რას გულისხმობს მთავარი ბუღალტრის ჰიბრიდული მოდელი და როგორ არის მორგებული ბიზნესის ახალ რეალობას

რას გულისხმობს მთავარი ბუღალტრის ჰიბრიდული მოდელი და როგორ არის მორგებული ბიზნესის ახალ რეალობას

access_time2022-03-28 15:50:02

2022 წელი გრანთ თორნთონმა ახალი შეთავაზებით დაიწყო და მომხმარებელს   მთავარი ბუღალტრის სერვისის ახალი მოდელი შესთავაზა.  რას გულისხმობს მთავარი ბუღალტრის ჰიბრიდული მოდელი და როგორ არის მორგებული ბიზნესის ახალ რეალობას  -  ამ საკითხების შესახებ გადაცემაში კომერსანტიlive დეტალურად ისაუბრა გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს პროცესების გადაწყვეტილებების მენეჯერმა მაგდა ელისაშვილმა

 

  • რას გულისხმობს მთავარი ბუღალტრის სერვისი, რითი განსხვავდება გრანთ თორნთონის ახალი მოდელი ტრადიციული მიდგომებისგან?

როდესაც ვმუშაობდით მთავარი ბუღალტრის სერვისის ახალი მოდელის შემუშავებაზე, გრანთ თორნთონის გუნდის მთავარი მიზანი აღნიშნულ პროცესში უკავშირდებოდა დამატებითი ღირებულების შექმნას. ნებისმიერი პროფესიისა თუ საქმიანობის მთავარ დანიშნულებად სწორედ ღირებულების შექმნას მივიჩნევთ, სხვა შემთხვევაში ჩვენ მიერ მიწოდებული სერვისი არ იქნება შესაბამისობაში კომპანიების საჭიროებებთან. ღირებულებები თითოეული ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე ინდივიდუალურია, ამიტომაც არის აუცილებელი, სერვისების განახლება და მოდიფიკაცია. მიუხედავად იმისა, რომ ბუღალტრული აღრიცხვა უკვე ჩამოყალიბებული და სტანდარტიზებული დისციპლინაა - მისი, როგორც ბიზნესებს შორის საკომუნიკაციო ენის, ტრანსფორმაცია აუცილებელია იმისათვის, რომ სწრაფად ცვალებად პირობებში ბიზნესი მაქსიმალურად მოქნილი და ეკონომიკურ გარემოზე ნაკლებად დამოკიდებული იყოს. 


გრანთ თორნთონის გუნდის მიერ შემუშავებული, ე.წ. ჰიბრიდული მოდელი გულისხმობს სერვისის მიწოდების პროცესში სხვადასხვა ელემენტების გაერთიანებას. კერძოდ, ჰიბრიდული სქემა ეფუძნება დისტანციურ და უშუალოდ ოფისში მუშაობის თანაარსებობას, ტექნოლოგიურ სიახლეებსა და ტრადიციული სისტემების ერთობლიობას. აღნიშნული კომპონენტების კოლაბორაცია თავისთავად ბიზნესის წარმატებული ფუნქციონირების წინაპირობაა. 


როგორც აღვნიშნე, ჰიბრიდული მოდელი აერთიანებს რამდენიმე კომპონენტს, რაც მოიაზრებს მომსახურების მიწოდების პროცესში სხვადასხვა პროფესიონალი რგოლის ჩართულობას. ვინაიდან, ახალი რეალობა ბიზნესს უწესებს მნიშვნელოვან გამოწვევებს, საჭიროებები ყველა მიმართულებით ჩნდება. გამომდინარე აქედან, კომპანიების უმრავლესობის მიზანია არსებული რესურსების მაქსიმალურად ათვისება და ხარჯების ოპტიმიზაცია. ეს თავის მხრივ მიიღწევა პროცესების ავტომატიზაციით, საკომუნიკაციო არხების გაუმჯობესებით, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვითა და მოქნილი საგადასახადო და ფინანსური პოლიტიკით.  


  • დამატებით რა ღირებულებას და შესაძლებლობას ქმნის მთ. ბუღალტრის სერვისის ახალი მოდელი კომპანიებისთვის?

