რას გულისხმობს ტყითსარგებლობის ახალი წესი?! - სატყეო სამსახურის ხელმძღვანელის განმარტება

რას გულისხმობს ტყითსარგებლობის ახალი წესი?! - სატყეო სამსახურის ხელმძღვანელის განმარტება

access_time2021-05-18 10:00:31

საქართველო ატარებს სატყეო სექტორის რეფორმაზე რამდენიმე წელია მუშაობს, ამ რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ახალი ტყის კოდექსი, რომელმაც უპრეცედენტო რაოდენობის საჯარო განხილვები გაიარა. რამდენიმე დღის წინ ამ კოდექსის ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ტყითსარგებლობის წესი საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. „კომერსანტი“ დაინტერესდა კონკრეტული დეტალებით იმის შესახებ, თუ ვის ეხება ტყითსარგებლობის წესში შემავალი რეგულაციები და რა მიზნითა მოტივებით შეიქმნა კანონის ეს კონკრეტული პუნქტი. ამასთან დაკავშირებით სატყეო სამსახურის ხელმძღვანელს, კარლო ამირგულაშვილს ვესაუბრეთ:


„გასულ წელს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი ტყის კოდექსი, რომლის მიზანიც არის ტყეების მდგრადი მართვა სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ნორმების დაცვითა და სარგებლით. ამ კოდექსმა ბევრი სიახლე შემოიტანა და მისი მთავარი არსი არის მრავალფუნქციური სარგებლობა. ჩვენ ტყეს უნდა შევხედოთ, როგორც დიდ ფასეულობას, დიდ სიმდიდრეს მრავალმიზნობრივი სარგებლობის საშუალებას. შეშაც მდგრადად გამოვიყენოთ, სამასალე მერქანიც და ეკოტურისტული პოტენციალიც განვავითაროთ. საქართველოში ტურისტული პოტენციალის გზა გადის საქართველოს ტყეებზე, ვინაიდან ჩვენი ტერიტორიის 43 პროცენტი ტყეს უჭირავს. ეს თვითმყოფადი ბუნება არის ერთერთი მიზეზი რატომაც მოდიან ევროპელები და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენს ქვეყანაში. ტყეში არის მთელი რიგი სარგებლობები, როგორიცაა ტურისტული რეკრეაცია, საშეშე მასალა და არამერქნული პროდუქტები. სწორედ არამერქნული პროდუქტები არის ამ კანონის ერთერთი პატარა კომპონენტი და ამას მოჰყვა აჟიოტაჟი,  გვიყვება სატყეო სამსახურის ხელმძღვანელი. 


ახალი კანონის თანახმად, ტყეში კენკროვანების და სხვა არამერქნული რესურსის კომერციული მიზნით შეგროვება უკვე დაშვებულია. ნებისმიერ მეწარმეს შეუძლია სარეალიზაციოდ შეაგროვოს ეს რესურსი, რისთვისაც კონკრეტულ მოსაკრებელს გადაიხდის. ფიზიკურ პირებს, მათ ასეთი რესურსის შეგროვება კვლავინდებურად ყოველგვარი ნებართვისა და ფასის გადახდის გარეშე შეუძლიათ.


„კანონმა რომ იმუშავოს, მას სჭირდება კანონქვემდებარე აქტები, წესები, დადგენილებები და მთელი გასული წლიდან ვუმშაბთ ამ აქტებზე.  გასულ კვირას პირველი ასეთი დადგენილება, რომელიც ყველაზე მსხვილი დოკუმენტია , ეს არის საქართველოს ახალი ტყითსარგებლობის წესი რომელმაც სარგებლობასთან დაკაშირებული წესები განმარტა უფრო დეტალებში, ეს წესი დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ.

არამერქნული ტყის პროდუქტები ესენია: ნებისმიერი სახის კენკრა ნაყოფები, ფოთოლი, 100-ზე მეტ პროდუქტზეა საუბარი. ეს არ ეხება სოკოს, ის არასდროს ყოფილა რეგულირებაში, არც ახალ და არც ძველ კანონში.  

ძველი და ახალი კანონითაც დაშვებული იყო და არის პირადი მიზნით სარგებლობა, მოქალაქეები მიდიოდნენ კრეფდნენ და პირადი მიზნით მას მოიხმარდნენ ეს არ შეიცვალა,“ - ამბობს კარლო ამირგულაშვილი.



