რას აღნიშნავს „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიის ალტერნატიული საგზაო ნიშნები?

რას აღნიშნავს „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიის ალტერნატიული საგზაო ნიშნები?

access_time2022-08-19 17:35:23

„სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერია“, „ქუჩა სანაგვე ყუთი არ არის“, „კატალიზატორის გარეშე მანქანა მომწამვლელ გამონაბოლქვს გამოყოფს“ – თბილისის ქუჩებში, ალბათ, უკვე შეამჩნიეთ საგზაო ნიშნები ამ და სხვა წარწერებით.


ეს ნიშნები თან ჰგავს რეალურ სიმბოლოებს და თან სრულიად განსხვავებულ აკრძალვებსა და საინფორმაციო მაჩვენებლებზე მიგვითითებს, იმაზე, რაც საგზაო მოძრაობის წესებში არ წერია, თუმცა მათი გათვალისწინება აუცილებელია ჩვენი თუ სხვისი უსაფრთხოებისა და სიცოცხლისათვის.



საგზაო მოძრაობის ახალი ნიშნები „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიის ფარგლებში შეიქმნა, რომლის მიზანია, ქვეყანაში საგზაო მოძრაობის კულტურა გაუმჯობესდეს. ასეთი 20-მდე სიმბოლოა და თითოეული  მძღოლებისა თუ ქვეითების მანკიერ ქმედებებს წარმოაჩენს და მეგობრულად შეგვახსენებს, როგორ მოვიქცეთ, რომ საერთო სიკეთისთვის ქვეყანაში საგზაო კულტურა გავაუმჯობესოთ.



კამპანიაზე, „თეგეტასთან“ ერთად, საკმაოდ დიდი გუნდი მუშაობდა. პროექტის კრეატიული დირექტორი პავლე გაბრიჭიძეა, კრეატივ სტრატეგი და კოპირაიტერი - ელენე დანელია, ახალ საგზაო ნიშნებზე კი სააგენტო „ჰოლი მოტორსმა“ იმუშავა.



ახალი საგზაო ნიშნები მიგვითითებს, ვიაროთ ფრთხილად, ისე რომ საფრთხე არც საკუთარ თავს შევუქმნათ და არც სხვას.





ამ კამპანიის რამდენიმე სიმბოლო გვეუბნება, რომ აუცილებელია, ვიზრუნოთ გარემოზე. 





სპეციალურად შექმნილი ეს საგზაო ნიშნები გვაფრთხილებს, რომ სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერია, ამიტომ საჭესთან უნდა ვიყოთ ყურადღებით, ფხიზლად და დავიცვათ გადაადგილების წესები უფროსებისა და ბავშვებისთვის.






დაბოლოს, კამპანია „იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ გვახსენებს იმ ჭეშმარიტებებს, რაზედაც ყველა ვთანხმდებით, ან უნდა ვთანხმდებოდეთ.





რა თემებზე უნდა ყოფილიყო ახალი საგზაო ნიშნები - კამპანიის დაგეგმვამდე გამოკითხვა ჩაატარეს სოციალურ ქსელში, ქუჩაში, თავშეყრის ადგილებში. ეს საკითხი ადამიანებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო და მწვავე აღმოჩნდა. შედეგად, ძალიან მოკლე დროში 10 000-მდე ადამიანის პასუხი მიიღეს, რომელზე დაყრდნობითაც საგზაო ნიშნები სწორედ მათი წუხილების გათვალისწინებით შეარჩიეს. 



„ჰოლი მოტორსმა“ ბრიფის მიღებისას უკვე იცოდა, რა პრობლემებს ხედავდნენ ადამიანები საგზაო მოძრაობის კულტურაში. პროექტზე იმუშავეს დიზაინერებმა: ნიკოლოზ კუმბარმა, ანუკი კონიაშვილმა, გიორგი ხარძიანმა, თათა გუშარაშვილმა, დევიდ დრონმა და ნინო ყაველაშვილმა.



სააგენტოს ერთ-ერთი დამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი გიორგი ავალიანი გვიყვება, რომ ეს პროექტი მათი გუნდისთვის ერთგვარი გამოწვევა იყო.





გიორგი ავალიანი, „ჰოლი მოტორსის“ თანადამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი: „დიზაინით პრობლემის გადაჭრა და ხალხის ალაპარაკება არ არის მარტივი. შესაბამისად, ამ ამბავში ჩვენი ჩართვა ნამდვილად ერთგვარი გამოწვევა იყო, თუმცა ამავე დროს ძალიან კარგი შესაძლებლობაც აღმოჩნდა ჩვენთვის“.



 

ამბობს, რომ თავად მუშაობის პროცესი მარტივი არ იყო. მათ უნდა შეექმნათ ნიშან-სიმბოლოები უკვე იდენტიფიცირებულ პრობლემებზე, მიეცათ რჩევები, როგორ შეეცვალათ ის მანკიერი ქცევები, რომლებიც აუცილებელია უსაფრთხო საგზაო კულტურისათვის.



„ჩვენთვის ეს არ ყოფილა მარტივი, წრეში ჩახატული ნიშნები და მათი განმარტებები. თითოეულ სიმბოლოზე ზუსტად ისე ვიმუშავეთ, როგორც ლოგოზე ვმუშაობთ ხოლმე.



თავიდანვე ვიცოდით, რომ ნიშნები აუცილებლად ადვილად აღქმადი უნდა ყოფილიყო, წარწერები - კარგად კითხვადი. აუცილებლად უნდა მიგვემსგავსებინა რეალური სიმბოლოებისთვის, თუმცა განსხვავებული ელემენტები უნდა შეგვეტანა, რათა დაბნეულობა არ გამოგვეწვია. თანაც, არ გვინდოდა, კარიკატურული გამოსულიყო, დახვეწილი სიმბოლოები გვჭირდებოდა.



ძალიან მოკლე დროში უდიდესი შრომა ჩავდეთ ამ პროექტში. სიმბოლოების ნაწილი უკვე შევქმენით, ნაწილზე განახლებულ ვებგვერდზე შემოსული უკუკავშირის შემდეგ ვიმუშავებთ და იმის მიხედვით შევქმნით ვიზუალებსა და გზავნილებს“, -  ამბობს გიორგი ავალიანი.



„იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ კამპანიის ფარგლებში ალტერნატიული საგზაო ნიშნების ბანერები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში განთავსდა.





მარიამ კარკალაია, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის დირექტორი: „ახალი საგზაო ნიშნებისთვის ალტერნატიულ მედიად გამოვიყენეთ ქუჩის გარე ბანერები, შესაბამისად, მძღოლებსა და ქვეითებს ჩვენი გზავნილები თავს უშუალოდ ქალაქში მოძრაობისას შეახსენებს. აღსანიშნავია ისიც, რომ უშუალოდ ნიშნების შინაარსიც ლოკაციებს მოვარგეთ და კონკრეტული სიმბოლოები სწორედ იმ წერტილებში განვათავსეთ, სადაც მსგავსი ქმედებები ყველაზე ხშირად გვხვდება. გვჯერა, რომ ამ თემაზე საუბრით შევძლებთ, ერთობლივი ძალისხმევით უკეთესობისკენ შევცვალოთ საგზაო მოძრაობის კულტურა“.



„თეგეტა ჰოლდინგი“ საგზაო მოძრაობის კულტურის ამაღლებაზე ზრუნვას სამომავლოდაც გეგმავს და დამატებით 10 საგზაო ნიშნის შექმნას აპირებს.

 

(R)




 



თეგები:
თეგეტა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up