რაში ეთანხმება აკაკი ზოიძე ზურაბ აზარაშვილს?

რაში ეთანხმება აკაკი ზოიძე ზურაბ აზარაშვილს?

access_time2022-07-22 12:10:18

ჯანდაცვის სპეციალისტი აკაკი ზოიძე ჯანდაცვის მინისტრს ეთანხმება. როგორც „კომერსანტთან პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, დღეს სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა გაკონტროლდეს ხარისხი და რაციონალური მოხმარება.


„მინისტრის გამოსვლა შეიძლება რამდენიმე ნაწილად დავყოთ. ის, რომ 2020-2221 წლებში სახელმწიფოს მხრიდან სექტორისთვის დამატებითი სახსრები იქნა გადახდილი და ამან გარკვეულ წილად შეინარჩუნა მათი მდგომარეობა ფინანსური პანდემიის განმავლობაში.


ახლა როდესაც „კოვიდის“ დაფინანსება აღარ არის, ბევრ საავადმყოფოს გაუჭირდა - ესეც მართალია. თუმცა ის, რომ ჩვენი საავადმყოფოები მხოლოდ 50%-ითაა დატვირთული და რომ უფრო მეტი კლინიკაა ვიდრე საჭიროება, ესეც მართალია.


შესაბამისად, აქ პრობლემაა იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტი დატვირთვით უნდა იმუშაოს და უფრო ოპტიმალურად საავადმყოფო სექტორმა ეს მნიშვნელოვანია. სახელმწიფო სექტორმა შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა გაკონტროლდეს ხარისხი და რაციონალური მოხმარება. ამ კუთხით საუბარი დიდი ხანია მიდის.


DRG-ის სისტემის შემოტანა იგეგმება წლის ბოლომდე, ესეც ჩემი აზრით წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. საუბარი ამაზე დიდი ხანია იყო, თუმცა არ განხორციელებულა. მნიშვნელოვანია, რომ საკითხის გადაჭრაში ყველა დაინტერესებული მხარე მონაწილეობდეს, საავადმყოფოები, სადაზღვევოები და სახელმწიფო.


რეალურად, ეს ჰოსპიტლების ასოციაცია იქნება თუ სხვები თანაბარი პარტნიორობის სტატუსით იქნენ ჩართულნი ამ პროცესში, რათა დისკრედიტაცია არ მოხდეს“, - აცხადებს აკაკი ზოიძე.



ჯანდაცვის სპეციალისტი ამბობს, რომ საკითხის შემუშავებაში და არსებული პრობლემების გადაჭრაში ყველა დაინტერესებული სექტორის ჩართვა უნდა მოხდეს.

„​ამის გარეშე პროცესი სანდო ვერ იქნება მოთამაშეებისთვის და შესაძლოა თავიდანვე კარგი წამოწყების დისკრედიტაცია მოხდეს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.


ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, 2020 წელს კლინიკების საოპერაციო მოგებამ 400 მილიონი ლარი, ხოლო 2021-ში 600 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.


ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, განცხადებები, თითქოს, ტარიფის ინდექსაციის გარეშე, კლინიკები ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევას ვერ შეძლებენ და ფინანსური ზარალის გამო, დაიხურებიან, ნაადრევია.


„სექტორის საოპერაციო მოგება რომ ნახოთ, 2020 წელს, 400 მილიონ ლარამდე იყო, 2021 წელს კი - 600 მილიონზე მეტი. ანუ განცხადებები, რომ, თითქოს, ტარიფები და სერვისები ზარალის მომტანია და ზოგიერთ კლინიკას, შემოსავლებიდან გამომდინარე, დახურვა მოუწევს, ვფიქრობ, ცოტა ნაადრევია. გვაქვს კონკრეტულად გაცხადებული ვადები, როდიდან დავნერგავთ DRG-ის ის სამართლიან სისტემას, რომელიც საპილოტედაა გაშვებული და სექტემბრიდან, ეტაპობრივად, ყველა კლინიკაში „ჩავუშვებთ“. ეს იქნება ობიექტურად გამოთვლილი ტარიფები და ყოველგვარი ადამიანური ჩარევის გარეშე მოხდება ანაზღაურება სახელმწიფოს მხრიდან,“ - აღნიშნა მინისტრმა.


მინისტრი მიიჩნევს, რომ სამომავლოდ ტარიფებში სამართლიანობა იქნება და არავის ექნება იმის სპეკულირების უფლება – თურმე რაღაც ტარიფი ზარალიანია და კლინიკები შეიძლება, დაიხუროს.


“ქვეყანაში გვაქვს გაცილებით მეტი კლინიკა და საწოლფონდი, ვიდრე ქვეყნისთვის დღეს საჭიროა. ეს ნებისმიერი კვლევებით დასტურდება. აქედან გამომდინარე, ტარიფი, რაც იქნება სამართლიანი და მომსახურების სტანდარტი, რასაც ჩვენ მოვთხოვთ, ქვეყანაში დატოვებს მაღალი ხარისხის კლინიკებს. ბიუჯეტიდან ანაზღაურებაც იქნება იმის მიხედვით, რასაც მოვთხოვთ, რასაც დააკმაყოფილებენ. ეს ტარიფიც იქნება სამართლიანი“, — ამბობს მინისტრი. 


ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, იმ ანაზღაურების საფუძველზე, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხდის, მოქალაქეებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, შესაბამისი ხარისხის სერვისი უნდა მიიღონ.


„ჩვენ გვინდა, რომ იმ ანაზღაურების საფუძველზე, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხდის, იყოს შესაბამისი სერვისი და ხარისხი, რადგან ეს პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლესთან. აქედან გამომდინარე, ტარიფი, რაც იქნება სამართლიანი და მომსახურების სტანდარტი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ქვეყანაში დატოვებს მაღალი ხარისხის კლინიკებს. ბიუჯეტიდან ანაზღაურებაც იქნება იმის მიხედვით, რასაც მოვთხოვთ და რასაც სამედიცინო დაწესებულებები დააკმაყოფილებენ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up