რას ყიდის და ყიდულობს საქართველო უკრაინაში

რას ყიდის და ყიდულობს საქართველო უკრაინაში

access_time2022-03-01 17:00:03

საქართველო-უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა 759 მილიონი დოლარია. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიშის თანახმად, შარშან საქართველომ უკრაინაში 307 მლნ დოლარის საქონელი გაიტანა ექსპორტზე, ხოლო იმპორტმა 451 მლნ დოლარი შეადგინა.


„კომერსანტმა“ საქსტატიდან 2021 წლის შედეგების მიხედვით, TOP-10 სასაქონლო ჯგუფის ჩამონათვალი გამოითხოვა, რომელიც საქართველომ 2021 წელს ბულგარეთში გაყიდა და იყიდა.


TOP-10 პროდუქტი, რომელიც საქართველოს უკრაინაში ექსპორტზე გააქვს:


მსუბუქი ავტომობილები 88,062.0 ათასი აშშ დოლარი;

ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები    43,432.7 ათასი აშშ დოლარი;

სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი 38,039.8 ათასი აშშ დოლარი;

მინერალური და მტკნარი წყლები 26,203.0 ათასი აშშ დოლარი;

ყურძნის ნატურალური ღვინოები 25,151.9 ათასი აშშ დოლარი;

ნარჩენები და ჯართი სპილენძისა 20,462.7 ათასი აშშ დოლარი;


გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები 15,330.2 ათასი აშშ დოლარი;

სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით — 6,796.3 ათასი აშშ დოლარი;

პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით 6,398.9 ათასი აშშ დოლარი;

ფეროშენადნობები 4,934.6 ათასი აშშ დოლარი;

დანარჩენი საქონელი 32,497.31 ათასი აშშ დოლარი.


TOP-10 პროდუქტი, რომელიც საქართველოს უკრაინიდან შემოაქვს:


სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან 77,960.1 ათასი აშშ დოლარი;

ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი, ცხლად ნაგლინი -  23,124.4 ათასი აშშ დოლარი;

სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 21,180.2 ათასი აშშ დოლარი;

წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე 18,784.9 ათასი აშშ დოლარი;

კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას 14,394.9 ათასი აშშ დოლარი;

შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები 11,183.4 ათასი აშშ დოლარი;

პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული 9,896.1 ათასი აშშ დოლარი;

სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები 8,994.4 ათასი აშშ დოლარი;

წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით 7,652.6 ათასი აშშ დოლარი;

ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, გაყინული 7,476.6 ათასი აშშ დოლარი;

დანარჩენი საქონელი 251,186.04 ათასი აშშ დოლარი.


თეგები:
უკრაინა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up