რაში დავხარჯავთ 2022 წელს ფულს

რაში დავხარჯავთ 2022 წელს ფულს

access_time2022-01-08 16:00:56

2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19,171 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოსრაც წინა წლის ბიუჯეტთან შედარებითდაახლოებით 330 მილიონით ნაკლებიაბიუჯეტის შემცირებას მთავრობა პანდემიის დასრულების მოლოდინით ხსნისსამაგიეროდმთავრობა 332 მილიონი ლარით გაზრდის ადმინისტრაციულ ხარჯებსრაც მეტი ბიუროკრატიული ხარჯის გაწევას ნიშნავსმეტი თანხა მოხმარდება სახელმწიფო უწყებაში შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურებასსამივლინებო და წარმომადგენლობით ხარჯებსავტოპარკის შენახვა/განახლებასსაჯარო სექტორში დასაქმებულებს ხელფასს 10%-ით გაუზრდიან.


ვინ დახარჯავს ყველაზე მეტ ფულს

პანდემიის მართვასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირების მიუხედავად, ყველაზე მეტს ბიუჯეტიდან მაინც ჯანდაცვის სამინისტრო მიიღებს – 6,027 მილიარდ ლარს. აქედან, 500 მილიონი ლარი COVID-19-ის მართვასთან დაკავშირებული ხარჯი იქნება.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს კოვიდპაციენტების მკურნალობაზე გამოყოფილი თანხის განახევრება არარეალურად მიაჩნია. ორგანიზაციის შეფასებით, ვაქცინაციის ტემპის გათვალისწინებით, ამ მიმართულებით ასობით მილიონი ლარით მეტი გახდება საჭირო.

ჯანდაცვის უწყებისთვის გამოყოფილი თანხის 75%-ზე მეტი (4,553 მილიარდი ლარი) სოციალური პროგრამებისთვის გამოიყო. ამ თანხაში შედის გაზრდილი პენსიებისთვის საჭირო თანხებიც: 70 წლამდე პენსიონერები იანვრიდან 20 ლარით მეტს – 260 ლარს მიიღებენ, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 25 ლარით და 300 ლარი გახდება. სოციალური დახმარება შშმ პირებს და ვეტერანებსაც გაეზრდებათ. 

ყველაზე მეტად გაიზრდება 3 უწყების – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი: რეკორდული იქნება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი, რომელიც 2022 წელს 2 895 მილიარდ ლარამდე იზრდება. თანხის დიდი ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურისთვის, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობისთვის უნდა დაიხარჯოს. 2022 წელს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 50 კმ შევა ექსპლუატაციაში, რამაც გადაადგილების დრო 20 წუთით უნდა შეამციროს.

113 მილიონი ლარით მეტ დაფინანსებას მიიღებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რაც უმეტესად ხელფასების ზრდას მოხმარდება. 100 ლარით იზრდება საჯარო სკოლებში სტატუსის მქონე მასწავლებელთა დანამატი და მანდატურების ხელფასები. ასევე, 100 ლარით მოიმატებს საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი 932 მილიონი ლარი ხდება, რაც წინა წელთან შედარებით, 290 მილიონით მეტია. თანხა უნდა მოხმარდეს მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამებს; მთის კურორტების განვითარებას, მათ შორის, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობას; ინტერნეტიზაციის (Log-in Georgia) პროექტისთვის 34 მილიონი ლარია გამოყოფილი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 73,6 მილიონ ლარამდე დაიხარჯება მოსახლეობის გაზიფიცირებისთვის. 

თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 1,002 მილიარდ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის ზრდა თავდაცვის უწყებას წარმოქმნილი დეფიციტის დასაფარად სჭირდება, თუმცა, უცნობია, კონკრეტულად რა დეფიციტზეა საუბარი. უწყება 47 მილიონით მეტს დახარჯავს პერსონალის ხელფასებზე – სულ 477 მილიონ ლარს.

სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, გამოყოფილია 262 მილიონი ლარი. ამ თანხაში შედის შეღავათიანი აგროსესხის პროცენტის სუბსიდირების 121 მილიონი ლარი. დაფინანსდება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის სხვა პროექტებიც. აგროდაზღვევის დაფინანსებისთვის ბიუჯეტში 12 მილიონი ლარია ჩადებული.


კულტურისსპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 357,8 მილიონი ლარით ფინანსდება. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 865 მილიონი ლარია გათვალისწინებული.


რა ზრდის შემოსავლებს

2022 წელს ბიუჯეტში მთავრობა 19,362 მილიარდი ლარის შემოსავალს გეგმავს. ჯამში 132 მილიონით უნდა გაიზარდოს საშემოსავლო, აქციზის, მოგების, დღგ-სა და სხვა გადასახადის სახით მობილიზებული თანხები და 13,4 მილიარდ ლარს უნდა მიაღწიოს. გადასახადებთან ერთად, ბიუჯეტს საგარეო და საშინაო ვალები და გრანტები შეავსებს.


33-მილიარდიანი ვალი

მთავრობა 3 მილიარდამდე ლარის ახალ საგარეო ვალს აიღებს, ამას 1.3 მილიარდი ლარის  საშინაო ვალი დაემატება, რასაც მთავრობა სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით მოიზიდავს. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მცირე საინვესტიციო პროექტებისთვის საგარეო ვალს აღარ აიღებენ და მათ ქვეყნის ბიუჯეტიდან დააფინანსებენ. სულ 2022 წლისთვის სახელმწიფო ვალი 33.1 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც მშპ-ის 51.1%-ს შეადგენს. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს შეფასებით, ქვეყნის ფინანსური მდგრადობისთვის ვალის კიდევ უფრო შემცირებაა საჭირო. რადგან პანდემიის პირობებში მაკროეკონომიკური შოკის გამეორების ალბათობა მაღალია და ვალი, შესაძლოა, 60%-იან ზღვარს გადასცდეს.


რამდენით გაიზრდება ეკონომიკა

მთავრობის პროგნოზით, ეკონომიკა 2022 წელს 6%-ით გაიზრდება და ქვეყანაში სულ 65 მილიარდი ლარის მთლიანი შიდა პროდუქტი შეიქმნება. ბიუჯეტის დეფიციტი კი 4.4%-მდე შემცირდება. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის დაბალი ტემპიდან გამომდინარე, 2022 წელს პროგნოზირებული ეკონომიკური 6%-ით ზრდა საკმაოდ ოპტიმისტურია. თუ ეკონომიკა ასეთ ზრდას ვერ მიაღწევს, ბიუჯეტის დეფიციტი გაიზრდება. 2022 წლისთვის დოლარის მიმართ ლარის საორიენტაციო გაცვლით კურსად 3.12 არის აღებული. ხოლო წლიური ინფლაციის მოსალოდნელი დონე 2.5%-ია.


როგორ უნდა ანაწილებდნენ ბიუჯეტს

მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ ქვეყნები, რომელთა მთავრობებიც იმდენად დიდ ვალებს იღებენ, რომ მათ დაფარვას შემოსავლები აღარ ჰყოფნის, ნაკლებად ვითარდებიან. გაზრდილი სახელმწიფო ვალის მოცულობა უარყოფითად აისახება როგორც ეკონომიკის ზრდაზე, ასევე ადამიანების ცხოვრების ხარისხზე. ასეთი საბიუჯეტო პოლიტიკა მცირე ეკონომიკის ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, შეიძლება კრიზისული შედეგის მომტანიც აღმოჩნდეს. ასევე, ქვეყნის ბიუჯეტი სიღარიბის დაძლევაზე უნდა იყოს მიმართული, რაც ძირეული რეფორმების განხორციელების გარეშე არ გამოდის. ბიუჯეტი ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ქვეყანაში ფასების სტაბილურობისა და ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის შენარჩუნება მოხერხდეს. ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ის 3%-ს, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60%-ზე მეტი არ უნდა იყოს.



წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up