რას მოგვიტანს გალფის ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება და რატომ ვერ იყენებს ქართული ბიზნესი სრულფასოვნად უკვე არსებულ შეთანხმებებს?

რას მოგვიტანს გალფის ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება და რატომ ვერ იყენებს ქართული ბიზნესი სრულფასოვნად უკვე არსებულ შეთანხმებებს?

access_time2022-09-15 16:00:21

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედება განიხილება. როგორც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს აჰმედ ალი ალ საიღის შეხვედის შემდეგ გახდა ცნობილი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე დიალოგი ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თვის ბოლომდე დაიწყება.


რამდენად მნიშვნელოვანია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება ქართული ბიზნესისთვის და რა სარგებელს მივიღეთ, ამ თემაზე „კომერსანტთან“ „ექსპორტის განვითარების ასოციაციის“ დირექტორმა გიორგი გუდაბანიძემ ისაუბრა.


„ვაჭრობასთან მიმართებით, მთავრობის უპირველესი ვალდებულებაა, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს მაქსიმალურად მეტი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება განვითარებული მსოფლიოს ქვეყნებთან. ეს არის ჩვენი ეკონომიკური დამოუკიდებლობის უპირველესი და ყველაზე მნივნელოვანი ბერკეტი, რომელსაც შეუძლია საქართველოს მოუტანოს მაქსიმალურად დიდი ეკონომიკური დოვლათი, არ ვიყოთ დამოკიდებული ისეთ არასტაბილურ ბაზრებზე როგორიც რუსეთია და  საქართველოს საგარეო ვაჭრობა კარგად განვითარდეს.


რაც შეეხება უშუალოდ არაბთა გაერთიანებულ საემიროებს და ზოგადად გალფის რეგიონის ქვეყნებს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმება. მიზეზი რამდენიმეა: 1. ჩვენ ლოგისტიკურად ამ ქვეყნებთან ძალიან კარგად ვართ მიბმული, მაგალითად გვაქვს პირდაპირი ფრენები და თითოეული რეისი მხოლოდ 3-4 საათს საჭიროებს, ამას მხოლოდ ტურისტული თვალსაზრისით არ ვგულისხმობ, ტვირთბრუნვის კუთხით განვიხილავ ანუ ფრენა და ახლო მანძილი ნიშნავს, რომ ბევრ პროდუქტს შეუძლია იქ მოხვედრა. 2. აღნიშნული ქვეყნების მოსახლეობა გამოირჩევა მაღალი მსყიდველუნარიანობით ანუ ისინი მზად არიან კონკრეტულ პროდუქტში და ხარისხში გადაიხადონ ბევრი ფული. 3. ეს არის რეგიონი, სადაც ბუნებრივი კლიმატიდან გამომდინარე ადგილზე ვერ ხარობს ხილი და ბოსტნეული, შესაბამისად მათ უწევთ იმპორტირება. თუ საქართველოს მოეხსნება არსებული იმპორტის გადასახადი და რა თქმა უნდა თუ წარმოშობის სერთიფიკატს დაკმაყოფილებს, ეს იქნება ჩვენთვის დამატებითი ბენეფიტი და ძლიერი მხარე კონკურენციის კუთხით. ხელშეკრულების გაფორმების პროცესი საკმაოდ დროში გაწელილი პროცედურაა, თუმცა მნიშვნელოვანია“, — ამბობს გიორგი გურაბანიძე.



გიორგი გურაბანიძე უკვე არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით სარგებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მათი მაქსიმალურად გამოყენებისთვის საჭიროა პოპულარიზაცია გავუწიოთ ამ ბაზრებს, იმ კუთხით რომ ესენი არიან სტაბილური ბაზრები რომლებთანაც შეიძლება გრძელვადიანი სავაჭრო ურთიერთობების დამყარება და ამის შესახებ ბიზნესიც უნდა დარწმუნდეს. მისი თქმით, ასევე საჭიროა ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან ეს არ არის რუსეთი სადაც ნებისმიერი პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობაა. ასევე ძალიან დიდი ხარვეზები გვაქვს საწარმოო და ლოგისტიკური მიმართულებით. 


აღსანიშნავია, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (World Trade Organization-WTO) წევრების, მათ შორის საქართველოსთვის საემიროებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი, საშუალოდ 6%-ით იბეგრება. გასული 8 წლის განმავლობაში ქართული ხილის, თხილისა და ბოსტნეულის ექსპორტმა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მხოლოდ 3,2 მლნ დოლარი შეადგინა. წლიურმა ექსპორტმა პიკს 2021 წელს, 1,1 მლნ დოლარს მიაღწია, ამ თანხიდან 72% თხილის გულისა და ახალი მოცვის ექსპორტს უკავია.  2022 წლის 7 თვის მონაცემებით KI საქართველო-არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 133.3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც აღემატება როგორც პანდემიური წლების ამავე პერიოდების მაჩვენებელს, ასევე 2019 წლის სავაჭრო ბრუნვას.










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up