კონცერტის 200-მდე მონაწილე და 22 დღიანი ზეიმი - რამდენს დახარჯავს თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის

კონცერტის 200-მდე მონაწილე და 22 დღიანი ზეიმი - რამდენს დახარჯავს თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის

access_time2022-11-28 11:20:35

დედაქალაქის მერია ახალი წლის აღნიშვნისთვის ემზადება. მუნიციპალიტეტს საახალწლო ღონისძიებების მოწყობა 4 994 200 ლარი დაუჯდება. აღნიშნულის თაობაზე გამარტივებული შესყიდვა უკვე გამოცხადებულია.


შესყიდვის პირობების მიხედვით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია 2023 წლის შესახვედრად და დედაქალაქში საახალწლო განწყობის შესაქმნელად სხვადასხვა ღონისძიებების და აქტივობების განხორციელებას გეგმავს. 



ღონისძიებები 22 დღის განმავლობაში, 2022 წლის 23 დეკემბრიდან - 2023 წლის 13 იანვრის ჩათვლით, ორბელიანის მოედანზე, მშრალ ხიდზე, 9 აპრილისა და 9 მარტის ბაღებში გაიმართება.



მერიის ინფორმაციით, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, ღონისძიებები ყველა ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებითაა დაგეგმილი. წარმოდგენილი იქნება საბავშვო კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, სხვადასხვა გასართობი და კულტურული აქტივობები. ჩატარდება მსვლელობები, პერფომანსები, ანსამბლების, ბენდების და ესტრადის მომღერლების კონცერტები, ელექტრონული ლაივ-შოუები. სტუმრების განწყობას აამაღლებს თოვლის ბაბუა დამხმარე მსახიობებთან ერთად.




ლოკაციებზე განთავსდება საახალწლო თემატური ფოტოზონები, მოცულობითი ინსტალაციები და დეკორაცია/მორთულობები: დეკორირებული ნაძვის ხეები, თემატური თაღები, სასცენო დეკორაციები, ხიდის, ქუჩებისა და ფასადების თემატური მორთულობები, მოცულობითი ინსტალაციები (თოვლის ბაბუას (სანტას) სახლი და სახელოსნო, საახალწლო ლაბირინთი, საახალწლო მატარებელი და ა.შ.) და სხვა.


დღესასწაულის ფარგლებში გაიმართება გამოფენა-გაყიდვა - „საშობაო ბაზარი“, გასტრონომიისა და ტკბილეულის ფესტივალი.


31 დეკემბერს, დეკორირებულ სცენაზე გალა კონცერტი გაიმართება. კონცერტში ჩართული იქნება 200-მდე მონაწილე, მათ შორის სოლო შემსრულებლები, გუნდები, ანსამბლები, ბენდები, წამყვანები, ორკესტრი.


„შობა-ახალი წლის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების შემჭიდროებულ ვადებში ჩატარების აუცილებლობის, ღონისძიებების განხორციელების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესის არსებობისა და იმის გათვალისწინებით, რომ პროცესი უკავშირდება ინტელექტუალურ-შემოქმედებით საქმიანობასაც, სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული პროცედურების მეშვეობით განხორციელება ვერ ესადაგება ზემოაღნიშნული ღონისძიებების ორგანიზების საჭიროებებს და ვერ უზრუნველყოფს ხარისხიანი, მრავალფეროვანი პროგრამის შემუშავებას. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, აუცილებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ
შობა-ახალი წლის დღესასწაულის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“, - აღნიშნულია “2023 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში განსახორციელებლად საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტში.


რაც დაფინანსებას, 4 994 200 ლარს, ის გამოყოფილი იქნება თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 და 2023 წლის ბიუჯეტებით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up