რას ნიშნავს ეკოლოგიური მშენებლობა და რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის შერჩევის დროს

რას ნიშნავს ეკოლოგიური მშენებლობა და რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის შერჩევის დროს

access_time2021-08-09 16:05:52

დღეს ყველა თანხმდება იმაზე, რომ ეკოლოგია არის საკითხი, რომლის დაცვის გარეშეც, განვითარებაზე საუბარი უკვე შეუძლებელია. ამ საკითხის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი კი ეკოლოგიური მშენებლობაა, რადგან ახალი შენობების რაოდენობა ძალიან სწრაფად იზრდება როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში. ამიტომაც, მშენებლობის პროცესში ეკოლოგიური მასალების გამოყენება და მათი საზოგადოებაში პოპულარიზაცია დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.


საინტერესოა, კონკრეტულად, რას ნიშნავს ეკოლოგიური სამშენებლო მასალები, იყენებენ თუ არა მათ საქართველოში არსებული კომპანიები და როგორ უნდა მოწესრიგდეს ეს მიმართულება?


ლევან ნათაძე - მწვანე საბჭოს დირექტორი:


- ზოგადად, ეკოლოგიურ მასალას, ისე როგორც ეკოლოგიურ მშენებლობას, ორი მნიშვნელობა აქვს: პირველი - მისი შექმნა და გამოყენება არ უნდა აზიანებდეს გარემოს; მეორე - მისი გამოყენება არ უნდა აზიანებდეს შენობით მოსარგებლე ადამიანის ჯანმრთელობას. ფართო მასებში უფრო მეტად მეორე მნიშვნელობაა გავრცელებული.


მსოფლიოში ეკოლოგიური მასალების გამოყენება არა მარტო პოპულარულია, არამედ გარკვეულწილად ნორმაც არის. მასალების შემადგენლობა რეგულირდება ნორმებით, ხოლო ნორმაზე კარგი მახასიათებლები ითვლება პრემიუმ ნიშად ანუ მწვანედ, მაშასადამე, პოპულარულია.


მშენებლობაში ეკოლოგიური მასალის გამოყენებისას მობინადრის მოგება, პირველ რიგში, ჯანმრთელობაა. ასევე, იმ ხარჯის თავიდან აცილება, რაც შეიძლება მავნე მასალამ გამოიწვიოს.


ჯერჯერობით, საქართველოში ეკოლოგიური მშენებლობის შესახებ ცნობადობა დაბალია. დეველოპერები სარგებლობენ დაბალი ცნობადობით, ასევე კანონმდებლობაში ამ სფეროში არსებული ნიშით და მომხმარებლებს არ აწვდიან სრულ ინფორმაციას მასალების მიერ გამოწვეული საფრთხეების და ზიანების შესახებ, რადგან მომხმარებლები, ხშირ შემთხვევაში, ამას არც ითხოვენ. დღესდღეისობით, ამ სფეროში კარგ გამოცდილებას მხოლოდ ერთეულები იმეორებენ, ისიც გარკვეულ ობიექტებზე. უმეტესწილად მაშინ, თუ თვითონ უნდა იცხოვრონ ან იმუშაონ შენობაში.



საჭიროა ცნობიერების ამაღლება და საინჟინრო კვალიფიკაციის გაზრდა, რათა ეკოლოგიურად სუფთა გარემოზე მოთხოვნა შეიქმნას. ასევე, საჭიროა რეგულაცია, რადგან ყველა მომხმარებელს ვერ ექნება კარგის და ცუდის გარჩევის საშუალება. რეგულაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე უფრო მაღალ დონეს - პრემიუმ სეგმენტს - მწვანე შენობების სერტიფიცირების ფართოდ გავრცელება მოაწესრიგებს.


მართალია, ეკოლოგიური მშენებლობის ბაზარი საქართველოში განსხვავებული შეთავაზებებით გაჯერებული ნამდვილად არ არის, თუმცა არსებობს კომპანია, რომელიც ზუსტადაც ეკოლოგიური მშენებლობის ნიშის დაკავებას ცდილობს და მშენებლობის მთელ პროცესში ეკოლოგიურად სუფთა მასალებს იყენებს. ეს კომპანია „მეტი დეველოპმენტია“.


„მეტი დეველოპმენტი“ ცნობილია თავისი კონცეფციით - „ეკოსითი“. მათი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების კედლები ინოვაციური სამშენებლო მასალებისგან შენდება. საფასადე სისტემა Hekimboard-ი თანამედროვე, ინოვაციური სამშენებლო მასალაა, რომელსაც  ყველა პროექტში იყენებენ. ხსენებულ ტექნოლოგიას მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია: წარმოებულია ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან;  მისგან აგებული კედლები მსუბუქია, რაც აორმაგებს შენობის სეისმურ მდგრადობას; უზრუნველყოფს ხმის და ტემპერატურის იზოლაციას; მასზე ზემოქმედებას გარემო-პირობები ნაკლებად ახდენენ და სხვა მასალებთან შედარებით, ბევრად გამძლეა.


ესპანური, ეკოლოგიურად ჯანსაღი საღებავებით იღებება კორპუსების ფასადების ღია ტონალობები, ხოლო მუქ ფერებს „ნასა“-ს მიერ შემუშავებული საღებავით ფარავენ, რომელიც ტემპერატურის ცვალებაზე ნაკლებად რეაგირებს. ორივე მწარმოებელის საღებავი მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მათი ზედაპირები წლების შემდეგაც ინარჩუნებენ ახლის იერსა და ფერის ინტენსივობას.


კომფორტის, სიმყუდროვისა და ენერგოეფექტურობისთვის, სართულებს შორის ხარისხიანი ხმისა და თბოიზოლაცია უმნიშვნელოვანესია, რაც კომპანიას არ გამორჩენია. „მეტი დეველოპმენტის“ ენერგოეფექტური ბინები კომუნალური გადასახადების 60%-ის დაზოგვის საშუალებას იძლევა. ისინი ერთ-ერთი პირველები არიან, ვინც საქართველოში  ახალი ტექნოლოგიები შემოიტანა და ამ გზის გაგრძელებას აპირებენ.








(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up