენა ნამდვილად ნეგატიურია. პირველი სირთულე არის ჩვენი თანამშრომლების და მომხმარებლების ფიზიკური უსაფრთხოება. მეორე გამოწვევა არის ლიკვიდობის და მასთან დაკავშირებული რისკების მართვა. მესამე სირთულე შემოსავლის შემცირებაა, რადგან მოთხოვნა საბანკო მომსახურებაზე მცირდება. მეოთხე სირთულე კი სესხების ხარისხია. ვირუსმა გავლენა მოახდინა ბიზნესის და მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გადახდისუნარიანობაზე. ჩვენ ვხედავთ გადამწყვეტ ნაბიჯებს მარეგულირებლის მხრიდან და ეს ჩვენს ოპტიმიზმს აძლიერებს


ვისაუბროთ კრიზისის სარგებელზეც. ყველა კრიზისი ქმნის ახალ შესაძლებლობებს. მაგალითად, ჩვენ ველით, რომ კრიზისი დააჩქარებს და გააფართოებს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას აზერბაიჯანის საბანკო სექტორში. ჩვენ ძალიან დიდ ინვესტიციას ვდებთ ტექნოლოგიაში და ვთვლით, რომ ის მოლოდინების შესაბამისად იმოქმედებს. ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს ციფრული ბანკები, რომლებიც ფუნქციონირებენ ფიზიკური ფილიალების გარეშე. იმედი მაქვს, რომ ასეთი შესაძლებლობა აზერბაიჯანშიც მალე გამოჩნდება



Yelo Bank კრიზისს ჭარბი ლიკვიდურობით შეხვდა. ჩვენი მთავარი გამოწვევა ხარჯების შემცირებაა. თუმცა, ნებისმიერი კრიზისი აჩენს ახალ შესაძლებლობებს და ის უბიძგებს რთული, მაგრამ სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებისკენ. გუნდმა შეადგინა საბანკო ხარჯების ოპტიმიზაციის პროგრამა, რომლის ფარგლებში წელს 4-5 მილიონი მანათის დაზოგვას შევძლებთ“, - განმარტა ნიკოლოზ შურღაიამ.


ბანკის მმართველმა მენეჯერმა „კომერსანტთან“ საქართველოსა და აზერბაიჯანის საბანკო სექტორზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს საბანკო სექტორი ახლა უფრო დიდი და დახვეწილია, ხოლო აზერბაიჯანულ საბანკო სექტორს სწრაფად განვითარების პერსპექტივა აქვს.


საქართველოს საბანკო სექტორი ახლა უფრო დიდია და დახვეწილი. გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლების ბოლოდან საბანკო სექტორში ბევრი უცხოური ინვესტიცია და ტექნიკური დახმარება შემოდიოდა და ეროვნული ბანკიც მხრიდან რეგულირებაც ხარისხიანი იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული ბანკები იყო კერძო და მისი მფლობელები - გონებაგახსნილები. ისინი მზად იყვნენ გაეწიათ სწორი ლიდერობა და მიეცათ მოქმედების თავისუფლება მენეჯერებისთვის, რათა მათ მართვის თანამედროვე ფორმები გამოეყენებინათ. წლების განმავლობაში ამ ყველაფერმა დადებითი შედეგი გამოიღო და ძლიერი საბანკო სექტორი მივიღეთ. რაც შეეხება აზერბაიჯანულ საბანკო სექტორს, მას აქვს პერსპექტიული ეკონომიკა, ხდება დიდი ტრანსფორმაცია, მენეჯმენტის და ტექნოლოგიების დანერგვა. ასევე, საბანკო სექტორის ზომა ეკონომიკასთან შედარებით მცირეა. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანში საბანკო სექტორის განვითარების რგ პერსპექტივას ვხედავ. აქ მუშაობა ძალიან საინტერესოა.


ზოგადად ვფიქრობ, რომ მენეჯმენტში მთავარი არის საორგანიზაციო კულტურანდობის ატმოსფერო და იდეების მერიტოკრატია. არ მჯერა ისეთი ლიდერების რომლებმაც ყველაფერი იციან და ყველაფერს თავად წყვეტენ. მთავარია გუნდური მუშაობა“, - განაცხადა ნიკოლოზ შურღაიამ. 


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up