რას ჰპირდება საქართველოს მთავრობა სავალუტო ფონდს - მემორანდუმის მნიშვნელოვანი მუხლები

რას ჰპირდება საქართველოს მთავრობა სავალუტო ფონდს - მემორანდუმის მნიშვნელოვანი მუხლები

access_time2022-06-22 16:35:23

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოსთვის ახალი სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში $280-მილიონიანი დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებს. თუმცა პროგრამას თან ახლავს მემორანდუმის მუხლები, რომელთაც ხელს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები აწერენ.


საქართველოს მთავრობა პირობას დებს, რომ პროგრამის შემდეგი პუნქტები, 3 წლის განმავლობაში განხორციელდება:


  1. რუსეთ   უკრაინის ომის დეესკალაციის პირობით, საქართველოს ეკონომიკა მოსალოდნელია აღდგეს 2023 წელს, ხოლო 2024 წლისთვის დაახლოებით 5 პროცენტამდე იქნება.
  2. ინფლაცია მნიშვნელოვნად დაჩქარდა 2021 წელს და მოსალოდნელია, რომ წელს მაღალი დარჩება. რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული საქონლისა და სურსათის მსოფლიო ფასების ზრდის შედეგად, საშუალო ინფლაცია მოსალოდნელია, რომ 2022 წელს 10.9 პროცენტამდე გაიზრდება. ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელს 2023 წლის ბოლოს მიუხლოვდება.
  3. 2021 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 9,8 პროცენტამდე შემცირდა. საშუალოვადიან პერსპექტივაში რეზერვების დაგროვების ხარჯზე, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი სავარაუდოდ 2025 წლისთვის მოსალოდნელია მშპ-ს 6 პროცენტზე დაბლა აღმოჩნდეს.
  4. მთლიანი მთავრობის ვალი საშუალოვადიან პერიოდში მშპ-ს 45 პროცენტამდე შემცირდება და ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ვალის წილი გაიზრდება.
  5. 2023 წლისთვის ბიუჯეტის დეფიციტის 3%-მდე შემცირება.
  6. მთავრობა მიიღებს ახალ პროგრამას, რომლის ბიუჯეტიც ქვეყნის მშპ-ის 0.2% იქნება და რომელიც შემწეობის მიმღებ ოჯახებს ბენეფიტებს გაუზრდის.
  7. ფერმერებს სახელმწიფო სასუქების ვაუჩერებს დაურიგებს, რომლებიც სოფლად მცხოვრები იმ ადამიანებისთვის იქნება, რომლებსაც საკუთარი თავისთვის მოჰყავთ მოსავალი.
  8. სახელმწიფო საწარმოების რეფორმები აქტიურად გაგრძელდება.
  9. ენერგეტიკაში PPA მექანიზმის ჩამნაცვლებელი მოდელის მიღება მოხდება, რომელმაც ამ სექტორში მდგრადი ინვესტიციები უნდა უზრუნველყოს, რაც უზრულველჰყობს საქართველოს ელექტროენერგიის გამომუშავების შესაძლებლობებს ფისკალურად მდგრადი გზით.
  10. კაპიტალის ბაზრის განვითარების გაგრძელება. პარლამენტმა მიიღო საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონმდებლობა და ცვლილებები ფასიანი ქაღალდების შესახებ, ასევე ეროვნულმა ბანკმა სრულად განაახლა კაპიტალის ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩო.



მოამზადა ნინო თამაზაშვილმა





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up