რას გულისხმობს ევროდირექტივა, რომლის მიხედვითაც სურსათით ვაჭრობის რეგულირება მოხდება

რას გულისხმობს ევროდირექტივა, რომლის მიხედვითაც სურსათით ვაჭრობის რეგულირება მოხდება

access_time2023-02-20 18:40:02

საქართველოს მთავრობა ევროპის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს 2019 წლის 17 აპრილის 2019/633 დირექტივის დანერგვას იწყებს და   „სამართლიანი ვაჭრობის“ კანონპროექტი მალე პარლამენტს წარედგინება.


როგორც  „საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების ბაზრის სექტორული მონიტორინგის დაწყების შესახებ“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2019 წლის 22 ივლისის №04/241 ბრძანების შესაბამისად განხორციელებული მონიტორინგის ანგარიშში წერია ევროპის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს 2019 წლის 17 აპრილის 2019/633 დირექტივის მოქმედების სფერო ვრცელდება იმ მიმწოდებლისა და მყიდველის ურთიერთობებზე, რომელთაგან ერთერთი ან ორივე მათგანი დაფუძნებულნი არიან ევროკავშირის ტერიტორიაზე.


მასში აღნიშნულია, რომ განსხვავება საბაზრო ძალაუფლებაში განსაკუთრებით საზიანოა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, რაც ძლიერ მხარეს (მყიდველს) აძლევს საშუალებას, სუსტ მხარეს (მიმწოდებელს) დაუწესოს ხელშეკრულების უსამართლო პირობები. 


როგორც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშში წერია, დირექტივა ადგენს მოთხოვნების მინიმალურ სტანდარტებს  და უთითებს, რომ წევრ ქვეყნებს შეუძლიათ უფრო დეტალური და მკაცრი რეგულირების მიღება საკუთარ ქვეყნებში. დირექტივის დაცვის ქვეშ ხვდება უშუალოდ ბიზნეს სუბიექტებს შორის არსებული (B2B) ურთიერთობები სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტების მიწოდების სფეროში.


მიმწოდებლის შემთხვევაში, ბრუნვის მინიმალურ ოდენობას დირექტივა არ ადგენს, ხოლო მყიდველის შემთხვევაში, მინიმალური წლიური ბრუნვა დადგენილია 2 მილიონი ევროს ოდენობით. ყველა შემთხვევაში სავალდებულოა, რომ მყიდველი წარმოადგენდეს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს და მისი წლიური ბრუნვა აღემატებოდეს მიმწოდებლის ბრუნვას.


დირექტივა იცნობს ორი სახის აკრძალულ ქმედებებს, ე.წ. შავ და ნაცრისფერ სიას. შავ სიაში გათვალისწინებული ქმედებები აკრძალულია ყველა შემთხვევაში და მას მიეკუთვნება შემდეგი შემთხვევები:


  • გადახდა ხდება მალფუჭებადი საქონლის მიწოდებიდან ან გადახდისათვის დათქმული დღიდან 30 დღის გასვლის შემდგომ, ხოლო სხვა სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტზე (არამალფუჭებადზე) - 60 დღის გასვლის შემდგომ;
  • მყიდველი იმდენად მცირე ხნით ადრე უუქმებს შეკვეთას მიმწოდებელს, რომ მიმწოდებელი დიდი ალბათობით ვერ იპოვის შემცვლელ კრედიტორს. მალფუჭებად პროდუქტთან მიმართებაში 30 დღეზე ნაკლები დრო ყოველთვის უნდა ჩაითვალოს მცირე პერიოდად (შესაძლოა ქვეყნებმა აიღონ უფრო მცირე პერიოდიც);
  • მყიდველი ცალმხრივად უცვლის მიმწოდებელს პროდუქტის მიწოდების სიხშირესთან, დროსთან, მეთოდთან ან მოცულობასთან დაკავშირებულ პირობებს, ხარისხის სტანდარტს, გადახდის პირობებს ან ფასს (თუ ეს პირობები არ იფარება ნაცრისფერი სიით);
  • მყიდველი სთხოვს მიმწოდებელს თანხის გადახდას, რომელიც არ არის დაკავშირებული ხელშეკრულების საგანთან;
  • მყიდველი სთხოვს მიმწოდებელს მის საკუთრებაში არსებული პროდუქტის დანაკარგისა თუ სხვა სახის ზიანის ანაზღაურებას, ამასთან, ზიანი არ არის გამოწვეული მიმწოდებლის ბრალით;
  • მყიდველი უარს ამბობს ხელშეკრულების პირობების წერილობით დაფიქსირებაზე, მაშინ როდესაც მიმწოდებელი ითხოვს წერილობით ხელშეკრულებას;
  • მყიდველი კანონის დარღვევით მოიპოვებს და გათქვამს მიმწოდებლის ბიზნეს საიდუმლოებებს;
  • მყიდველი ემუქრება გამყიდველს ხელშეკრულების შეწყვეტით, ან ფაქტობრივად უწყვეტს ხელშეკრულებას, თუ მიმწოდებელი გამოიყენებს ან იყენებს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს (მიმართავს შესაბამის უწყებას, თანამშრომლობს მათთან, შეიტანს საჩივარს და ა.შ);
  • გამყიდველი სთხოვს მიმწოდებელს თანხის გადახდას იმისათვის, რომ განიხილოს მომხმარებელთა საჩივრები მაშინ, როდესაც პროდუქტის ნაკლი არ არის გამოწვეული მიმწოდებლის ბრალით.


