ის რაც ყველამ უნდა იცოდეს - როგორ მუშაობს მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონი?

ის რაც ყველამ უნდა იცოდეს - როგორ მუშაობს მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონი?

access_time2022-07-11 13:00:30

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონი თვეზე მეტია ამოქმედდა — როგორ მუშაობს ქართულ რეალობაში ევროპული სტანდარტის კანონი? როგორია მომხმარებელთა უფლებების დაცვის გარანტიები - ამ და სხვა თემებზე საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“ ისაუბრა.


როგორც ლექვინაძე ამბობს, კანონი უზრუნველყოფს მოვაჭრის კეთილსინდისიერებას და მის მომზადებას იმისთვის, რომ ევროპაში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს მოერგოს. კანონის აღსრულების ნაწილი ძალაში შევა 2022 წლის 1 ნოემბრიდან (შესაბამისად ეს კანონი ვრცელდება 1 ივნისის მერე დაშვებულ დარღვევებზე) და საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო იქნება ის უწყება, რომელიც განიხილავს მომხმარებელთა საჩივრებს და დაიცავს მათ უფლებებს.


„თითოეული მოვაჭრე, იქნება ეს ონლაინ სივრცეში, თუ ფიზიკურ სივრცეში, ვალდებული იქნება, რომ მომხმარებელს სრული ინსტრუქცია სახელმწიფო ენაზე მიაწოდოს, სადაც პროდუქტზე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში გაწერილი იქნება დაბრუნების პირობები და სხვა დეტალები. ეს ეხება აბსოლუტურად ყველა მომხმარებელს და ყველა მოვაჭრეს, განსაკუთრებით კი ეს ეხება ონლაინ ვაჭრობას, როდესაც მომხმარებელს არ აქვს იმის  საშუალება, რომ ფიზიკურად შეეხოს და პროდუქტი ყიდვამდე შეამოწმოს. აღნიშნული კანონი მხოლოდ  ადგილობრივ პლატფორმებზე ვრცელდება და არა საერთაშორისოზე“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.


კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ამ კანონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი დისტანციური ხელშეკრულებებია. მისივე თქმით მოუწესრიგებელი და ბუნდოვანი ნაწილიდან კანონმა შექმნა გარანტიები, რომელიც მომხმარებელთა უფლებებს დაიცავს. მისი თქმით ხშირია შემთხვევები, როდესაც პროდუქტი ვიზუალურად ჩანს ერთი და მომხმარებელი იღებს  სრულიად სხვა ნივთს,  როგორც ლექვინაძე აღნიშნავს ამ შემთხვევაში ნივთი ექვემდებარება 14 დღის ვადაში უპირობო დაბრუნებას,  თუმცა ლექვინაძე აქვე განმარტავს, რომ თუ ნივთს  მოხმარების კვალი დაეტყობა აქ შეიძლება განიხილებოდეს ფასდაკლებით დაბრუნების საკითხიც. აღსანიშნავია ისიც, რომ დაბრუნება არ ვრცელდება მალფუჭებად და სპეციალური პირობებით დაცულ პროდუქციაზე.



 „ამ კანონის მნიშვნელოვანი ნაწილია ასევე უსამართლო კომერციული პრაქტიკის რეგულირება და კარგია, რომ ეს აღნიშნული კანონმდებლობით იქნება დარეგულირებული. როდესაც განაცხადების მიღებას დავიწყებთ, ჩვენი აღსრულების პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილი უსამართლო კომერციულ პრაქტიკაზე რეაგირებაც იქნება. კანონი ასევე ითვალისწინებს სავაჭრო ობიექტს გარეთ დადებულ ხელშეკრულებასაც, როგორიც არის ე.წ. ქუჩაში დადებული გარიგება.

 

აღნიშნული კანონმდებლობის  მიხედვით დადგენილია  ვადები, თუ როგორ და რა ვადაში უნდა მოხდეს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთვის მიმართვა.10 დღის ვადაში სააგენტო განიხილავს მომხმარებლის განაცხადის დაშვებადობის, იმის მიხედვით, საკმარისი მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი, თუ არა. შემდეგ  გვაქვს ერთი თვის ვადა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება გამოვიტანოთ. თუ საქმე ეხება ისეთ შემთხვევას, როცა ექსპერტიზაა საჭირო, ასეთ  შემთხვევაში შესაძლოა, რომ მოკვლევის პროცესი 3 თვემდე გაგრძელდეს. დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია გაფრთხილების მექანიზმი და მოვაჭრისთვის რეკომენდაციის გაცემა ზარალის ანაზღაურების ან ნივთის უკან დაბრუნების თაობაზე. თუ ეს არ მოხდა  დაწესებულია საკმაოდ სოლიდური ჯარიმა, რომელიც შეადგენს წინა წლის ფინანსური ბრუნვის დაახლოებით 2%“, -  აღნიშნა  ირაკლი ლექვინაძემ.

 

ლექვინაძის თქმით აღნიშნული კანონის მეშვეობით, ყველა ნივთს  აქვს 2 წლიანი გარანტია, მისივე  განმარტებით მსგავსი ტიპის რეგულაცია ბიზნესისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთი და ხარჯია, თუმცა ეს ევროპული სტანდარტია.


„სხვათა შორის მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ტანსაცმლის ინდუსტრიის  ნაწილში, ასევე ტექნიკის მეორადი, უკან დაბრუნებული ბაზარი საკმაოდ სოლიდური მოცულობით არის. მას შემდეგ რაც კანონის აღსრულება მოხდება, ალბათ საქართველოს ბაზარიც გადაეწყობა“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძე,.


მომხმარებელს  კონკურენციის სააგენტოსთვის  ინფორმაციის მიწოდება ცხელი ხაზის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეუძლია, უახლოეს პერიოდში დაემატება ონლაინ განაცხადის ფორმაც. 

 

მოამზადა თაკო კვაჭანტირაძემ

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up