რას გულისხმობს DRG მოდელი და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს სამედიცინო სექტორი

რას გულისხმობს DRG მოდელი და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს სამედიცინო სექტორი

access_time2022-12-18 10:00:02

„დღეს მედიცინაში არის ისეთი ფორსმაჟორი,როგორიც ბოლო 30 წელია  არ ყოფილა,პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ბევრი ცვლილება და  გადავედით დაფინანსების DRG მოდელზე“  - ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“ კლინიკა „პინეოს“ კლინიკურმა დირექტორმა დავით ლოლაძემ მედიცინის მენეჯმენტში და სამედიცინო სექტორში არსებულ გამოწვევებზე კომენტირებისას ისაუბრა. 




მისი თქმით, ცვლილებები ლიცენზირების და კლინიკების სანებართვო ტიპების მიმართულებით ერთდროულად ხდება, რაც კლინიკისთვის და  ადმინისტრაციული რესურსებისთვის საკმაოდ დიდი ზეწოლაა. 




„დღეს არ მეგულება საქართველოში კლინიკა, რომელსაც ადმინისტრაციული რესურსების ფუფუნება აქვს,  ჩვენთან 10-20 საქმეს შეიძლება რამდენიმე ადამიანი აკეთებდეს და ამ პირობებში სიახლეების შემოტანა და „დედლაინად“ რამდენიმე თვის დაწესება არ არის საკმარისი დრო და ყველაფერი გვიბიძგებს იმისკენ, რომ ყოველდღიურ საკითხებს ყურადღება უნდა მოვაკლოთ, რაც შემდეგ პაციენტის მდგომარეობაზე ისახება,  - აღნიშნა დავით ლოლაძემ. 




DRG დაფინანსება გულისხმობს იმას, რომ მსგავსი დიაგნოზები დაჯგუფებულია ერთ ჯგუფში და ფინანსდება  ერთი პრინციპით, აქ არის გარკვეული ჯგუფები, რომელიც დაფინანსების აღნიშნულ მოდელზე ჯერ არ გადასულა, მათ შორის არის ონკოლოგია , მშობიარობა და მისი შემდგომი მდგომარეობები არის ის მიმართულებები, რომლებიც კვლავ სტანდარტებზე დარჩა. 





„რაც შეეხება ჩემ პროფილს, ონკოქირურგიას, რომელიც DRG დაფინანსების ნაწილში დაჯდა და საკმაოდ შრომატევადი და ხარჯიანია, შეიძლება უბრალოდ ვერ გააკეთო ოპერაცია, რადგან ვერ დაფარო ისეთი  ტექნიკური აღჭურვილობის ღირებულება, რომელიც ერთჯერადია და  ერთი კონკრეტული ოპერაციის  დროს  გამოიყენება“,-  აღნიშნა დავით ლოლაძემ. 




ლოლაძემ განმარტა, რომ დოლარის და ევროს კურსის მუდმივი ცვლილების გამო საქართველოში კლინიკებს სხვადასხვა ფასებთან  ჭიდილი ყოველდღიურად უწევთ, რადგან მაგალითად ძაფი, რომელიც რამდენიღაც ევრო ღირს შეიძლება, დღეს საქართველოში 25 ლარი, ხვალ კი 50 ლარი ღირდეს, კლინიკა კი ამ ფასს ვერ გაზრდის, რადგან ეს საკითხი დარეგულირებული არ არის. 




„დღეს არსებულ რეალობაში საზოგადოების დიდ ნაწილს  ჯანმრთელობისთვის თანხა გადადებული არ აქვს, ვისაც  კერძო დაზღვევა აქვს, ის უფრო კარგად  არის, მაგრამ საყოველთაო დაზღვევის შემთხვევაში სიტყვაზე თუ ადამიანს  გაეჭედა  თიაქარი ის  იძულებულია, რომ ფინანსების მოძიებაზე იზრუნოს, კრიტიკული სიტუაციების დროს, ჩვენ ადამიანები ოპერაციაზე არ მოგვყვებიან, რადგან მათ წინასწარ არ იციან თუ რა ჯდება ოპერაცია, ჩვენ წინასწარ ამის თქმის საშუალება არ გვაქვს და საბოლოო ჯამში ეს პაციენტისთვის არის სიურპრიზი, ამიტომ თუ პაციენტი ვერ ახერხებს თანხის  გადახდას, კლინიკა მას ვერ გამოკეტავს და თავისუფლებას უკანონოდ ვერ  აღუკვეცავს, შესაბამისად დგება ხელმოწერილი შეთანხმება და რჩება ვალდებულება კლინიკასთან და დღეის მდგომარეობით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი პაციენტების კლინიკის მიმართ  დარჩენილი ვალდებულების მაჩვენებელი“, -  აღნიშნა დავით ლოლაძემ. 





თაკო კვაჭანტირაძე










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up