რამდენით დაჯარიმდება ონლაინ-მოვაჭრე კანონის დარღვევისას - „ამით მოხდება ბევრი საკითხის პრევენცია, ეს არის ჩვენი მიზანიც“

რამდენით დაჯარიმდება ონლაინ-მოვაჭრე კანონის დარღვევისას - „ამით მოხდება ბევრი საკითხის პრევენცია, ეს არის ჩვენი მიზანიც“

access_time2022-06-03 09:30:00

1-ლი ივნისიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმადაც ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში მაღაზია ვალდებული იქნება გაყიდული პროდუქცია 14 დღის ვადაში უპირობოდ დაიბრუნოს. კიდევ რას მოიცავს კანონი, „მომხმარებელის უფლებების დაცვის შესახებ“ რადიო ,,პალიტრასა და ,,პალიტრანიუსის გადაცემაში ,,საქმე კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ისაუბრა.



ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ კანონის აღსრულება 1-ლი ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყება, რაც კონკურენციის სააგენტოში შესაბამისი დეპარტამენტის ფორმირება მოხდება.



„კანონი ძალაში შევიდა 2022 წლის 1-ლი ივნისიდან, მაგრამ პროცესის აღსრულება დაიწყება 2022 წლის 1-ლი ნოემბრიდან. ანუ, უფლებები რომელსაც აღნიშნული კანონი განუსაზღვრავს მოქალაქეებს და ვალდებულებები, რომელიც ეკისრებათ მოვაჭრეებს სრულფასოვნად 1-ლი ნოემბრიდან ამოქმედდება. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც კონკურენციის სააგენტო იქნება უფლებამოსილი დაიწყოს აღსრულება, მიიღოს მოქალაქეების განცხადებები, განიხილოს და დადგენილ ვადებში უზრუნველყოს მოვაჭრის და მყიდველის შეუთანხმებლობის შემთხვევაში საკითხების გადაჭრა.



ჩვენ განსაკუთრებით სექტემბრიდან გვექნება აქტიური საინფორმაციო კამპანია, რათა ყველამ იცოდეს, რა უფლება აქვს და რა მოვალეობები. ახლა კი დროს ვიყენებთ იმისთვის, რომ დეპარტამენტის ჩამოყალიბება უზრუნველვყოთ, მოვამზადოთ შესაბამისი სტაფი. დავიწყეთ ევროკავშირის პროექტი, სადაც ლიეტუვას და ავსტრიის პროფესიონალები მოგვეხმარებიან იმ ივრო დირექტივებისა და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაში, რომელმაც ეს საკითხი სრულფასოვნად უნდა გამართოს. სექტემბრიდან კი, როგორც აღვნიშნე, მომხმარებელთან და ბიზნეს სექტორთან პროაქტიური ურთიერთობა გვექნება. ყველას ვთხოვ, დაეყრდნოს მხოლოდ ჩვენს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას, რადგან საზოგადოებაში ბევრი აზრი მუსირებს.




14-დღიანი უპირობო დაბრუნების პერიოდი, რაც ყველაზე აქტუალური განხილვის თემაა, ეხება მხოლოდ ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში, განხორციელებულ ოპერაციებს. ასევე, მაღაზიის გარეთ ნაყიდ ოპერაციებს, სადაც ასევე იქნება დათქმები. დანარჩენ ნაწილში, მოვაჭრეს ეკისრება ვალდებულება მიაწოდოს მომხმარებელს დეტალური ინფორმაცია. გარდა ამისა, არის გარანტიების საკითხი, რომელიც მოვაჭრეებმა უნდა შესთავაზონ მოვაჭრეებს. საგარანტიო პერიოდი 2 წელია, რომლის დროსაც მომხმარებელს აქვს უფლება ნივთის დაბრუნებაზე იდაოს“, - განაცხადა ლექვინაძემ.



წამყვანის კითხვაზე, მიმართვის შემდეგ როგორია კონკურენციის სააგენტოს რეაგირება და ვადები, ლექვინაძე ამბობს, რომ სააგენტოს მიზანი მომხმარებელთა უფლებების დარღვევის პრევენციაა და არა ბიზნეს სუბიექტების დაჯარიმება.



,,იმ შემთხვევაში, თუ წარმოიშვება პრობლემა დავა მოდის კონკურენციის სააგენტოში. ჩვენ 10 დღის ვადა გვაქვს, რომ აღნიშნული საჩივარი ვცნოთ დასაშვებად, ან დაუშვებლად. აქედან 1 თვეში კი ვალდებული ვართ მივიღოთ გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში კი, თუ საჭიროა ექსპერტიზა, ან დამატებითი საკითხების მოძიება, მაქსიმუმ 3 თვე გვაქვს ვადა, როცა უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება.



იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესს დაუდგინდება დარღვევა, პროცესი 2 ეტაპიანია. პირველი ეტაპი არის გაფრთხილება, როცა პრობლემა უნდა აღმოფხვრას მოვაჭრემ, თუ ეს არ მოხდა ამის შემდეგ შემოდის სოლიდური საჯარიმო სანქცია, ბრუნვის 2%. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, ამით მოხდება ბევრი საკითხის პრევენცია, ეს არის ჩვენი მიზანიც და არა ვინმეს დაჯარიმება“, - განაცხადა ლექვინაძემ ,,საქმეში“.



bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up