კომპანია CounterPoint Research-ის ანალიტიკოსებმა გამოთვალეს რამდენ ფულს ხარჯავს Google ერთი Pixel Watch-ის სმარტ საათზე.
მათი მონაცემებით, ერთი Pixel Watch-ის დამზადებას დაახლოებით $123 სჭირდება. საუბარია საათის LTE ვერსიაზე, რომელიც 399 დოლარად არის შეფასებული. ამ თანხის მეოთხედზე მეტი იხარჯება ჩიპსეტზე და მეხსიერების ბარათებზე. როგორც ცნობილია, გაჯეტში გამოიყენება Samsung-ის Exynos 9110 ჩიპი, NXP-ის MIMXRT595S პროცესორი, 2 GB ოპერატიული მეხსიერება და 32 GB დისკი Kingston-დან.
დისპლეი მოწოდებულია კომპანია BoE-ს მიერ, დამცავი მინა არის Corning-ის. საერთო ჯამში, ეს ელემენტები მთლიანში 17,2%-ს შეადგენს. მესამე ადგილზეა ხარჯების მხრივ (14,7%) კორპუსი, ტენიანობის დაცვისა და სითბოს გაფრქვევის სისტემა.
უცნობია, რამდენს ხარჯავს Google ასევე განვითარებაზე, მხარდაჭერასა და მარკეტინგზე. თუმცა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წარმოების ხარჯებისა და ოფიციალური ხარჯების ასეთი თანაფარდობა დამახასიათებელია ამ სეგმენტისთვის. მაგალითად, OnePlus ხარჯავს დაახლოებით 68 დოლარს ერთი OnePlus Watch-ის დასამზადებლად, რომლის ღირებულება 159 დოლარია.