„რამე გემრიელი“ – „კარფურმა“ 3 მარტი დედებს რეცეპტების უნიკალური წიგნით მიულოცა

„რამე გემრიელი“ – „კარფურმა“ 3 მარტი დედებს რეცეპტების უნიკალური წიგნით მიულოცა

access_time2023-03-07 10:15:35

ტრადიციულად, „კარფურში“ მარტი განსაკუთრებული ფასდაკლებებითა და შეთავაზებებით გამოირჩევა. ამ ფორმით ულოცავს ის დედებსა და, ზოგადად, ქალებს თვის მნიშვნელოვან თარიღებს. თუმცა 2023 წლის მარტი კიდევ უფრო განსაკუთრებული აღმოჩნდა – დედების დღის აღსანიშნავად „კარფურმა“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპარტთან“ ერთად, რეცეპტების უნიკალური წიგნი „რამე გემრიელი“ შექმნა და თავის გუნდის წევრებსა და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ დედებს საჩუქრად გაუგზავნა. წიგნი, რომელზეც ცნობილმა ქართველმა შეფ-მზარეულებმა იმუშავეს, ბავშვების რჩეული კერძების 70-ზე მეტ რეცეპტს აერთიანებს.

 

„კარფურის“ გუნდისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესი დაუვიწყარი მომენტების შექმნაა. 3 მარტისთვის მომზადებული საჩუქრითაც დედებისთვის ამ დღის მეტად გაფერადება და კიდევ ერთი დაუვიწყარი მომენტის ჩუქება გვსურდა. იმედი გვაქვს, „რამე გემრიელი“ კულინარიას ბავშვებსაც შეაყვარებს და სამზარეულოში ინგრედიენტებით თამაშს დედა-შვილის საყვარელ ერთობლივ აქტივობად აქცევს“, – ამბობს „კარფურის“ მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო რამიშვილი.



წიგნის შექმნამდე დედები შვილების საყვარელი კერძების შესახებ წინასწარ გამოჰკითხეს. პასუხები შეჯამდა და საორიენტაციოდ წიგნის ავტორებს, შეფ-მზარეულებს ია ძაგანიას, დიმიტრი რჩეულიშვილს, ნუცა სურგულაძეს, მანჯისა და კულინარიულ პლატფორმა Food4.ge-ს გადაეცათ.

 


„რამე გემრიელი“ ყველა დედისთვის ინდივიდუალურად შეიქმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული მშობელი წიგნში თავიანთი შვილების საყვარელ კერძებს იპოვის. ამასთან ერთად, „კარფურისთვის“, როგორც ხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქტების მიმწოდებლისთვის, გემრიელთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო კერძების სიჯანსაღეც. ვფიქრობთ, ამ ამოცანასაც წარმატებით გავუმკლავდით“, – ამბობს ნინო რამიშვილი.

 

 „რამე გემრიელი“ რამდენიმე ნაწილისგან შედგება – ის მოიცავს საუზმის, მთავარი კერძისა და დესერტის ბლოკებს, ასევე, გრილისა და დაბადების დღის მენიუებს. წიგნში შესული რეცეპტების მრავალფეროვნების მიზანია, მშობლებს შვილებისთვის რამე გემრიელის მომზადება ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში გაუმარტივოს.

 

წიგნში „რამე გემრიელი“ შეტანილ რეცეპტებს სოციალური ქსელის მეშვეობით მომხმარებლებიც გაეცნობიან. ამასთან ერთად, თვეში ერთხელ შეფ-მზარეულები „კარფურის“ ჰიპერმარკეტებში მოაწყობენ მასტერკლასებს, სადაც მათ მიერ შექმნილ რეცეპტებს გააცოცხლებენ. მათთან ერთად კერძების მომზადების შესაძლებლობა მიეცემათ სტუმრებსაც, მასტერკლასების ვიდეო ჩანაწერები კი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდება. ფართო საზოგადოებისთვის ვებგვერდზე 3march.clp.ge ხელმისაწვდომია წიგნის ციფრული ვერსიაც.




„რამე გემრიელი“ მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპარტის“ 3 მარტის კამპანიის ფარგლებში შეიქმნა. კომპანია პროექტს 2018 წლიდან ახორციელებს და ყოველ 3 მარტს დედებს განსხვავებული თემატიკის უნიკალური საჩუქრებით ულოცავს.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up