რას აბარებენ და რამდენად ხშირად მიმართავენ ლომბარდებს თბილისში

რას აბარებენ და რამდენად ხშირად მიმართავენ ლომბარდებს თბილისში

access_time2022-06-14 18:00:00

თბილისში მოქმედ ლომბარდების ნაწილში მიმართვიანობა შემცირდა, ნაწილში კი - არა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ლომბარდების წარმომადგენლები ამბობენ, მიმართვიანობის შემცირების გამო, ბევრი დაწესებულება ბაზრიდანაც კი გავიდა.


„მიმართვიანობა, რა თქმა უნდა, შემცირებულია. ხალხს აღარც ფული აქვს, აღარც რაიმე გასაყიდი. ეს უკვე დიდი ხანია დაიწყო და პანდემიამ კიდევ უარესი ქნა.


ჩვენთან ყველანაირი და ყველა ასაკის ადამიანი შემოდის, პენსიონრებიც კი შემოდიან. ხალხი თითქმის ყველაფერს აბარებს, განსაკუთრებით კი ტექნიკას, მობილურებს, ლეპტოპებს, ტელევიზორებს და ა.შ. თუმცა ხშირი არაა, რომ შემოაქვთ ნივთი და შემდეგ ვეღარ გააქვთ, ნელ-ნელა იხდიან ხოლმე“, - ეუბნებიან „ბიზნესპრესნიუსს“ ლომბარდში პეკინის ქუჩაზე.


უფრო სტაბილურია მოთხოვნა ლომბარდებში, რომლებიც ოქროს იბარებენ.


„ისეთ ლომბარდებზე, სადაც ძირითადად ოქროს იბარებენ, ყოველთვის სტაბილური მოთხოვნაა, ყველა მათგანს საკუთარი მომხმარებელი ჰყავს და ხშირადაც მოგვმართავენ, როცა ფული ჭირდებათ. შემოაქვთ, დაწესებულ პროცენტს იხდიან და თანდათან ფარავენ თანხას. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს ოქროს ნაკლებად აბარებენ“, - ამბობენ კიდევ ერთი ლომბარდის თანამშრომლები.



ცენტრალური რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრი ლომბარდი აღარ ფუნქციონირებს, მათ უმეტესობას მხოლოდ აბრაზე აწერია „ლომბარდი“ და მათი უმეტესობა ტექნიკის ყიდვა-გაყიდვის ან ვალუტის გადამცვლელ პუნქტებადაა გადაკეთებული. ამის მიზეზად კი იმ გადასახადებს ასახელებენ, რომლის გადახდაც მფლობელებს არ უღირთ.


„პანდემია კი მიდის, მაგრამ არაფერი ცვლილება არაა, ჩვეულებრივად, მიმართვიანობა რაც იყო, ისევ ისეა. არ არის კარგი მუშაობა, ხშირად არ შემოდის ხალხი. მარტო ჩემთან არა, ამ ქუჩის ჩაყოლებაზე თითქმის ყველგან ასეა. ბევრს აღარც უღირდა მუშაობა იმ გადასახადის ფასად, რასაც ლომბარდებს უწესებენ, ამ მიზეზით და მოთხოვნის ნაკლებობის გამო ბევრმა უკვე დიდი ხანია დაკეტა ლომბარდები“, - ამბობენ სადგურის მოედანზე ერთ-ერთ ლომბარდში.


ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2020 წლის კვლევით, საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული იყო 193 მოქმედი ორგანიზაცია. აქედან, 46.1% - თბილისში, 14.5% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 14% - იმერეთში, 12.4% - აჭარაში, დანარჩენი 13% კი იმერეთში მდებარეობდა.


ლომბარდების საბალანსო მოგება 2020 წლისთვის 18.4 მლნ ლარი, ხოლო გაცემული სესხების მოცულობა 322.8 მლნ ლარი იყო.


აღსანიშნავია, რომ 3 წლის წინ, 2017 წლისთვის ქვეყანაში 77.9%-ით მეტი, 875 ლომბარდი ფუნქციონირებდა.


bpn.ge




თეგები:
ლომბარდები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up