რას კარგავს საქართველო ნამახვანჰესის პროექტის შეწყვეტით

რას კარგავს საქართველო ნამახვანჰესის პროექტის შეწყვეტით

access_time2021-09-23 09:00:00

ონში და პანკისის ხეობაში ჰესების პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი “ბიზნესპარტნიორთან“ ნამახვანჰესის პროექტის ჩავარდნას ეხმაურება და აცხადებს, რომ თურქული კომპანიის ეს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის დიდი დარტყმაა.


„იმედი მაქვს, რომ თურქები გადახედავენ თავის გადაწყვეტილებას და საქმე საერთაშორისო არბიტრაჟამდე არ მივა. ეს არ არის მხოლოდ არ აშენებული $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური, ეს იქნება ქვეყნისთვის უდიდესი ფისკალური დარტყმა, რომელშიც თურქულ კომპანიას საკმაოდ მომგებიანი პოზიცია ექნება, ამაში კი მათ ხელი ჩვენმა ბევრმა თანამემამულემ შეუწყო,“ - აცხადებს იორდანიშვილი.


კითხვაზე, უნდა ელოდოს თუ არა ქვეყანა გარკვეულ სანქციებს, "ფერის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში თურქული კომპანია მოითხოვს მიუღებელ შემოსავალს, რაც ჩვენთვის არასახარბიელოდ დაითვლება.


„პირველ რიგში, ეს არის დაკარგული შესაძლებლობა, რომ ქვეყანას 4 წელში ჰქონდეს რეგულირებადი სიმძლავრე, მეორე - დაკარგული შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში ჩაიდოს $800 მილიონის ინვესტიცია და ეს სიკეთე ქვეყნის თითოეულ მოსახლეზე აისახოს, მესამე-გამოუმუშავებელი ელექტროენერგია, მეოთხე - საინვესტიციო კლიმატისთვის დიდი დარტყმის მიყენება, მეხუთე და მნიშვნელოვანი - ძალიან დიდი ჯარიმა, რომელიც დაკისრებული იქნება და რომელიც თითოეული ჩვენთაგანის გადასახდელი იქნება,“ - აცხადებს იორდანიშვილი.



„ბიზნესპარტნიორის“ კითხვაზე, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ჩავარდნილ პროექტზე, იორდანიშვილი განმარტავს, რომ ქართველებმა პასუხისმგებლობის განაწილება უნდა ვისწავლოთ, თუმცა, პირველ რიგში პასუხისმგებლობა იმ „პატრიოტებზეა“, ვინც ეს სიტუაცია აქამდე მიიყვანა.


„ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანაში ასეთი პრობლემა დგება, როდესაც ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტიცია ასეთი დარტყმის ქვეშ დგება, რა თქმა უნდა, აქ პასუხისმგებლობა მთავრობასაც ეკისრება,“ - აცხადებს იორდანიშვილი.


შეგახსენებთ, ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს, შედეგად, ის $800 მილიონიან ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე უარს ამბობს.



business-partner.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up