რაც შეეხება ნაცრისფერ სიას, ქმედებები იმპერატიულად აკრძალული არაა და მათი კანონმდებლობასთან წინააღმდეგობა შესაძლოა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით. ასეთი  ქმედებებია:


  • მყიდველი გამყიდველს უკან უბრუნებს რეალიზაციის გარეშე დარჩენილ პროდუქტს;
  • მიმწოდებელი იხდის თანხას პროდუქტის დასაწყობების, განთავსების, ე.წ. ლისტინგის ან ბაზარზე შესვლისათვის;
  • გამყიდველი სთხოვს მიმწოდებელს ნაწილობრივ ან სრულად აანაზღაუროს ფასდაკლებით გაყიდული პროდუქტის საფასური, მაშინ როდესაც პროდუქტის ფასდაკლებით გაყიდვა ხდება მისი რეკლამირებისათვის;
  • გამყიდველი სთხოვს მიმწოდებელს თანხის გადახდას რეკლამირებისათვის;
  • გამყიდველი სთხოვს მიმწოდებელს თანხის გადახდას მარკეტინგის მიზნებისათვის;
  • გამყიდველი სთხოვს მიმწოდებელს თანხის გადახდას იმ აღჭურვილობისათვის, რაც საჭიროა პროდუქტის გასაყიდი ადგილის მოსაწყობად.


დირექტივა იცავს წევრი ქვეყნების მიმწოდებლებს (ასევ არაწევრი ქვეყნების მიმწოდებლებს, ევროგაერთიანების ბაზარზე ოპერირებისას) არა მარტო ევროგაერთიანების შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, რაც კიდევ უფრო ამაგრებს ეკონომიკურ ინტუიციას, რომ საცალო ბაზარი მიმწოდებლის მხრიდან (surpply side) არის ვერტიკალურად ინტეგრირებული და წამოადგენს ერთ მთლიან ბაზარს წარმოებიდან მოხმარებამდე (farm to fork/ farm to table). 


დირექტივა ეხება ვაჭრობის გარკვეულ უსამართლო პრაქტიკებს, რომელსაც ადგილი აქვს სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტების გაყიდვებთან დაკავშირებით და მოიცავს შემდეგი სახის მეწარმე სუბიექტებს:


  • მიმწოდებლებს, რომლეთა წლიური ბრუნვა, არ აღემატება 2 000 000 ევროს და იმ მყიდველებს, რომლებსაც აქვთ წლიური ბრუნვა 2 000 000 ევროზე მეტი;
  • მიმწოდებლებს, რომლეთა წლიური ბრუნვა მეტია 2 000 000 ევროზე და იმ მყიდველებს, რომლებსაც აქვთ წლიური ბრუნვა 10 000 000 ევრომდე;
  • მიმწოდებლებს, რომელთაც აქვთ წლიური ბრუნვა 10 000 000 ევროზე მეტი და არ აღემატება 50 000 000 ევროს  და იმ მყიდველებს, რომლებსაც აქვთ წლიური ბრუნვა 50 000 000 ევროზე მეტი;
  • მიმწოდებლებს, რომელთაც აქვთ წლიური ბრუნვა 50 000 000 ევროზე მეტი და არ აღემატება 150 000 000 ევროს  და იმ მყიდველებს, რომლებსაც აქვთ წლიური ბრუნვა 150 000 000 ევროზე მეტი;
  • მიმწოდებლებს, რომელთაც აქვთ წლიური ბრუნვა 150 000 000 ევროზე მეტი და არ აღემატება 350 000 000 ევროს და მყიდველებს, რომლებსაც აქვთ წლიური ბრუნვა 350 000 000 ევროზე მეტი.

