რას გულისხმობს სასამართლოს გერმანული მოდელი და როგორ მოაგვარებს ის ბიზნეს დავებს საქართველოში

რას გულისხმობს სასამართლოს გერმანული მოდელი და როგორ მოაგვარებს ის ბიზნეს დავებს საქართველოში

access_time2022-11-29 16:35:39

ბიზნეს-სექტორში ერთ-ერთი  ყველაზე  პრობლემატური საკითხი გაჭიანურებული სასამართლო დავებია. პროცესი ხანდახან რამდენიმე წელი გრძელდება, შესაბამისად, ბიზნესი შეიძლება სასამართლომდე არც კი მივიდეს. როგორც ბიზნესის, ასევე სასამართლოს წარმომადგენლებს გამოსავლად  გერმანული მოდელი მიაჩნიათ, რომელსაც 100 წლიანი გამოცდილება აქვს.  სფეროს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ამ მექანიზმის დანერგვა საქართველოშიც ეფექტის მომტანი იქნება.


საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ და გერმანიის ადვოკატთა ფედერალურმა პალატამ ბიზნეს დავების  განხილვის  გერმანული მოდელი რამდენიმე დღის წინ წარადგინეს.


რას გულისხმობს გერმანული მოდელი, რამდენად საჭიროა მისი გადმოტანა და რა პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს - ამ და სხვა  თემებზე, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ „ნოდია, ურუმაშვილი და  პარტნიორების“  მმართველმა პარტნიორმა ლაშა  ნოდიამ ისაუბრა.


ლაშა ნოდიას თქმით, ნებისმიერი სასამართლო სისტემა და მათ შორის ქართულიც, რეფორმას და განვითარებას საჭიროებს.


„მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ახლა გარკვეული რეფორმის განხორციელება და თუნდაც  გერმანული მოდელის გადმოტანა,  არ იქნება საკმარისი და დროთა განმავლობაში ყოველთვის იქნება იმის საჭიროება, რომ სასამართლო  სისტემა  განვითარდეს.


გერმანული მოდელი საკმაოდ საინტერესოა,  როგორც თვითონ გერმანიის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა  აღნიშნეს,  გერმანიაში ასი წლის  წინ ზუსტად  იგივე  გამოწვევები იდგა, რაც დღეს არის  საქართველოში. ეს  არის  გაჭიანურებული ბიზნეს-დევები, ეს არის საზოგადოების ნაკლები მიმღებლობა და ნაკლები ნდობა სასამართლოს  მიმართ. ამ რეფორმის მიზანი იყო სწორედ ის, რომ ბიზნესი გარკვეულწილად სისტემის  პარტნიორი  გაეხადა და მათი  როლი სასამართლო დავების  გადაწყვეტის  პროცესში გაზრდილიყო. აქედან გამომდინარე  გაჩნდა იდეა, რომ  მოსამართლესთან ერთად  სააპელაციო  პალატის,  ანუ მეორე  ინსტანციის  ეტაპზე მსაჯულებად გვევლინებიან ბიზნესის წარმომადგენლები.  შეიძლება  თვითონ  ბიზნესის მესაკუთრეები არ იყვნენ, მაგრამ  შეიძლება იყოს  მმართველი მენეჯერი. აქედან გამომდინარე  შემოვიდა ასაკობრივი  ცენზიც, რომ გარკვეულ ასაკზე ნაკლები არ იყოს სუბიექტი, რადგან მნიშვნელოვანია, რომ  ჰქონდეს გამოცდილება  და  სწორედ ეს ბიზნესის წარმომადგენლები, მოსამართლესთან ერთად იმსჯელებენ ბიზნეს დავის გადაწყვეტის საკითხზე და ერთობლივად მიიღებენ გადაწყვეტილებას.



ძალიან საინტერესო მოდელია,  ჰგავს საარბიტრაჟო პროცესს და არბიტრაჟისგან განსხვავებით, აქ საქმეზე ბიზნესის წარმომადგენელს და მოსამართლეს თვითონ სახელმწიფო ნიშნავს, ხოლო მხარეები ირჩევენ  არბიტრაჟს, რომელთა შორის შეიძლება იყვნენ არა იურისტები, არამედ სხვა სფეროს წარმომადგენლები“, - აღნიშნა ლაშა ნოდიამ.


ნოდიას თქმით, კონფერენციაში მონაწილეობდნენ გერმანიის სასამართლო სისტემის მოსამართლეები , რომლებმაც დეტალურად წარმოადგინეს პროცესის მიმდინარეობა, თუმცა იქნა აღნიშნული, რომ გარკვეულ  პრობლემებსაც აწყდებიან, რის გამოც ამ მოდელის გამოყენება ხშირად ვერ ხდება.


