რამდენმა პირმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა 2018-2022 წლებში

რამდენმა პირმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა 2018-2022 წლებში

access_time2022-09-02 18:00:00

2018-2022 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს მოქალაქეობა 13 575 პირს მიენიჭა, საიდანაც 5 111 პირს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა, ხოლო 8 382 პირს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა. ჩვეულებრივი წესით - 38 პირს, გამარტივებული წესით - 29 პირს, ხოლო სპეციალური წესით 15 პირს. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.


მათივე ცნობით, 2018-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მიმღები 8 464 პირიდან 72% (6 075 პირი) რუსეთის მოქალაქეს წარმოადგენდა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამავე პერიოდში, რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი - 428 პირი უკრაინის მოქალაქეს, 404 პირი - სომხეთის მოქალაქეს, ხოლო 330 - ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს წარმოადგენდა.


ამავე ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 7 თვის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 723 მოქალაქეს მიენიჭა, მათ შორის რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ - 551-მა მოქალაქემ. ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქეობა მინიჭებული აქვს უკრაინის 8 მოქალაქეს.


„პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 1-ელ აგვისტომდე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაიგზავნა 13 644 პირის მიმართ დადებითი დასკვნები საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, რომელთა საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს მოქალაქეობა 13 568 პირს მიენიჭა, ხოლო უარი 76 პირს ეთქვა. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველო მოქალაქეობა დამატებით 7 პირს მიენიჭა.


პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციით ასევე ირკვევა, რომ 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 1-ელ აგვისტომდე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადააგზავნა 7 360 პირის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ უარყოფითი დასკვნები. 2018-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის მიზეზების, მოქალაქეობის და წლების მიხედვით ინფორმაცია IDFI-სთვის უცნობია.


2018 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 1-ელ აგვისტომდე საქართველოს მოქალაქეობის მიმღებ 13 575 პირს შორის 5 111 პირი საქართველოს ყოფილ მოქალაქეს წარმოადგენდა, რომელსაც აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა. დანარჩენ შემთხვევაში, უმრავლესობას (8,382 პირი) საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა. მოქალაქეობის აღდგენის ჩვეულებრივი წესით საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ 38 პირს, გამარტივებული წესით - 29 პირს, ხოლო სპეციალური წესით - 15 პირს მიენიჭა.



ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეობის მიმღები (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა) 8 464 პირიდან 72% (6,075 პირი) რუსეთის მოქალაქეს წარმოადგენდა. რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი (428 პირი) უკრაინის მოქალაქეს წარმოადგენდა, 404 პირი - სომხეთის მოქალაქეს, ხოლო 330 - ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს.


2018-2022 წლებში საქართველო მოქალაქეობა ყველაზე მეტ პირს 2018 წელს მიენიჭა - 3 858 პირი. 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით განახევრდა (1,839 პირი), რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია კორონავირუსის პანდემიით შექმნილ გარემოებებთან. 2021 წელს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მაჩვენებელი 2,846-მდე გაიზარდა, ხოლო 2022 წლის 7 თვის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეობა მინიჭებული აქვს 1 598 პირს.


2019 წლამდე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება უმეტესწილად საგამონაკლისო წესით ხორციელდებოდა, ხოლო 2019 წლიდან მნიშვნელოვნად იმატებს მოქალაქეობის აღდგენის მაჩვენებელი. აღნიშნულ ტენდენცია განპირობებულია 2018 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებით, გაუქმდა ის ჩანაწერი რომელიც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ითვალისწინებდა ორმაგი მოქალაქეობის შესაძლებლობას. შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე, საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიიღებდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, კარგავდა საქართველოს მოქალაქეობას. ხოლო შემდგომში, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება უმეტესწილად შესაძლებელი იყო საგამონაკლისო წესით. საკონსტიტუციო ცვლილებებით, ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებული შეზღუდვები გაუქმდა და კანონმდებლობით დადგენილი პირობების შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს მოქალაქეობის შენარჩუნება. ამასთან, საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში გაჩნდა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლება, რომლის მიხედვით საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, 2020 წლის 31 დეკემბრამდე შესაძლებლობა ჰქონდა მიემართა სააგენტოსთვის, მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით. აღნიშნული უფლება შემდგომში 2022 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული სტატისტიკური ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სტატისტიკა (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა) წარმოვადგინოთ პირთა მოქალაქეობისა და წლების მიხედვით. 2018 წლის მონაცემები მიღებულია განსხვავებული საკანონმდებლო რეგულაციების პირობებში, შესაბამისად, მისი შედარება შემდგომ წლებთან სრულფასოვან ტენდენციას ვერ ასახავს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ქვეყნების მიხედვით ქვემოთ წარმოდგენილია მხოლოდ 2019-2022 წლების ტენდენცია.


2019-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მიმღებ პირებს შორის რუსეთის მოქალაქეები მნიშვნელოვნად ჭარბობს. 2019 წელს საქართველოს მოქალაქეობა (საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის გარდა) 1 219 რუსეთის მოქალაქეს მიენიჭა. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 629-მდე შემცირდა, ხოლო 2021 წელს 1 342 მდე გაიზარდა. 2022 წლის 7 თვის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 723 მოქალაქეს მიენიჭა.


2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ასევე საინტერესოა 2022 წლის მაჩვენებლების ანალიზი თვეების მიხედვით. 2022 წლის იანვარში საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 74 მოქალაქეზე, ხოლო თებერვალში 98 მოქალაქეზე გაიცა. მარტის თვეში აღნიშნული მაჩვენებელი 43-მდე შემცირდა, თუმცა შემდეგ თვეებში აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება. მაგალითად, 2022 წლის ივნისის თვეში საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 162-მა მოქალაქემ, ივლისის თვეში 136-მა მოქალაქემ მიიღო. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით რუსეთის 551 მოქალაქეს, ხოლო უკრაინის მხოლოდ 8 მოქალაქეს მიენიჭა.


საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა უმეტესწილად რუსეთის მოქალაქეებს ენიჭებათ. რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილის კიდევ მეტად ზრდა მოსალოდნელია 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შექმნილი სიტუაციის (მოსალოდნელი გრძელვადიანი სანქციები, განსხვავებული შეხედულებების მქონე პირების დევნა და სხვა) გათვალისწინებით,“ - აღნიშნულია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up