საქსტატის ინფორმაციით, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელობანი საექსპორტო ბაზარი არა რუსეთია, როგორც ბოლო წლებში იყო, არამედ ჩინეთი.
2020 წლის 6 თვეში საქართველოდან ჩინეთში 248,3 მლნ. დოლარის პროდუქცია გავიდა, რუსეთში კი - 229 მლნ.-ის.
რა შეიძლება გაიტანოს საქართველომ ქვეყანაში, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელია.
საქსტატის მონაცემებით, ამ მიმართულებაზე უმსხვილესი საექსპორტო საქონელია მადნები და სპილეძის კონცენტრატები - 183 მლნ. დოლარი. მეორე ადგილზეა ღვინო - 8,2 მლნ. დოლარი.
დანარჩენი საექსპორტო საქონელი ასე განაწილდა -ფეხსაცმელი, ქოლგები - 4,9 მლნ. დოლარი, ოპტიკური საზომი-საკონტროლო მოწყობილობა და მისი ნაწილები - 4,6 მლნ. დოლარი, კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 2,7 მლნ. დოლარი
არაძვირფასი ლითონების ნაწარმი - 1,9 მლნ. დოლარი, ქიმიური და ფარმაცევტული პროდუქცია - 1,3 მლნ. დოლარი, ელექტროტექნიკური მოწყობილობის ნაწილები - 1 მლნ. დოლარი, პლასტმასების და რეზინის ნაწამრი - 375 000 დოლარი, ბოჭკოვანი და ცელულოზას ნაწარმი - 300 000 დოლარი.
gbc.ge