2021 წლის 1 ივნისიდან საქართველოში დაიწყო პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც გულისხმობს სისტემის ფუნდამენტურ და კომპლექსურ გაუმჯობესებას. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, უწყების ანგარიშის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
ტიკარაძის განმარტებით, რეფორმა ითვალისწინებს შემდეგ მნიშვნელოვან ღონისძიებებს:
Ø ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების გაზრდა და მინიმალური ხელფასის დაფიქსირება პროგრამაში;
Ø სოფლად და ქალაქებში სამედიცინო პერსონალის ბაზისური ანაზღაურების გათანაბრება;
Ø შედეგებზე დამყარებული დაფინანსების მექანიზმის ამოქმედება;
Ø ბაზისური კაპიტაციური დაფინანსების გაზრდა;
Ø სამედიცინო პერსონალის შესაძლებლობებისა და შრომის პირობების გაუმჯობესება;
Ø პჯდ სერვისების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
Ø ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება/დაწესებულებების მშენებლობა-აღჭურვა;
Ø დაწესებულებების ინტერნეტიზაცია/კომპიუტერული უზრუნველყოფა;
მინისტრის განცხადებით, რეფორმა ასევე ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე არამხოლოდ ფინანსური, არამედ ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, რისთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ტელემედიცინის სისტემების დანერგვა.