რას ვყიდულობთ და ვყიდით უკრაინაში?

რას ვყიდულობთ და ვყიდით უკრაინაში?

access_time2022-12-26 12:00:33

2022 წლის 11 თვის მონაცემებით საქართველოს სავაჭრო კავშირებში უკრაინა მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს, თუმცა ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა შემცირებულია.

 

საქსტატის მიხედვით, იანვარ-ნოემბერში საქართველო-უკრაინის სავაჭრო ბრუნვა 463.3 მილიონი დოლარი იყო. კლება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 32 პროცენტია. ამ მაჩვენებლით უკრაინამ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის 2.7 პროცენტიანი წილით მეცხრე ადგილი დაიკავა, მიუხედავად იმისა, რომ თებერვლის ბოლოს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

საექსპორტო საქონლის რეიტინგი ასეთია:

 

1. მსუბუქი ავტომობილები – 118.7 მლნ დოლარი;

2. ეთილის სპირტი არადენატურირებული – 21.4 მლნ დოლარი;

3. ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 13.2 მლნ დოლარი;

4. აზოტოვანი ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 13 მლნ დოლარი;

5. ყურძნის ნატურალური ღვინოები – 11.5 მლნ დოლარი;

6. მინერალური და მტკნარი წყლები – 9.4 მლნ დოლარი;

7. ფეროშენადნობები – 7.8 მლნ დოლარი;

8. პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით – 3.9 მლნ დოლარი;

9. სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები – 2.7 მლნ დოლარი;

10. პირადი ნივთები – 1.9 მლნ დოლარი, 955 ტონა.


 

როგორც აღმოჩნდა, ამ პერიოდში, უკრაინასთან ექსპორტის მთავარი საქონელი მსუბუქი ავტომობილებია. საერთო ჯამში კი საქართველოდან უკრაინაში 221.7 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გაიყიდა, რაც გასული წლის რიცხვებს 20.3პროცენტით ჩამორჩება.

 

გარდა ამისა, ამ პერიოდის განმავლობაში უკრაინაში ელექტრული წყალგამახურებლები, სპეცდანიშნულების მანქანები და მექანიკური მოწყობილობები, სპილენძის ჯართი, დაგაზიანებული და შაქრის დანამატიანი წყლები, სატვირთო ავტომობილები, თხილი და სხვა პროდუქტი გაიყიდა.

 

რაც შეეხება იმპორტს, უკრაინიდან შეძენილი საქონლის ღირებულება თითქმის განახევრებულია. კერძოდ: იანვარ-ნოემბრის პერიოდში იმპორტი 40 პროცენტით შემცირდა.

 

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წელს სხვადასხვა დასახელების პროდუქტის შესაძენად 241.6 მლნ დოლარი გავიდა. ამ პერიოდში მნიშვნელოვნად – 80 პროცენტით შემცირდა თამბაქოს შემცველი პროდუქტის იმპორტი.

 

საიმპორტო საქონლის რეიტინგი ასეთია:

 

1. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 14.7 მლნ დოლარი;

2. მსუბუქი ავტომობილები – 13 მლნ დოლარი;

3. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – 11.4 მლნ დოლარი;

4. შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების პროდუქტები – 8.7 მლნ დოლარი;

5. კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები – 8.4 მლნ დოლარი;

6. პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი – 6.7 მლნ დოლარი;

7. ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის – 6.3 მლნ დოლარი;

8. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან – 5.6 მლნ დოლარი;

9. ფეროშენადნობები – 5.1 მლნ დოლარი;

10. საცობები, ხუფები და სახურავები – 5 მლნ დოლარი.

 


jam-news


 



თეგები:
უკრაინა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up