 


როგორია  2019/633 დირექტივის განხორციელება ქვეყნების მაგალითზე?



ლიეტუვა. 2009 წლიდან, ლიეტუვას რესპუბლიკაში არსებობს მსხვილი საცალო მოვაჭრეების მხრიდან არასამართლიანი მოქმედებების ამკრძალავი სპეციალური კანონი (LAW ON THE PROHIBITION OF UNFAIR PRACTICES OF RETAILERS)[1]. კანონის ძირითად მიზანს წარმოადგენს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მსხვილი საცალო მოვაჭრეების მხრიდან საბაზრო ძალაუფლების გამოყენების გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა და მსგავსი საცალო მოვაჭრეებისა და მიმწოდებლების ინტერესებს შორის გარკვეული ბალანსის დაცვის უზრუნველყოფა.

აღნიშნული კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოადგენს ლიეტუვას რესპუბლიკის კონკურენციის საბჭო. საქმის მოკვლევის პროცესში კონკურენციის საბჭოს მინიჭებული აქვს თითქმის იგივე უფლებამოსილებები, რაც გამოიყენება კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების პროცესში, მათ შორის: ინფორმაციის გამოთხოვა, ადგილზე შემოწმება და ა.შ.

კანონი განსაზღვრავს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მსხვილი საცალო მოვაჭრის ცნებას. განმსაზღვრელ კრიტერიუმს წარმოადგენს სამი ძირითადი კომპონენტი: ობიექტების რაოდენობა, ფართი და წლიური ბრუნვა. იმისათვის რომ კონკრეტული სუბიექტი ჩაითვალოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მსხვილ საცალო მოვაჭრედ, აუცილებელია სუბიექტს გააჩნდეს მის მართვაში შემავალი სულ მცირე 20 ობიექტი, საერთო ფართობი არ იყოს 400 მ2-ზე ნაკლები და წინა ფინანსური წლის განმავლობაში საერთო საშუალო ბრუნვა არ უნდა იყოს 116 მილიონ ევროზე ნაკლები.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნული კანონის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ ურთიერთობებზე, რომლის მონაწილეებსაც წარმოადგენენ ერთი მხრივ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მსხვილი საცალო მოვაჭრე და მეორე მხრივ, ისეთი მიმწოდებელი, რომლის მთლიანი ბრუნვა წინა ფინანსური წლის განმავლობაში აღემატებოდა 40 მილიონ ევროს.

ასევე, თუ მსხვილი საცალო მოვაჭრე საკუთარი ქმედებით არღვევს დასახელებულ კანონს და ამავდროულად ეს ქმედება წარმოადგენს კონკურენციის კანონმდებლობაში არსებული დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მარეგულირებელი ნორმებით აკრძალულ ქმედებას, მაშინ უპირატესობა ენიჭება კონკურენციის კანონმდებლობას.

კანონის მიხედვით, მსგავს საცალო მოვაჭრეებს ეკრძალებათ სამართლიანი სავაჭრო ჩვეულებების საწინააღმდეგოდ, საკუთარი ოპერაციული რისკების მიმწოდებლებისთვის დაკისრება, ან მიმწოდებლებისთვის დამატებითი ვალდებულებების დაკისრება, რომელიც ზღუდავს მათ შესაძლებლობას - მოახდინონ ბაზარზე თავისუფლად ოპერირება.

კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 120 000 ევრომდე. ჯარიმასთან ერთად ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ისეთი სახის ღონისძიებები, როგორიცაა მაგალითად, მსხვილი საცალო მოვაჭრისათვის კონკრეტული ვალდებულებების დაკისრება ან განხორციელებული არასამართლიანი ქმედებების აღკვეთა.

ასევე, გათვალისწინებულია 10 000 ევრომდე ჯარიმა ინფორმაციის მიუწოდებლობისათვის, რომელიც შესაძლოა დაეკისროთ როგორც მსხვილ საცალო მოვაჭრეებს, ასევე მიმწოდებლებსა და სხვა პირებს.

