რას მოიმოქმედებს ევროკავშირი მიგრაციული კრიზისის დასაძლევად?

რას მოიმოქმედებს ევროკავშირი მიგრაციული კრიზისის დასაძლევად?

access_time2021-11-17 19:00:13

16 ნოემბერს ბრიუსელში შედგა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც ბელარუსთან მოსაზღვრე ქვეყნებში მიგრაციული კრიზისი განიხილეს.

 


პირველი, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ ის არის, რომ გაფართოვდება ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კრიტერიუმები. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის დამატებითი სანქციების დაწესების საშუალებას მისცემს.

 


შემდეგი ნაბიჯი სირიიდან, იემენიდან და ერაყიდან ევროკავშირის საზღვართან ადამიანების გადაადგილებასთან დაკავშირებულ პირთა წინააღმდეგ ახალი შეზღუდვების შემოღება იქნება.

 


შავ სიაში სავარაუდოდ მინსკის აეროპორტი, მინსკის სასტუმროები და 20-მდე ბელარუსი მაღალჩინოსანი მოხვდებიან. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლიაინენის თქმით, ასევე განიხილება მიგრანტების გადაადგილების ხელშემწყობი მესამე ქვეყნების ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხიც.

 


მან ასევე მოუწოდა ვლადიმირ პუტინს, მოახდინოს ზეგავლენა ლუკაშენკოზე, რაც რუსეთს და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.

 


ჩვენ სწრაფად ვიმოქმედებთ. ეს არაა ლატვიის, ლიეტუვის და პოლონეთის, ეს არის მთელი ევროკავშირის პრობლემა. და ეს არაა მიგრაციული პრობლემა - ესაა ავტორიტარული რეჟიმის პრობლემა, რომელიც ადამიანებს იყენებს იმისთვის, რომ მეზობელ დემოკრატიულ ქვეყნებში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. მათ ეს არ გამოუვათ, - განაცხადა ფონ დერ ლიაინენმა.

 


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ მკაცრი სანქციები გარდაუვალია და ეს სპირალი ჯერ ბოლომდე დატრიალებული არაა.

 



ლუკაშენკომ შექმნა საზღვარზე მიგრაციული კრიზისი სანქციების მოხსნის მიზნით, თუმცა, ის საწინააღმდეგო შედეგებს მიიღებს. ის, რასაც ჩვენ ვხედავთ მინსკში, არის არაადამიანური სისტემა, რომელიც ლტოლვილებს ევროკავშირზე პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებს. ბოლო დღეებში სიტუაცია გაუარესდა, - განაცხადა მინისტრმა.

 


ლიეტუვის უშიშროების და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ლაურინას კასჩიუნასამ განაცხადა, რომ ვილნიუსი სადღეისოდ მუშაობს ჰუმანიტარული დერეფნების შექმნაზე მიგრანტებისთვის, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას მოისურვებენ.

 


ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყნის ეროვნული ავიაკომპანია „ბელავია“ მზადაა მიგრანტები თავიანთ ქვეყნებში დააბრუნოს, თუმცა, ამას თავად ლტოლვილები ეწინააღმდეგებიან.

 


მან ასევე ევროკავშირს რამდენიმე ათასი ლტოლვილის მიღება ურჩია. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მოკავშირე ქვეყნებთან - ლიეტუვასთან და ლატვიასთან ერთად - ნატო-ს წესდების მე-4 პუნქტის ამოქმედებაზე მსჯელობენ.

 


ეს პუნქტი ალიანსის საბჭოს შეკრებას გულისხმობს იმ შემთხვევაში, თუ მისი რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოებას საშიშროება ემუქრება.



როგორც ჩანს, ეს სულ უფრო და უფრო აუცილებელი ხდება. უკვე არაა საკმარისი უბრალოდ სიტყვიერო მხარდაჭერის გამოხატვა. ამჯერად უკვე აუცილებელია ნატო- მხრიდან ქმედებები, - განაცხადა მორავეცკიმ.

 


ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბეგრმა განაცხადა, რომ ალიანსი პოლონეთთან, და ბალტიის ქვეყნებთან კონსულტაციებს ატარებს იმისთვის, რომ საზღვარზე ვითარების ესკალაცია არ დაუშვას.

 


პარალელურად მიგრაციული პრობლემის გადაწყვეტა სხვა კუთხით დაიწყო - მაგალითად, თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines თავის თვითმფრინავებში, რომლებიც ბელარუსში მიემგზავრებიან, ერაყის, სირიის და იემენის მოქალაქეებს არ შეუშვებს.

 


ანალოგიური გადაწყვეტილება ირანულმა ავიაკომპანიებმაც მიიღეს.

 


ასევე ერაყის ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ ბელარუსის მიმართულებაზე ფრენებს აჩერებს.

 


ბელარუსული სახელმწიფო ავიაკომპანია „ბელავია“ თავის კავშირს მიგრაციულ კრიზისთან უარყოფს - მისი ინფორმაციით, ბილეთებს ჯავშნიდნენ კონკრეტული ტუროპერატორები, რასთანაც ავიაკომპანიას არანაირი კავშირი არა აქვს.

 

rbc




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up