მთავარი ბუღალტრის სერვისის ჰიბრიდული მოდელი კომპანიების შესაძლებლობებს მაქსიმალურად ზრდის რამდენიმე მიმართულებით. პირველ რიგში, არსებული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ტრადიციული მიდგომების არაეფექტური ელემენტების გამო, ზოგიერთ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ინფორმაცია იკარგება და გადაწყვეტილებების მიღება სრული ცოდნისა და კონტექსტის გააზრების გარეშე ხდება. სტრატეგიული ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია სწორი და ფაქტობრივ ინფორმაციასთან შესაბამისი ფინანსური მონაცემების ხელმისაწვდომობა. ამიტომაც, მოდელი ითვალისწინებს მთავარი ბუღალტრის როლის ზრდას და კონკრეტული სქემის ჩამოყალიბებას, რომელიც ბუღალტრის საქმიანობას მაქსიმალურად ეფექტურად დაუკავშირებს მენეჯერულ გადაწყვეტილებებს. აღნიშნულ პროცესში, რისკების მინიმიზაციისა და პროფესიული დაზღვევის უზრუნველყოფისათვის, მოდელის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ფინანსური და საგადასახადო ანალიტიკოსების ჩართულობა. გარდა ამისა, ჩვენ ვუზრუნველყოფთ ტექნოლოგიურ მხარდაჭერას და ისეთი სისტემების დანერგვას, რომელიც მაქსიმალურად გაზრდის ინფორმაციის ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რაც სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღების საფუძველია. სწორედ, ამ ხარისხობრივი მახასიათებლების გაუმჯობესება არის ღირებულების შექმნა ბიზნესისთვის - როგორც საიმედოობის საფუძველი. 



ასევე, აღნიშნულ მოდელთან მიმართებაში, გამოვყოფდი კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც უკავშირდება პროფესიონალი კადრების მოძიებისა და შენარჩუნების პრობლემებს. კომპანიები საკმაოდ დიდ დროით, ადამიანურ და მატერიალურ რესურსს ხარჯავენ სწორი კადრის შერჩევისათვის. ამ კუთხით, ჰიბრიდული მოდელი ბიზნესს ამ გამოწვევისგან ათავისუფლებს, ვინაიდან მას ემსახურება ჩვენი გუნდის პროფესიონალი კადრი, რომლის საქმიანობაც რისკებისგან მაქსიმალურად დაზღვეულია. ასევე, აღნიშნულ სფეროში კადრების  ხშირი ცვლილება  კიდევ მეტ საფრთხეს და პრობლემას ქმნის კომპანიებისთვის, ამიტომაც, ამ თვალსაზრისით სერვისის ახალი მოდელი დამატებით ალტერნატიულ ღირებულებას სთავაზობს ბიზნესს.


  • როგორ შეაფასებთ ბაზარზე არსებულ მოთხოვნას აღნიშნულ სერვისებზე და რამდენად თვლით, რომ მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება მომავალში, პანდემიით გამოწვეული პრობლემების გათვალისწინებით.

რეალურად მოთხოვნა როგორც პროფესიულ სერვისებზე, და ასევე კონკრეტულად ფინანსური და საგადასახადო მიმართულებით დღითიდღე იზრდება. ერთი მხრივ, ამას განაპირობებს ცვლილებები საკანონმდებლო რეგულაციებში. მაგალითად, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კუთხით იყო კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, რომელიც ნებისმიერი კატეგორიის საწარმოს ავალდებულებს სტანდარტის შესაბამისად ანგარიშგების მომზადებასა და წარდგენას. აღნიშნულმა რეგულაციამ მნიშვნელოვნად განაპირობა ბიზნეს წარმომადგენლების მიერ თავიანთი საქმიანობის გადახედვა, პროცესების ახლებურად გააზრება და დამატებითი საჭიროებების იდენტიფიცირება. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები სამომავლოდაც, რაც კიდევ თავის მხრივ, კვლავ გამოიწვევს კომპანიების მიერ სტრატეგიული თუ ოპერაციული გეგმების გადახედვას. ამ პროცესში კი პროფესიული სერვისების როლი უფრო გაიზრდება.

გარდა რეგულაციებით გამოწვეული ცვლილებებისა, საქართველოს ბაზარზე საერთაშორისო კომპანიების შემოსვლამ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გარკვეულწილად განაპირობა ბიზნესის მართვის პრინციპებისა და მიდგომების განახლება. საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები მეტ ყურადღებას აქცევენ საწარმოების საქმიანობისა და ყოველდღიური ოპერაციების შესაბამისობას საგადასახადო კანონმდებლობასთან და ფინანსურ სტანდარტებთან. მოთხოვნის ზრდა აღნიშნულ სერვისებზე შესაძლოა განმტკიცდეს იმ ფაქტებითაც, რომ ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების შემოსავლები ყოველწლიურად იზრდება, თუნდაც პანდემიის ფარგლებში. 


მომავალშიც მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება, ვინაიდან პანდემიის შემდგომ, მოსალოდნელია, რომ ბიზნეს სექტორი უფრო მეტად გააქტიურდება. გარდა ამისა, ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა შრომისა და სამეწარმეო სამართლის მიმართულებით, ასევე ყველა ბიზნეს სუბიექტს შეეხება, ამიტომაც მათი მზადყოფნა ჩვენი მოვალეობაა და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ.  


  • რამდენად სანდო და მატერიალურად ხელმისაწვდომია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების მიერ შეთავაზებული მომსახურებები?

