„გეოპოლიტიკურმა ვითარებამ აიძულა სახელმწიფო, ანაკლიის პროექტში აქტიურად ჩართულიყო“- რას ფიქრობენ ეკონომისტები პორტის პროექტში სახელმწიფოს ჩართულობაზე

„გეოპოლიტიკურმა ვითარებამ აიძულა სახელმწიფო, ანაკლიის პროექტში აქტიურად ჩართულიყო“- რას ფიქრობენ ეკონომისტები პორტის პროექტში სახელმწიფოს ჩართულობაზე

access_time2022-12-12 17:45:08

გეოპოლიტიკურმა ვითარებამ აიძულა სახელმწიფო, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებაში აქტიურად ჩართულიყო, - ასე აფასებს ანალიტიკოსი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ნიკა შენგელია მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში 51%-ით შესვლასთან დაკავშირებით.


როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, მსოფლიოში ახალი გადანაწილება მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოც ამ მიმართულებით გააქტიურდეს და საკუთარი პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენოს.


„კარგად ვხედავთ, რომ მსოფლიოს ახალი გადანაწილება მიმდინარეობს. ველოდებით სავალუტო ზონების ჩამოყალიბებას და ასევე ცალკეული ქვეყნების დაჯგუფებას ეკონომიკური კუთხით, შემდგომ პოლიტიკური და სამხედრო კუთხეც მოჰყვება ამას. ჩვენ ამის მომსწრენი უკვე გავხდით 21-ე საუკუნის დასაწყისში“, - თქვა ნიკა შენგელიამ „კომერსანტთან“ საუბრისას.


ანალიტიკოსის განმარტებით, პროექტის პოლიტიკურ-ეკონომიკური შეფასება საკმაოდ მაღალია.


„მთავარი თემა აქ არის, რომ ანაკლიის პორტი აშენდება, ხალხი დასაქმდება, ინფრასტრუქტურა მოეწყობა. თუმცა სახელმწიფოს რამდენად იაფი დაუჯდება ამ პროექტში თანამონაწილეობა, ეს მეორე საკითხია.


გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნული პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც ვხედავთ, რა ხდება რეგიონულ ეკონომიკებში. ომი, რომელიც დაწყებულია დიდხანს არ დასრულდება. თუ იქ მორიგება მოხდა, კონფლიქტმა შესაძლოა სხვა კუთხეებში გადაინაცვლოს და ჩვენი ქვეყნისთვის გამტარუნარიანი პორტის არსებობა უკვე საინტერესო იქნება, როგორც ჩინეთისთვის, ასევე აზიის სხვა ქვეყნებისათვის.


ვფიქრობ, რომ ანაკლიის პორტი იქნება საკმაოდ დატვირთული, რადგანაც ვხედავთ, რომ აზიის ქვეყნები უკვე ჯგუფდებიან და ამ მიმართულებით იქნება ტვირთების ნაკადი და ქვეყანა იქნება გაცილებით დაცული. რაც უფრო მეტი გამტარუნარიანი პორტი და მილსადენი გაივლის, ან მეტი ქვეყნები გადმოამისამართებენ ტვირთებს, უფრო მეტ პოლიტიკურ თავდაცვას ვღებულობთ“, - აცხადებს ანალიტიკოსი.



ეკონომიკის დოქტორი ვახტანგ ჭარაია მიიჩნევს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში სახელმწიფოს ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება. მისი თქმით, ის გასულ წლებშიც მომხრე იყო, რომ პროექტის რეალიზებაში სახელმწიფო ყოფილიყო ჩართული.

„მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში სახელმწიფო უნდა იყოს თანამესაკუთრე. რადგანაც ეს სახელმწიფოსთვის საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში არის ინსტრუმენტი, რომ თავისი ეკონომიკა აკონტროლოს, ჰქონდეს თავისი შემოსავლები. რა თქმა უნდა, პროექტი, რომელიც შემოსავლიანი არ იქნება, არც აშენდება, ხოლო შემოსავლის მომტან ბიზნესპროექტებში სახელმწიფოს ჩარევა სახელმწიფო ბიუჯეტზეც პოზიტიურად აისახება. საბოლოო ჯამში ხშირად ინვესტორები ისეთ პირობებს და ულტიმატუმებს აყენებენ სახელმწიფოს წინაშე, რომელთა დაკმაყოფილება შეიძლება მიუღებელი იყოს სახელმწიფოსთვის.


