როგორ წარდგება ITB Berlin 2023-ზე მასპინძელ ქვეყნად საქართველო და რა იქნება სიტყვა-სიმბოლო  - შოთა ბურჯანაძე „კომერსანტის“ ეთერში

როგორ წარდგება ITB Berlin 2023-ზე მასპინძელ ქვეყნად საქართველო და რა იქნება სიტყვა-სიმბოლო - შოთა ბურჯანაძე „კომერსანტის“ ეთერში

access_time2022-12-09 18:20:35

2023 წელს გერმანიაში, ბერლინში ITB Berlin-ის გამოფენაზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.  რა ახალი შესაძლებლობები ეხსნება საქართველოს და რით აპირებს ქვეყანა თავის წარმოჩენას - თემასთან დაკავშირებით, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ ისაუბრა.

 

 

 

შოთა ბურჯანაძის თქმით, მსგავს პლატფორმაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა საქართველოს აძლევს პრივილეგიას, რომ თავისი შესაძლებლობები უფრო მასშტაბურად წარმოადგინოს:

 

 

 

 

„ ITB Berlin ეს არის პლატფორმა, სადაც შეგვიძლია, რომ საქართველო წარვადგინოთ და გავუკეთოთ  რეკლამირება.  ფესტივალი იწყება 6 მარტს და სრულდება 9 მარტს, პირველ დღეს მივიღებთ მაღალი რანგის დაახლოებით 3000 სტუმარს, გამოფენა 168 000 კვადრატულ მეტრზეა მოწყობილი და საქართველო ამ გამოფენაზე  წარდგება  ტურისტული  კუთხით და აჩვენებს, თუ რას სთავაზობს ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს.

 

  

 

 

 

დიდი ხანია უკვე, საქართველო, როგორც საინტერესო ქვეყანა გამოკითხვებით და რეიტინგებით პირველ სამეულშია. რა გასტრონომია გვაქვს, საიდან მოვდივართ, რა ღვინო გვაქვს - ახლა შესაძლებლობა გვაქვს, რომ ეს ყველაფერი ფართო ფენებს წარვუდგინოთ.  პლატფორმაზე  ათასობით მყიდველია, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან, სხვადასხვა  შესაძლებლობებს ეცნობიან და შემდეგ ჩადიან ამ  ქვეყნებში.  როდესაც  საქართველო  ამ ყველაფრის მასპინძელი ქვეყანაა, ეს  გვაძლევს პრივილეგიას და ჩვენ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოვექცევით“, - აღნიშნა შოთა  ბურჯანაძემ.

 

 

 

 

 

ის, რომ ITB Berlin 2023-ის მასპინძელი ქვეყანა საქართველო  ყოფილიყო,  2022  წელს გადაწყდა. როგორც  ბურჯანაძე  აღნიშნავს,  ეს  საქართველოს ათასობით  ტოპ  შემსყიდველთან, ხუთიათას  წარმომადგენელთან პირდაპირი  წვდომის  შესაძლებლობას  მისცემს, კონფერენციას  ასევე ეყოლება  28 000  დამსწრე და 110 000  ბიზნეს ვიზიტორი.

 

 

 


 

 „ჩვენ ამ შემთხვევაში საქართველოს კულინარიითაც წარვადგენთ, ჩაფიქრებული არის,  რომ  ქვეყანა წარმოჩინდეს  ჩვენი სხვადასხვა კუთხის კულინარით, წარმოდგენილი იქნება ღვინით, რაც ჩვენი ქვეყნის სავიზიტო  ბარათია  ევროპაში და მსოფლიოში.

 


 

 

ტუროპერატორებს, ბიზნესის წარმომადგენლებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ რომ ჩვენი ქვეყანა თავისი პროდუქტით წარმოაჩინონ ჩატარდა კონკურსი, რომელიც დიდი ხნის წინ გამოცხადდა და 2022 წელს, ვინც ამ კონკურსში მიიღო მონაწილეობა უკვე იქ არიან წარმოდგენილები. ესენი არიან ბიზნესის  ოპერატორები სხვადასხვა ტურისტული დარგებიდან, ბიზნეს ოპერატორების მხრივ ჩვენი წარმოჩენა საკმაოდ სოლიდურია.

 

 

 


რაც შეეხება კულტურულ ნაწილს IBT Berlin - ის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება  ცეკვა, სიმღერა და ა.შ. რაც კი ქართული შეგვიძლია, რომ მსოფლიოს ვაჩვენოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.  ეს ძალიან იშვიათად ხდება, რომ ასეთი პატარა ქვეყანა ამხელა ცერემონიის მასპინძელია და შესაბამისად პროცესში ტურიზმის დეპარტამენტიც, ეკონომიკის სამინისტროც,  განათლების სამინისტროც და სხვადასხვა სამინისტროებია ჩართული.  შესაბამისად, ჩვენ, როგორც ამ დარგის წარმომადგენლებს გვაქვს  კონტაქტი და  ამ  საკითხზე  ვმსჯელობთ, ნებისმიერი  წინადადებაა  მიღებული და განხილული იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ქვეყანა წარმოჩინდეს და საბოლოოდ ვფიქრობ, რომ  კარგი მასპინძლები უნდა გამოვდგეთ.

 

 


 


ამ შემთხვევაში ჩვენი სიტყვიერი ლოგო  არის სტუმარი, ჩვენ ვართ სტუმრის  მიმღებები და სტუმარი მითოლოგიაში, წარსულში,  ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფაქტორია და სწორედ ამ სტუმრის მიღებით და სტუმარ -მასპინძლობით წარდგება  ჩვენი ქვეყანა. საქართველოს  გარდა  აქ  მთელი ევროპა და მსოფლიო იღებს მონაწილეობას და ზუსტად ამ  დიდი ბაზრობის  შუაგულშია ჩვენი სტენდი, სადაც  გვერდს ვერავინ ვერ აგვივლის“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

 

 

  

 

ბურჯანაძის თქმით ტურიზმის დეპარტამენტს გათვლილი აქვს ყველაფერი, შესაბამისად სექტორი არ ჩქარობს. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს საკმარისი დრო იმისთვის, რომ კარგად მომზადებული წარსდგეს.

 

 

 

 

ITB  Berlon  ზე საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი ღვინო და კულინარია იქნება და კონფერენციის  ფარგლებში მოხდება პროდუქტის მიღების  ვიზუალიზაციაც.

 

 

 

 

 

 „ჩვენი ქვეყანა, პირველ რიგში როგორც უნდა წარმოვაჩინოთ, ეს არის ღვინის სამშობლო,  ძალიან  ბევრმა ევროპელმა ეს იცის,  ძალიან ბევრმა  არ  იცის  და  ჩვენ გვაქვს  ძალიან კარგი  შანსი, რომ ქვეყანა  ღვინის  სამშობლოდ  წარმოვაჩინოთ და  გავაცნოთ მსოფლიოს.  ITB Berlin ბევრ  შესაძლებლობას  მოგვცემს მომავალში , რაც  უფრო მეტად  მოვცილდებით  რუსული ბაზარს და უკეთეს  ხარისხობრივ  ბაზარზე  გავალთ,  ჩვენი  განვითარებისთვის  გადამწყვეტ  როლს ითამაშებს“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

 

 

  

 

ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი სამოგზაურო სავაჭრო გამოფენაა. კოვიდ პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 181 ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი.

 

 

  

 

 თაკო კვაჭანტირაძე

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up