Range Rover Batumi Gold - ავტომობილი, რომლის ერთ-ერთ ფერს ბათუმის სახელი დაარქვეს, ქართველმა მომხმარებელმა იხილა

Range Rover Batumi Gold - ავტომობილი, რომლის ერთ-ერთ ფერს ბათუმის სახელი დაარქვეს, ქართველმა მომხმარებელმა იხილა

access_time2022-04-18 16:35:44

16 აპრილს თბილისში, Jaguar Land Rover-ის შოურუმში ქართველმა მომხმარებელმა ლეგენდარული ავტომობილი - ახალი Range Roverიხილა. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, „ჯი-თი მოტორსმა“ გადაწყვიტა, გრანდიოზული ღონისძიება არ გაემართა. ამიტომ დახურულ ჩვენებას მხოლოდ კომპანიის VIP მომხმარებლები და Range Rover-ის მფლობელები ესწრებოდნენ.





მსოფლიო ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილის განახლებულ მოდელს რამდენიმე წელი ელოდა. ახალი Range Rover-ის პრეზენტაცია ოქტომბერში, ონლაინ რეჟიმში წარიმართა. სწორედ ამ პრეზენტაციაზე წარადგინეს ექსტერიერის ერთ-ერთი ძვირადირებული ფერი - Batumi Gold. ახლა Range Rover Batumi Gold უკვე თბილისშია.





„გვიხარია, რომ რეგიონში ერთ-ერთი პირველები ვართ, ვინც ახალი Range Rover წარადგინა. ცხადია, შოურუმში ამ მოდელის სხვადასხვა ფერს შეხვდებით, თუმცა, გასაკვირი არცაა, რომ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში Range Rover Batumi Gold მოექცა. მასზე იმდენად დიდი მოთხოვნაა, რომ წინასწარი შეკვეთები ჯერ კიდევ ოქტომბერში, წარდგენის დღეს მივიღეთ.ის, რომ მსოფლიო ბრენდმა ავტომობილის ექსტერიერის ერთ-ერთ ფერს ჩვენი ზღვისპირა ქალაქის სახელი დაარქვა, ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და საამაყოა. მიხარია, რომ ამის ერთ-ერთ მიზეზად Jaguar Land Rover-თან წარმატებული თანამშრომლობაც სახელდება,“ - აცხადებს „ჯი-თი მოტორსის“ გენერალური დირექტორი თემურ უსტიაშვილი.





როგორც ჩანს, Range Rover-ის შემოქმედებითი გუნდი ბათუმის შთამბეჭდავი ხედებითა და მზის ჩასვლით მოიხიბლა. ავტომობილის ახალი ფერი სწორედ ზღვაში ჩამავალ მზესთან ასოცირდება. თუმცა, ბრიტანულმა ავტოგიგანტმა ფერს სახელი არა მხოლოდ ბათუმის სილამაზის გამო დაარქვა. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა Jaguar Land Rover-ის საქართველოს ოფისის წარმატებული მუშაობამაც. ოფისი ბოლო სამი წლის განმავლობაში რეგიონში წამყვან პოზიციას იკავებს და ტოპ ხუთ ქვეყანაში შედის. აღსანიშნავია წარმატება მომხმარებელთა მომსახურების კუთხითაც. ამ მიმართულებით Jaguar Land Rover-ის საქართველოს ოფისი რეგიონის პირველ სამეულში მოხვდა.




“Jaguar Land Rover-ისა და „ჯი-თი მოტორსის“ თანამშრომლობა 14 წლის წინ დაიწყო. ეს საქმიანი ურთიერთობა წლიდან წლამდე კიდევ უფრო ძლიერდება. „ჯი-თი მოტორსს“ შესანიშნავი გუნდი ჰყავს და ეს ძალიან კარგად ეტყობა დღევანდელ ღონისძიებასაც. მათ საკუთარ მომხმარებლებთან ნამდვილად განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. სწორედ ქართველ მომხმარებელს, რეგიონში ერთ-ერთ პირველს წარვუდგინეთ ახალი Range Rover. ღიმილი სტუმრების სახეებზე ძალიან სასიამოვნო სანახავია. ვხვდები, რომ ეს ავტომობილი ქართველ მომხმარებლებში მარლაც განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს,” - აღნიშნავს Jaguar Land Rover-ის რეგიონული ოფისის გაყიდვების დირექტორი რობ პრესტონი.






დიზაინერებმა Range Rover-ის განახლებული მოდელის ძირითადი კლასიკური მახასიათებლები შეინარჩუნეს. ამიტომ, ერთი შეხედვით არის შესაძლებელი იმის მიხვედრა, რომ ნამდვილად Range Rover-ს ვუყურებთ. დიზაინი მოდერნიზებულია, სტილი კი მეტად დახვეწილი და მინიმალისტური. შეიძლება ითქვას, რომ Range Rover-ის არსებობის ისტორიის მანძილზე, განახლებული მოდელი ყველაზე კომფორტული და მდიდრული SUV-ია.


„ჯი-თი მოტორსში“ ამბობენ, რომ Range Rover-ის ყველა მოდელი, რომელიც საქართველოში ჩამოიყვანეს, უკვე გაყიდულია. რადგან მასზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ამავე მიზეზით, ამ ეტაპზე „ჯი-თი მოტორსში“ შეკვეთების მიღებაც შეზღუდულად მიმდინარეობს.



(R)


თეგები:
Range Rover Batumi Gold



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up