რამდენს გამოიმუშავებენ სპორტსმენები პეკინის ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლებით - Top-10 ქვეყანა

რამდენს გამოიმუშავებენ სპორტსმენები პეკინის ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლებით - Top-10 ქვეყანა

access_time2022-02-18 22:30:00

ზაფხულის ან ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული მედლების რაოდენობისთვის ბევრი ქვეყანა მათ სპორტსმენებს ფულად ჯილდოს სთავაზობს.

მაგალითად, სინგაპური თავის სპორტსმენ ოქროს მედალოსნებს თითქმის 20-ჯერ მეტს უხდის, ვიდრე ამერიკა.

სინგაპური, საქართველოს მსგავსად, ოქროს მედლის მფლობელს ერთი მილიონი ეროვნული ვალუტით აჯილდოვებს. თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში, ჯილდოს სახით სხვადასხვა ოდენობის თანხაა გამოყოფილი. საინტერესოა, რამდენს გამოიმუშავებენ სპორტსმენები პეკინის ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლების მიხედვით?

2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 200-ზე მეტი მედალი უკვე გაიცა.

ოლიმპიური მედლების ბონუსები

სინგაპური:

ოქრო - 737 000 დოლარი; ვერცხლი - 369 000 დოლარი; ბრინჯაო - 184 000 დოლარი

ყაზახეთი:

ოქრო - 250 000 დოლარი; ვერცხლი - 150 000 დოლარი; ბრინჯაო - 75 000 დოლარი

მალაიზია:

ოქრო - 236 000 დოლარი; ვერცხლი - 71 000 დოლარი; ბრინჯაო - 24 000 დოლარი

იტალია:


ოქრო - 213 000 დოლარი; ვერცხლი - 107 000 დოლარი; ბრინჯაო - 71 000 დოლარი

ფილიპინები:

ოქრო - 200 000 დოლარი; ვერცხლი - 99 000 დოლარი; ბრინჯაო - 40 000 დოლარი

ბრაზილია:

ოქრო - 49 000 დოლარი; ვერცხლი - 29 000 დოლარი; ბრინჯაო - 20 000 დოლარი

იაპონია:

ოქრო - 45 000 დოლარი; ვერცხლი - 18 000 დოლარი; ბრინჯაო - 9 000 დოლარი

აშშ:

ოქრო - 37 500 დოლარი; ვერცხლი - 22 500 დოლარი; ბრინჯაო - 15 000 დოლარი

კანადა:

ოქრო - 16 000 დოლარი; ვერცხლი - 12 000 დოლარი; ბრინჯაო - 8 000 დოლარი

ავსტრალია:

ოქრო - 15 000 დოლარი; ვერცხლი - 11 000 დოლარი; ბრინჯაო - 7 000 დოლარი

აშშ-ს ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ გაღებული საპრიზო თანხის უმეტესი ნაწილი გადასახადისგან თავისუფალია, თუ სპორტსმენები მთლიან შემოსავალს 1 მილიონ დოლარზე მეტს არ აფიქსირებენ. ამასთან, ამერიკელი სპორტსმენები იღებენ სხვა სახის მხარდაჭერას, როგორიცაა ჯანმრთელობის დაზღვევა, უმაღლესი დონის სამედიცინო დაწესებულებებზე წვდომა და კოლეჯის სწავლის დახმარება.

აღსანიშნავია, რომ სინგაპური თავის ოქროს მედალოსნებს აშშ-ზე თითქმის 20-ჯერ მეტს უხდის. თუმცა, გამარჯვებულებს მოეთხოვებათ თანხის ნაწილი დაუბრუნონ თავიანთ ეროვნულ სპორტულ ასოციაციებს, მომავალი ვარჯიშისა და განვითარებისთვის.


წყარო - cnbc.com, bpn.ge


თეგები:
ოლიმპიადა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up