„ძალიან მნიშვნელოვანია  თუ  როგორ  იქნება  თვითონ პროცესი  წარმართული, რამდენად ნაკლები დროის  დახარჯვა  მოუწევს  ბიზნესმენს,  დრო ძალიან  ღირებულია  თვითონ ბიზნესისთვის, რამდენიმე  სასამართლო საქმეზე თუ ერთი და იგივე  პირი  დაინიშნება და პროცესი გრძელვადიანი იქნება, ამან შეიძლება გამოიწვიოს  ის, რომ ბიზნესმენი ამ პროცესს სათანადო ყურადღებას ვერ მიაქცევს, ან მის ბიზნესს მოაკლდება ყურადღება, აქ ოქროს შუალედია  მოსაძებნი და ეს პროცესი  ისეა დასაგეგმი, რომ  განჭვრეტადი  იყოს, როგორც  მხარეებისთვის, ასევე მონაწილე პირისთვის, მსაჯულისთვის. ამ პროცესის პირდაპირ კოპირება არ შეიძლება, ჩვენ თუ გადმოვიტანთ იდეებს, აუცილებელია, მისი უკეთ განხორციელება“, - აღნიშნა ლაშა ნოდიამ .


ნოდიას თქმით, დღეს მხარეებს აქვთ არაგანჭვრეტადი პროცესი, რაც გულისხმობს იმას, რომ არ ვიცით როდის  დაინიშნება სასამართლო სხდომა. მისივე  თქმით, გამოცდილების დაგროვებისთვის და თვითონ მოსამართლეების  სპეციალიზაციისთვის მნიშვნელოვანი იყო  გარკვეული მოსამართლეების კომერციული დავებისთვის გამოყოფა.


 „მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება, თუ კომერციული პალატა ცალკე პალატად ჩამოყალიბდება, ვფიქრობ ის სასამართლო სისტემა,  სადაც დღეს  თავს იყრის საოჯახო, სამეზობლო და სხვა დავები, თავისი შინაარსით განსხვავებულია.  ამ რუტინაში მოსამართლეებს უწევთ კომერციული დავების განხილვა, კომერციული დავების განხილვა ცოტა განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს და აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ვიმუშაოთ იმაზე, რომ ჩამოყალიბდეს, ცალკე კომერციული პალატა, რომელიც კონცენტრირებული იქნება მხოლოდ კომერციული დავების განხილვაზე, სადაც გარკვეული  სპეციფიკის ისეთმა დავებმა შეიძლება მოიყაროს თავი,  როგორიც არის საავტორო უფლებები, გადახდისუნარიანობა, სახელშეკრულებო სამართალი და  სხვა. ამ საკითხების განხილვის პროცესში შესაძლოა  კომერციული პალატის  ჩამოყალიბებაზე და გერმანულ მოდელზეც ვიფიქროთ“, - აღნიშნა ლაშა ნოდიამ.


ნოდიას თქმით, დღეს საქართველოში სასამართლო დავები 3-4 წლის  განმავლობაში  გრძელდება,  რაც  სხვადასხვა  ნიუანსზეა დამოკიდებული.


„შეიძლება დავა ხანგრძლივი იყოს, მაგრამ მხარეებისთვის განჭვრეტადი უნდა იყოს, თუ რა ეტაპებს გადის. მე  ხშირად მიწევს სასამართლო  დავის ერთი და იგივე ეტაპზე მისვლა , მივდივარ და პროცესი გარკვეული თვეების  შემდეგ ინიშნება და  ა.შ. ეს მაკარგვინებს დროს, ბიზნესისთვის ზრდის საადვოკატო მომსახურების  ხარჯს და ყველაფერი  ერთად  ქმნის უკმაყოფილებას.


მე არ  ვფიქრობ, რომ  კომერციული პალატის  შექმნით და გერმანული  მოდელის  გადმოტანით დავა  რამდენიმე  თვეში  გადაწყდება, მაგრამ მთავარია კონცენტრირება მოხდეს განხილვაზე იმგვარად, რომ განჭვრეტადი  იყოს  ინვესტორებისთვის, რომელიც  ამ ქვეყანაში  შემოდის,  რა ვადებთან იქნება  დაკავშირებული პროცესი და რა  ეტაპებს  გაივლის და ა.შ.  ეს  ნიუანსები  არის მნიშვნელოვანი “, - განაცხადა ლაშა ნოდიამ.


ნოდიას თქმით, ძირითადი პრობლემა, რასაც არბიტრაჟი აწყდება,  ეს არის ცნობად აღიარება  სასამართლოს  გადაწყვეტილების და  ამასთან დაკავშირებული  დავები, როგორც წესი  საარბიტრაჟო დავა 2-6 თვემდე პერიოდში  წყდება,  ხოლო  სააღსრულებო ფურცლის გაცემას  სასამართლო  6 თვემდე პერიოდს უნდება.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up