 


სამხრეთ კორეა. 2016 წლის 20 დეკემბერს სამხრეთ კორეაში ძალაში შევიდა  კანონი მსხვილ საცალო სავაჭრო სფეროში სამართლიანი ურთიერთობების შესახებ - (Act on fair transactions in large franchise and retail business). კანონის ძირითად მიზანს წარმოადგენს დაბალანსებული ეკონომიკური ზრდისა და განვითარების მიღწევა ამ სფეროში კონკრეტული წესრიგის შექმნით ანუ, მსხვილი საცალო მოვაჭრეების (large franchise and retail business operator), მიმწოდებლებისა და სავაჭრო ფართის დამქირავებლების (sales floor tenants) ეკონომიკური კეთილდღეობის თანაბრად უზრუნველყოფა. აღნიშნული კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოადგენს სამხრეთ კორეის სამართლიანი ვაჭრობის კომისია (FTC). კანონი ვრცელდება მსხვილ საცალო მოვაჭრეებსა და მიმწოდებლებს შორის ურთიერთობებზე იმ პირობით, რომ კოლიზიის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება მონოპოლიის მარეგულირებელ და სამართლიანი ვაჭრობის აქტს.


კანონში მოცემულია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მსხვილი საცალო მოვაჭრის განმარტება და კრიტერიუმები. კონკრეტული სუბიექტი ჩაითვლება მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლების მქონედ იმ შემთხვევაში, თუ მისი მთლიანი სავაჭრო ფართი შეადგენს არანაკლებ 30002 მეტრს და წინა საფინასო წლის ბრუნვა აღემატებოდა 100 მილიარდ სამხრეთ კორეულ იუანს.


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, სადაც აშკარად არ ჩანს, რომ მიმწოდებელთან მიმართებაში მსხვილი საცალო მოვაჭრე იმყოფება უპირატეს მდგომარეობაში კანონი შეიცავს მთელ რიგ აკრძალვებს მსხვილი საცალო მოვაჭრეებისათვის: საქონლის მიღებაზე უარის თქმის აკრძალვა; საქონლის დაბრუნების აკრძალვა; ექსკლუზიური პირობებით ხელშეკრულების დადების აკრძალვა; მმართველობით საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოთხოვნის აკრძალვა და ა.შ.


განსახილველი კანონი ასევე ითვალისწინებს სანქცირების ძალზე კომპლექსურ და მრავალფეროვან მექანიზმებს. შესაბამისი მსხვილი საცალო მოვაჭრის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში სამართლიანი ვაჭრობის კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს კანონდამრღვევს ქმედების შეწყვეტა და მისი საქმიანობის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. გარდა ამისა, კომისია უფლებამოსილია გამოიყენოს ფულადი დაჯარიმების მექანიზმიც. კანონდარღვევის შემთხვევაში კანონდამრღვევს შესაძლოა დაეკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს მიწოდებული საქონლის ღირებულებას. ამასთან ჯარიმების გამოსათვლელად არსებობს სპეციალური მეთოდი, რომელიც გაწერილია კონკრეტულ სამართლებრივ აქტში. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ასევე ის ფაქტი, რომ თუ ვერ ხერხდება მიწოდებული საქონლის ღირებულების გამოანგარიშება მაშინ ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 500 მილიონ სამხრეთ კორეულ იუანს.

 

იაპონია. ლიეტუვისა და სამხრეთ კორეისაგან განსხვავებით, განსახილველ საკითხის მარეგულირებელი ნორმები იაპონიაში თავმოყრილია სხვადასხვა აქტში. კერძო მონოპოლიების აკრძალვისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ კანონის (Act on Prohibition of Private Monopolization and Maintenance of Fair Trade) მე-2 მუხლის მეცხრე პუნქტის შესაბამისად, მიღებულია აქტი მსხვილი საცალო მოვაჭრეების მხრიდან მიმწოდებლების მიმართ არასამართლიანი სავაჭრო ქმედებების განსასაზღვრად. „არასამართლიანი სავაჭრო ქმედებები“ განმარტებულია თავად კანონში, ხოლო კანონის საფუძველზე მიღებული აქტი ეხება კონკრეტულად მსხვილი საცალო მოვაჭრეების მიერ განხორციელებულ ქმედებებს.


