რას საფრთხეებს უქმნის მიგრანტების ახალი ტალღის შემოსვლა ქვეყნის ეკონომიკას?

რას საფრთხეებს უქმნის მიგრანტების ახალი ტალღის შემოსვლა ქვეყნის ეკონომიკას?

access_time2022-11-01 11:00:29

თუ საქართველოში მიგრანტების მესამე ტალღა შემოვა ქვეყანაში, ფასების საერთო ზრდა გარდაუვალია, მიიჩნევს Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე. ქავთარაძემ bm tv-ს ეთერში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ის ფარგლებშია და ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ის უბრუნდება თავის დონეს. თუმცა, მისი აზრით, მიგრაციის ახალი ტალღის შემთხვევაში მოხმარებაზე ზეწოლა ისევ გაიზრდება და დამატებით, ფასების დონის აწევას გამოიწვევს.



„როდესაც საჯაროს არის საუბარი რომ ეკონომიკა გადახურებულია, ეს ბევრს ღიმილსაც კი გვრის. მაგრამ ეკონომიკაში არის ასეთი ნიშნები, რომლითაც ვაფასებთ და რომელიც შეიძლება გარკვეული სხვა რისკის რეალიზების შემთხვევაში იყოს შემდგომ პრობლემა და ამან გამოიწვიოს სამუშაო ადგილების დაკარგვა და ასე შემდეგ.




რასაც სებ უყურებს, აფასებს და ამბობს, რომ ეკონომიკა გადახურების ფაზაში იმყოფება. ეს არის ფაქტობრივი ეკონომიკური ზრდა თუ როგორ არის გადახრილი პოტენციური დონისაგან. პოტენციური დონეში ანუ ის სამუშაო ძალა რაც არის, კაპიტალი რაც არის და ტექნოლოგიები ამასთან შედარებით. ვიცით, რომ 10,2%-იანი ზრდა გვაქვს 9 თვეში, ჩვენი პოტენციური დონით 5%-ის ფარგლებშია და ეს გადახრა საფუძველს აძლევს იმას, რომ ვთქვათ გარკვეული ნიშნები არის.



თუ შევხედავთ შემდგომი წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს 4-დან 5%-ის ფარგლებშია. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ის უბრუნდება თავის დონეს. მაგრამ ჩვენ თუ გვექნება მიგრანტების მესამე ტალღა, რომელიც აქსელერაციას გაუკეთებს მოთხოვნას და ის მიგრანტები რაც გვყავს კვლავ გააგრძელებენ გარკვეული ტიპის ხარჯვას, ისევ ზეწოლა იქნება მოხმარებაზე და კვლავ შეიძლება იყოს გადახრილი ფაქტობრივი ეკონომიკური ზრდა პოტენციურისგან და ეს გამოიწვევს დამატებით ზეწოლას ფასების დონეზე და კიდევ უფრო ოპტიმისტურად შეიძლება იყვნენ ადამიანები განწყობილი უძრავი ქონების ბაზარზე, ფასები კიდევ უფრო გააგრძელებს ზრდის ტემპს ბინებზე, ასევე ქირაც შესაძლოა არ შენელდეს. ახლა რაც გვაქვს ფასების ზრდა 70%-იანი არ არის სტაბილური ხომ? როგორ შეიძლება ასეთი ზრდის ტემპი იყოს ერთ წელიწადში. ეს გარკვეულ საფრთხეებს ქმნის, როგორც უძრავ ქონებაში ასევე სხვა მხრივ ფასების საერთო დონე შესაძლოა გაიზარდოს და სებ-ს მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება მოუწიოს, რას მივიღებთ ამის შემდეგ? მივიღებთ იმას, რომ ამ რისკების რეალიზების შემდგომ გვექნება ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი ეკონომიკური ვარდნა“, - განაცხადა ეკონომისტმა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up