რას გულისხმობს რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი და რას უნდა ელოდოს მომხმარებელი

რას გულისხმობს რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი და რას უნდა ელოდოს მომხმარებელი

access_time2022-10-16 10:00:10

ჯანდაცვის სამინისტრო წამლის ფასის რეგულირების მიზნით რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმზე მუშაობს, რომელიც რეფერენტული ქვეყნების სიის განსაზღვრას მედიკამენტების ფასებზე ინფორმაციის შეგროვებას და მაქსიმალური ზღვრული ფასების გამოთვლას ითვალისწინებს, შედეგად ჯანდაცვის სამინისტრო წამლებზე მაქსიმალურ ღირებულებას განსაზღვრავს, რომლის გათვალისწინებაც მედიკამენტების რეალიზაციისას სავალდებულო იქნება. რეფერენტული ფასები პირველ ეტაპზე ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ამ მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრები დაწყებულია, დარგის ექსპერტებთან რამდენიმე შეხვედრა გაიმართა და როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა უახლოეს პერიოდში თემაზე სექტორის წარმომადგენლებთან, უშუალოდ კომპანიებთან, რამდენიმე შეხვედრა უნდა გაიმართოს.


რა მოლოდინები აქვთ ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებს და რას უნდა ველოდოთ მომხმარებლები მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა ისაუბრა.


მისი თქმით დღეის მდგომარეობით საქართველოში მედიკამენტებზე ფასები არ რეგულირდება.


„რეფერენტული ფასწარმოქმნის მოდელი ითვალისწინებს ფასების შედარებას სხვადასხვა ქვეყნებთან , ეს ურთულესი პროცესია, მოგეხსენებათ რომ საქართველო ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანა განსხვავებულია, აქ არის განსხვავებული მაკრო და მიკროეკონომიკური მაჩვენებლები, თუნდაც ეკონომიკური მაჩვენებლებით ძალიან პირდაპირი შედარება ჩვენ რომელიმე ევროპის ქვეყანასთან არ გამოგვივა, ამიტომ საჭიროა ამ მოდელების ადაპტაცია, საკითხზე მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტების ჩართულობით შესაბამისი ჯგუფი მუშაობს. ეს პროცესი მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით უნდა ჩამოყალიბდეს, რადგან მოხდეს ყველა იმ რისკის აღმოფხვრა რომელიც პროცესს თან ახლავს.


პროცესში მთავარი რისკი არის ის, რომ მედიკამენტზე ფასის დაწესების დროს არ მოხდეს წამლის ხარისხის დაზიანება“ - აღნიშნა ირაკლი მარგველაშვილმა.


მარგველაშვილის თქმით ხარისხის გარდა ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ შეიქმნას გარკვეული მედიკამენტების დეფიციტი. ასევე უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებაც თუ რამდენად იღებს სახელმწიფო დაფინანსებაში მონაწილეობას.



„ეს ის კომპონენტებია , რაც ყველა ქვეყანამ გაიარა როდესაც რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი დანერგა. მათ შეცდომებიც დაუშვეს, მთავარია ჩვენ ეს შეცდომები გავითვალისწინოთ და ისე ავაგოთ სისტემა.



რაც შეეხება თურქულ მედიკამენტებს, ამ შემთხვევაში მიხდა ის, რომ მეზობელი ქვეყნიდან პროცესი გამარტივდა და საქართველო პრიორიტეტული ქვეყნების სიის სათავეს აღმიჩნდა, ასევე მოხდაა ის, რომ გარკვეულ მედიკამენტებზე ფასებმა დაიწია, თუმცა თურქეთი ამ წამლებს თავისთვის აწარმოებს, რაოდენობა გათვლილია მათ მოსახლეობაზე, ამიტომ ეს არის დროებით კომპონენტი რომელმაც გარკვეული შედეგი მოიტანა, თუმცა არა გრძელვადიან პერსპექტივაში.


ამ ინსტრუმენტის განვითარება მეტ რისკებსაც შეიცვას, იმიტომ რომ თუ ჩვენ ჩვენი სისტემა არ განვავითარეთ და მწარმოებელი ქარხნებისგან არ უზრუნველყავით უწყვეტი მომარაგება მაშინ ეს მწარმოებლებიც საქართველოს მიმართ ინტერესს დაკარგავენ“, - აღნიშნა ირაკლი მარგველაშვილმა.


მარგველაშვილის თქმით გაცლებით უფრო ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებში, მაგალითად გერმანიაში საფრანგეთში და ა.შ. რეფერენტული ფასის დანერგვამ 5-7 წლის პერიოდში ფასების 10-15% მდე ფასების დაწევა მიიტანა რაც იმ ქვეყნებისთვის დიდი ციფრია,რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში,მაგალითად პოლონეთი რუმინეთი და სხვა მარგველაშვილის თქმით იქ ურო მაღალი ციფრები იყო, და ფასების კლება 20-25% მდე ავიდა რაც ძალიან მაღალია.


“გარდა რეფერენტული ფასისა იქ სხვა კომპონენტებიც ჩაერთო და ერთ-ერთ კომპონენტი, რასაც ხაზი მინდა გავუსვა არის ის, რომ ჩვენ გვინდა რომ საქართველოში პაციენტმა ნაკლები თანხა დახარჯოს და სწორი მკურნალობა მიიღოს ,ფარმაცევტებისგან არაეთიკურ ქცევას უნდა ვებრძოლოთ.


ამ პროცესმა შეგვიძლია რომ რეფერენტულ ფასებთან ერთად კომბინაციაში საშუალო ვადიან პერსპექტივაში შესაძლოა 30-35 % -იანი კლება მოგვცეს, რაც ძალიან მაღალი და მიღწევად ციფრია.


ეს არ არს მხოლოდ რეფერენტული ფასი ან ელექტრონული რეცეპტის გამოწერა ეს არის კომპლექტს რომელმაც ჩვენ სასურველ შედეგამდე უნდა მიგვიყვანოს.



საქართველოში საწარმოების ნაწილი მნიშვნელოვნად შემცირდება , რადგან საქართველო ახალ სტანდარტზე გადავიდა რომ ვთქვათ დაახლოებით 75 საწარმოდან 7-8 დარჩება , თუმცა საშუალებას მოგვეცემა, რომ მეტი ხარისხიანი პროდუქცია გვქონდეს და ექსპორტი გაიზარდოს“-, აღნიშნა ირაკლი მარგველაშვილმა.


 
 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up