სახელმწიფოს თავადაც შესწევს უნარი, რომ მოაგვაროს მსგავსი ტიპის პროექტები. კოორდინაცია იქნება ეს, დასრულება თუ შემდგომი მართვა. ამიტომ მე თავიდანაც მომხრე ვიყავი და ახლაც ცხადია მომხრე ვარ, რომ სახელმწიფოს როლი უფრო დიდი იყოს. ამისი გამოცდილება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს. როდესაც მსგავს მსხვილ პროექტებს ეხება საქმე. სახელმწიფოები ხშირად ცდილობენ, რომ თუ თვითონ 100%-ის მფლობელი ვერ იქნება თანამონაწილე მაინც იყოს და ჰქონდეს იქ გადამწყვეტი ხმის უფლება.


ხშირად გვესმის, რომ ესა თუ ის პროექტი, რომელიმე ჩვენი მეზობლის ინტერესებშია და ამიტომ ვაშენებთ, ან ვიღაცამ დაგვავალა და ვალდებულები ვართ ვაშენოთ. მსგავსი თემები რომ გამოირიცხოს და ჩანდეს, რომ პროექტი სახელმწიფოს და ქართული ინტერესია, ეს ყველაფერი ზედმეტ ჭორებსაც აგვარიდებს“, - განმარტავს „კომერსანტთან“ ჭარაია.


ვახტანგ ჭარაიას თქმით, ის თავიდანვე მომხრე იყო პროექტში სახელმწიფოს ჩართულობის, თუმცა რატომ არ მოხდა მსგავსი სქემის განვითარება თავის დროზე მისთვის უცნობია.

„ნამდვილად ვერ გეტყვით, რატომ არ მოხდა მსგავსი სქემის განვითარება, თავის დროზე . თუმცა მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ამ და სხვა მსხვილ მნიშვნელოვან პროექტებში, თუნდაც ჰესებში, სახელმწიფოს როლი უნდა ყოფილიყო დიდი და არ ყოფილიყო მხოლოდ სიმბოლური. იყო წინათ დამოკიდებულება, რომ სახელმწიფო ბიზნესპროექტებში არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ბიზნესპროექტი. ეს არის პოლიტიკა, ეკონომიკაც, სოციალური მიმართულებაც, სამხედრო სტრატეგიულიც და რა ვიცი, ნებისმიერი მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტია ანაკლიის პორტის მშენებლობა და თავად ეს პორტი.


ფაქტია, რომ პროექტი არის უკვე საინტერესო განსხვავებით წლების წინა რეალობისა. როდესაც წმინდა ბიზნესური თვალსაზრისით, წინა კონსორციუმმა ვერ დააინტერესა მისი პარტნიორები და ვერ ჩადეს მასში საკმარისი ფული. თუმცა, ახლა ეს პროექტი უფრო აქტუალურია და უფრო საინტერესოა.


სახელმწიფო ამბობს, რომ პროექტის ასაშენებლად საჭირო თანხაში მონაწილეობას მიიღებს და უნდა, რომ 51%-იანი წილი ჰქონდეს. შესაბამისად, ეს ფინანსურ ხარჯშიც ნიშნავს, რომ შესაბამისი თანხა უნდა დახარჯოს. სავარაუდოდ ეს საერთაშორისო სესხების ხარჯზე მოხდება, თუმცა ისეთი სესხის აღება, რომელიც ბიზნესურად მომგებიანია და ფინანსურად ბიუჯეტს არ შეუქმნის დაბრკოლებას, მე ვერ ვხედავ პრობლემას“,   აცხადებს ჭარაია.


ჭარაია არ გამორიცხავს ასევე იმასაც, რომ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში თანაინვესტირების ან საპარტნიორო ფონდის ჩართვა მოხდეს.


„ორივე ფონდი სახელმწიფო ფონდია და შესაძლოა სახელმწიფო ამ ფონდებითაც იყოს ჩართული ამ პროცესი“,  აცხადებს ჭარაია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up