კანონის საფუძველზე მიღებული აქტის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოა იაპონიის სამართლიანი ვაჭრობის კომისია (Japan Fair Trade Commission). კომისია უფლებამოსილია არასამართლიან სავაჭრო ქმედებებთან მიმართებით გამოძიება დაიწყოს მხოლოდ განცხადების საფუძველზე. კომისია გამოძიების პროცესში სარგებლობს ფართო უფლებამოსილებებით. მას შეუძლია როგორც ინფორმაციის გამოთხოვა, საჭირო პირების გამოკითხვაზე დაბარება, ადგილზე შემოწმების განხორციელება და ა.შ.

აქტის განმარტებით  „მსხვილი საცალო მოვაჭრე“ არის ეკონომიკური აგენტი, რომელიც ეწევა ყოველდღიური მოხმარების საქონლით ვაჭრობას და ბოლო ფისკალური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვა აღემატებოდა 10 მილიარდ იენს და რომელსაც აქვს განსაზღვრული კვადრატულობის და რაოდენობის მაღაზიები როგორც ტოკიოში, ასევე სხვა რეგიონებში.

აქტის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოს უფლება აქვს მოსთხოვოს მსხვილ საცალო მოვაჭრეს როგორც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, მაგალითად ხელშეკრულებიდან კონკრეტული მუხლის ამოღება, დამატება, ფაქტობრივი ქმედების განხორციელება, ასევე შეუძლია დაუწესოს ფინანსური ჯარიმა. სანქციის დაწესებამდე, კომისია ვალდებულია მოუსმინოს მხარეებს, რაც ასახული უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილებაში. გამოწერილი ჯარიმა აუცილებლად უნდა იყოს დასაბუთებული, კერძოდ კონკრეტული ოდენობის გარდა უნდა შეიცავდეს მისი დაანგარიშების მეთოდს, გათვალისწინებულ უნდა იქნას დარღვევად მიჩნეული ქმედების სიმძიმე, ხანგრძლივობა, ასევე გადახდის ვადა. ნებისმიერი მსხვილი საცალო მოვაჭრე ვალდებულია აუნაზღაუროს ზიანი მიმწოდებელს, რომელსაც ზიანი მიადგა მოვაჭრის ქმედების გამო.



ამერიკის შეერთებული შტატები. 1936 წლის რობინსონ – პატმანის აქტი (ფასების საწინააღმდეგო დისკრიმინაციის აქტი, არის შეერთებული შტატების ფედერალური კანონი, რომელიც კრძალავს მწარმოებლების მიერ არაკონკურენტულ ქმედებას. კერძოდ ფასების დისკრიმინაციას. იგი შეიქმნა პატარა საცალო მაღაზიების დასაცავად ქსელური მაღაზიებისგან კონკურენციისგან დაცვის და საცალო  ბაზარზე პროდუქციის მინიმალური ფასის დადგენის მიზნით.


მსგავსი შინაარსის კანონმდებლობა მოქმედებს საფრანგეთში (გალანდის (Galland) და  რაფარინის (Raffarin) აქტები, რომელიც ძალაში 1996 წელს შევიდა), ხორვატიაში (კანონი „ბიზნესებს შორის სურსათის მიწოდების ჯაჭვში არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის აკრძალვის შესახებ), პოლონეთში (2016 წლის 15 დეკემბრის კანონი „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების და სურსათის მიწოდების სფეროში სახელშეკრულებო უპირატესობის უსამართლო გამოყენების აკრძალვის შესახებ“), რუმინეთში (2016 წლის 16 ივლისის კანონი) და სხვა ქვეყნებში.


საცალო ვაჭრობის ობიექტების საბითუმო შესყიდვის ბაზრის საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და ანალიზი ცხადყოფს, რომ საცალო ვაჭრობის ობიექტების საბითუმო შესყიდვის ბაზარი მიმწოდებლებისათვის და სადისტრიბუციო კომპანიებისათვის წარმოადგენს ერთ მთლიან მოცემულობას - ერთ პროდუქციულ ბაზარს, რომელიც განიხილება ერთ კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვარში. ეს უკანასკნელი, როგორც ამას რეგულაციები გვიჩვენებს, არის კონკრეტული ქვეყანა, ხოლო  ევროკავშირის და ევროპარლამენტის 2019 წლის 17 აპრილის დირექტივის  („ბიზნესებს შორის სოფლის მეურნეობის და სურსათის მიწოდების ჯაჭვში არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის შესახებ“) მიხედვით, ეს არის ევროგაერთიანებაში შემავალი ქვეყნები.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up