რა შეიცვალა ახალი რეგულციით ტყითსარგებლობის შესახებ?


შეიცვალა კანონი იურიდიული პირებისთვის და არა ფიზიკური პირებისთვის.


მაგალითად, იურიდიულმა პირმა მიიღო დაფინანსება მოცვის ჩაის წარმოებისთვის, რომელიც უნდა აწარმოოს ტყეში მოცვის ფოთლის მოკრეფის შედეგად. მან ააშენა საწარმო და მოვიდა ნებართვის მოსათხოვად, რომ ტყეში კონკრეტულ ტერიტორიაზე მოიკრიფოს დაახლოებით 10 კილოგრამი მოცვის ფოთოლი. სამი წელია ამ პირს ვატარებთ წინ და უკან იმიტომ, რომ არ გვაქვს რეგულაცია და  რადგან დაშვებულია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის. მას შეუძლია მაინც მოკრიფოს და აწარმოოს ჩაი, მაგრამ დოკუმენტით ვერ დაამტკიცებს, რომ ლეგალურად არის მოპოვებული, კომერციული მიზნებისთვის. ახალი რეგულაციის მიხედვით, სახელმწიფომ ცნო, რომ ხელი შეუწყოს 10 არამერქნული პროდუქტის მიზნობრივ სარგებლობას და შესაბამისად იმ იურიდიულ პირებს ვისაც აქვს ბიზინესი და ვერ  ადასტურებდნენ, რომ მან არამერქნული პროდუქტი ტყიდან ნებართვით გამოიტანა, მათ აქვთ უკვე საშუალება, რომ განავითარონ თავისი მცირე ბიზნესი, შექმნან კოოპერატივები, ეს პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ გარდა პირადი მოხმარებისა, ეს პროდუქცია იყოს გამოყენებული სწორად და მდგრადად, რომ არც ბუნება დავაზიანოთ და არც ის პირები ვინც ბიზნესს აწარმოებს. ევროპაში არ არის ეს გამოცდილება და არვის აინტერესებს და  ბუნებრივი რესურსები ასე მრავლად არ აქვთ, ამიტომაც დიდი დრო დასჭირდა ამ ყველაფერს“ - ამბობს კალო ამირგულაშვილი.  


რომელ არამერქნულ პროდუქციას ეხება ტყითსარგებლობის ახალი წესი?


გაეროს მხარდაჭერით შერჩეულ იქნა 10 რესურსი, რომელზეც ძირითადად მოთხოვნა არსებობს.


„ამ 10 პროდუქტზე გვექნება საშუალება, რომ ჩავუშვათ ისინი კომერციული სარგებლობისთვისაც, ესენია:

მოცვის ნაყოფი, მოცვის ფოთოლი, ხარისთვალა, ასკილის ნაყოფილი, მაჟალოს ნაყოფი, ქაცვის ნაყოფი, ფარსმანდუკის ყვავილი, ფურისულას ფესვი, ფურისულას ყვავილი, ცხენისკბილას ბოლქვი, კოწახურის ნაყოფი და კუნელის ნაყოფი.

გამოჩნდა, რომ ეს რესურსები ყველაზე მეტად გროვდება ბაზრისთვის და ბევრი გადის ექსპორტზეც. შესაბამისად ევროკავშირის, თუ სხვა ქვეყნებს აინტერესებთ, რომ რაღაც დოკუმენტით იყოს დადასტურებული, რომ ეს არის ლეგალურად მოპოვებული. ვისაც ექნება სურვილი იურიდიულ პირს, გაკეთდება შესაბამისი სარგებლობის ნებართვა. თავდაპირველად, ეს იქნება ერთწლიანი და ამ პერიოდში სახელმწიფო დააკვირდება, რამდენად სწორი იყო ეს ნაბიჯი და შემდეგ მოხდება სხვა ნაბიჯების გადადგმა“


ახალი „ტყის კოდექსი“ ძალაში შევიდა 2021 წლის იანვრიდან, თუმცა არ მოქმედებდა, ვინაიდან არ არსებობდა ტყითსარგებლობის წესი. ეს წესი მთავრობამ 2021 წლის 10 მაისს მიიღო და ის უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up