აღდგომის მეორე დღე - საფლავებზე ძირითადად პასკა და წითელი კვერცხებია, კიდევ რამე საჭმელიც, ღვინო, ლიმონათი, კანფეტები. აუცილებლად მოიტანენ ყვავილებს, უფრო იასამნებს, ახლა იასამნების სეზონია.
ერთგან ოთხ მკვდარს ერთი პასკა მიუტანეს, მეორეგან ორს - ორი, ანუ თითოს თითო. პასკა მიუტანეს ახალ მიცვალებულსაც, რომელსაც ჯერ ქვაც არა აქვს და ძველსაც - ვისი საფლავიც უკვე ბალახშია. არიან ისეთებიც, ვისაც აღდგომას არავინ მიაკითხა.
ბზაც დაუტოვეს მიცვალებულებს, ტიტებიც და ნახევრად ჩამწვარი სანთლებიც. წამოღებით კი მორჩენილი საჭმელი წამოიღეს, კიდევ ჭურჭელი და იმედი, რომ სადღაც ცხოვრება სხვა ფორმით გრძელდება.
საღამოს ბავშვები ჩამოივლიან აიღებენ პასკებს, შეუბერავენ სულს, გააცლიან ჭიანჭველებს და კვერცხებით სავსე ცელოფანში ჩააგდებენ.
აღდგომის მეორე დღეს სასაფლაოები საქართველოში გამოფენისთვის გამზადბეულ ინსტალაციას გავს.
პანდემიის გამო 2020 და 2021 წლებში აღდგომას და მიცვალებულთა ხსოვნის დღეს საფლავებზე გასვლის ტრადიცია კოვიდრეგულაციების და შეზღუდვების გამო ოდნავ შეიცვალა. ორწლიანი პაუზის შემდეგ ხვალ იქნება პირველი აღდგომა, როცა მართლმადიდებელი მოქალაქეები გარდაცვილილ ახლობლების საფლავებზე ძველი ადათ-წესებით გავლენ.
გთავაზობთ 2019 წლის ფოტორეპორტაჟს თბილისის საფლავებიდან:
კუკიის სასაფლაო, 29 აპრილი.2019 წელი.
აღდგომის მეორე დღე, საფლავი ფონიჭალის სასაფლაოდან. 2019 წელი.
წყარო: რადიო თავისუფლება (2019)