რას ემსახურება ტარიფის ზრდა და  რას გამოიწვევს  სამშენებლო  ცვლილებები

რას ემსახურება ტარიფის ზრდა და რას გამოიწვევს სამშენებლო ცვლილებები

access_time2022-09-15 20:00:00

„მე ვფიქრობ რომ ამას ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს, ამას უფრო მეტი საფუძველი აქვს იმ მახინჯ მოდელში, რაც ჩვენ თვითმართველობაში გაგვაჩნია, თვითმართველობის უფლება-მოსილება ძალიან შევიწროებულია“ -  ასე გამოეხმაურა BGM TV - ის გადაცემაში „საქმის კურსი“  მუნიციპალიტეტებში სანებართვო მოსაკრებლის შესაძლო გაზრდას იურისტი კობა ყალიჩავა. მისი თქმით იმ შემთხვევაში თუ სანებართვო მოსაკრებელზე ფასის გაზრდით რომელიმე სხვა ხარჯი ჩანაცვლდებოდა ეს გადაწყვეტილება მისაღები იქნებოდა, მან ასევე  აღნიშნა რომ მსგავსი ტიპის ცვლილებებს სჭირდება განმარტებითი ბარათი და რეგულირების ანგარიში იმაზე თუ რატომ ვაკეთებთ ამ ცვლილებებს.


„მე ვფიქრობ, რომ ამის დაწესება შეიძლება ოღონდ დამატებითი ბენეფიტის სანაცვლოდ. მაგალითად ნებართვის  გაცემის  დროს მერია პასუხისმგებლობას  იხსნის კონსტრუქციულ ნაწილზე, მერია კი არ ამოწმებს, მერია ითანხმებს და ექსპერტი ამოწმებს. ანუ ნებართვის მაძიებელს აქვს, 1. პროექტირების ხარჯი, 2. ექსპერტიზის  ხარჯი და 3. სანებართვო მოსაკრებლის ხარჯი, აი სანებართვო  მოსაკრებლის ხარჯი თუ  ჩაანაცვლებდა ამ შემთხვევაში ექსპერტიზის  ხარჯს, მაშინ მისაღები იქნებოდა.


მსგავსი ტიპის ცვლილებებს სჭირდება განმარტება და რეგულირების ზემოქმედების ანგარიში სოციალურ გარემოზე, ბიზნეს გარემოზე და ა.შ.  მე ვფიქრობ, რომ ამას ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს, ამას უფრო მეტი საფუძველი აქვს იმ მახინჯ მოდელში, რაც ჩვენ თვითმართველობაში გაგვაჩნია, თვითმართველობის უფლება-მოსილება ძალიან შევიწროებულია. თვითმართველობას უნდა, რომ ჰქონდეს შემოსავალი, მაგრამ მას არ აქვს დელეგირებული ბევრი ფუნქცია, რაშიც მოსაკრებელს მოითხოვდა, აქედან გამომდინარე მიზანი, არა რაღაცის გაუმჯობესება, არამედ მეტი შემოსავლის მიღებაა ბიუჯეტში. თუმცა არ შეიძლება, რომ ეს შემოსავალი გახდეს მოსაკრებლის გაზრდის მიზეზი.



მე ვფიქრობ, რომ  ჩვენ  მუდმივად  გარდამავალ  პერიოდში  ვართ, ვერ ჩამოყალიბდა  სტაბილური და უსაფრთხო-სამართლებრივი  გარემო, სადაც ყველას ექნება  სტაბილური მოლოდინები და ამ გაურკვევლობებს არ ექნება ადგილი“, - აღნიშნა კობა ყალიჩავამ.

 

ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად  შესაძლოა, რომ მუნიციპალიტეტებში სანებართვო მოსაკრებელი გაიზარდოს,. საკითხზე რეგიონული პოლიტიკის და თვითმართველობის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს.  დღეის მდგომარეობით მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისთვის ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის  კოეფიციენტის საანგარიშო  ფართობის  თითოეული კვადრატული მეტრისათვის 4  ლარს არ  უნდა აღემატებოდეს,  ხოლო საკურორტო ზონაში კი სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 5 ლარს.  წარმოდგენილი კანონპროექტით კი ტარიფი 4 დან 10 ლარამდე, ხოლო საკურორტო  ზონისთვის  5-დან 11 ლარამდე იზრდება, მოსაკრებლის ოდენობის  გაზრდა  არ  ეხება  ინდივიდუალურ  საცხოვრებელი სახლების მშენებლობას , რა  დროსაც მოსაკრებლის ოდენობა ისევ  დარჩება არაუმეტეს 4 ლარის ოდენობისა.

 

იმისათვის,რომ მოსაკრებლის გადამხდელისთვის ეს ზრდა დაუგეგმავი ფინანსური ხარჯი არ იყოს, ზრდა გათვალისწინებულია ეტაპობრივად. კერძოდ, 2023 წლის პირველი იანვრიდან ის გაიზრდება 6 ლარამდე,  2024 წლის  პირველი იანვრიდან 8 ლარამდე  და 2025 წლის  პირველი  იანვრიდან  10 ლარამდე,. რაც  შეეხება  საკურორტო ზონაში,  სამრეწველო  ობიექტების მშენებლობისათვის მოსაკრებელს, მისი საფასური  2023 წლის  იანვირდან არსებული ხუთი ლარის ნაცვლად  7  ლარამდე  გაიზრდება, 2024 წლის  პირველი იანვრიდან  9 ლარამდე, ხოლო 2025 წლის პირველი იანვრიდან 11 ლარამდე, ანუ კანონპროექტით გათვალისწინებულ მაქსიმუმამდე გაიზრდება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up