ვფიქრობ, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიანი პერიოდის შედეგები გავაანალიზოთ. ვგულისხმობ იმ ფაქტს, რომ როგორც ზემოთ ვახსენე, ინდივიდუალური, კერძო კადრის მოძიება და შემდგომ მისი შენარჩუნება რთულია ბიზნესისთვის და ამ კუთხით სანდოობის დონე უფრო ნაკლებია, ვიდრე საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების შემთხვევაში, რადგან კომპანიის უკან დგას პროფესიონალთა გუნდი და არა კონკრეტული პირი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს. ამიტომაც, რისკები ამ კუთხით უფრო შემცირებულია ბიზნესისთვის და ხელს უწყობს კომპანიის მმართველებს, რომ კონცენტრირება მოახდინონ ბიზნესის განვითარებაზე და არა რუტინულ სამუშაოზე. 


ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ჩვენ მიერ შეთავაზებული მომსახურების საფასური საბაზრო პრინციპებს ეყრდნობა და ამიტომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არ წარმაოდგენს მნიშვნელოვან ხარჯს. ამასთანავე, ახალი, ჰიბრიდული მოდელის გათვალისწინებით, ბიზნესი იღებს ბევრად მეტ ღირებულებას, რაც ამ კატეგორიის ბიზნესის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ღირებულებებში ვგულისხმობ, ხარჯების ოპტიმიზაციას, ბიზნეს მოდელზე მორგებულ საგადასახადო და ფინანსურ პოლიტიკას, რისკების მინიმიზაციასა და ბიზნეს პროცესების კომპიუტერიზებულ მართვას. ამიტომაც, ჰიბრიდული მოდელი ქმნის მნიშვნელოვან ღირებულებებს ბიზნესისთვის, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში. 


  • ზოგადად, როგორ ხედავთ ბუღალტრის როლს ბიზნესის განვითარებაში მომავალი 5 წლის მანძილზე. 

ვფიქრობ, რომ ბიზნესის ყოველდღიურად ცვალებადი გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ტექნოლოგიურ მიღწევებს და ასევე საკანონმდებლო რეგულაციებით გამოწვეულ მოთხოვნებს, ბუღალტრის როლი მნიშვნელოვნად გაიზრდება. თუმცა, როლის ზრდა თავის მხრივ, პირველ რიგში ითვალისწინებს ბუღალტერთა მიერ შესრულებული სამუშაოს მოდიფიკაციას. თუ დღეს, უმრავლეს შემთხვევაში, მათი საქმიანობა ფოკუსირებულია რუტინულ სამუშაოზე, სააღრიცხვო ჩანაწერების წარმოებაზე, დეკლარაციების მომზადებასა და ჩაბარებაზე, მომავალში აღნიშნული საქმიანობების შესრულების პროცესი მაქსიმალურად ავტომატიზირებული იქნება. ამიტომაც, ბუღალტრები ნაწილობრივ შეითავსებენ ფინანსური მენეჯერისა თუ საგადასახადო ექსპერტის ფუნქციებს. ზოგიერთ კომპანიაში აღნიშნული პრაქტიკა უკვე მოქმედებს წარმატებულად. მსგავსი ინკლუზიური სამუშაო სქემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, ვინაიდან მათ არ აქვთ საკმარისი სახსრები იმისათვის, რომ კონკრეტულ პოზიციებზე ჰყავდეთ ინდივიდუალური პირები. ამიტომაც, ბუღალტერი, რომელიც რამდენიმე მიმართულებას შეითავსებს, დამატებით ღირებულებას შექმნის ამ კუთხით ბიზნესისთვის. მომავალში, ბუღალტერმა თავისი შესაძლებლობების ფარგლებში კომპანიის მიზნებისა და ამოცანების გაანალიზება უნდა შეძლოს და თავისი საქმიანობა ამ მიზნებისა და ამოცანების შესრულების არსებით ნაწილად აქციოს.


აღნიშნულ პროფესიასთან დაკავშირებით, ალბათ ხშირად მოგისმენიათ წარმოდგენები მისი საერთოდ გაქრობისა და ჩანაცვლების შესახებ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ საკითხის მსგავსი ინტერპრეტაცია არაა გამართლებული, ვინაიდან ტექნოლოგიების აქტიურ გამოყენებას და რუტინული პროცესების ავტომატიზაციას, ბუღალტრის პროფესია განვითარების შემდეგ ეტაპზე გადაყავს, რაც თავის მხრივ, გაზრდის ამ პროფესიის ღირებულებას ინტელექტუალური თვალსაზრისით. ამიტომაც, ახალი რეალობა გამოწვევებს ქმნის როგორც ბიზნეს სუბიექტებისთვის, ასევე აღნიშნული პროფესიის მქონე პირებისთვის, ვინაიდან მათი მზადყოფნა და გამოცდილება მნიშნველოვანი იქნება ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში. 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up