რაში იხარჯება მთავრობის სარეზერვო ფონდის 45 მლნ. ლარი?

რაში იხარჯება მთავრობის სარეზერვო ფონდის 45 მლნ. ლარი?

access_time2022-07-14 13:00:56

„საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებები განისაზღვრა 40 მილიონი ლარით. თუმცა, 2021 წლის 21 დეკემბრის N2314 განკარგულების თანახმად, სარეზერვო ფონდის ასიგნებები გაიზარდა 5 მლნ ლარით შესაბამისად, 2021 წლის ბოლოსთვის ფონდის მოცულობა განისაზღვრა 45 მლნ ლარით.


თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამოიკვლია სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების განკარგვის პრაქტიკა. 2021 წლის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების მიზნობრიობის ანალიზი აჩვენებს, რომ როგორც გასულ წლებში, ამ პერიოდშიც სარეზერვო ფონდის განკარგვის პრაქტიკა ხშირად ნაკლებად არის შესაბამისობაში ფონდის მიზნებთან და პრინციპებთან. კერძოდ, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად. თუმცა, როგორც მონაცემებიდან ჩანს, 2021 წელს გამოყოფილი თანხების უმეტესობის ბიუჯეტში გათვალისწინება შესაძლებელი იყო. მაგალითად, საახალწლო ღონისძებებისა და 26 მაისის ზოგიერთი ღონისძიების დასაფინანსებლად სარეზერვო ფონდიდან ჯამურად 10 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.


„განსაკუთრებულ პრობლემად შესაძლებელია შეფასდეს, ძალოვანი უწყებების თანამშრომლების ფინანსური წახალისებისთვის, სარეზერვო ფონდებიდან თანხების დაუსაბუთებელი გამოყოფის არსებული მანკიერი პრაქტიკა, რაც ერთი მხრივ ეწინააღმდეგება სარეზერვო ფონდის განკარგვის პრინციპებს, ხოლო მეორე მხრივ ზრდის ძალოვან უწყებებზე პოლიტიკური ზეგავლენის რისკებს. სარეზერვო ფონდიდან მსგავსი ხარჯების გაწევას შესაძლებელს ხდის არასათანადო საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც არ ზღუდავს ფონდის გადაუდებელი აუცილებლობისა გარეშე გამოყენებას.



მნიშვნელოვანია, რომ წლის ბიუჯეტით კონკრეტული უწყებისთვის გათვალისწინებული ხარჯები შესაძლოა შემცირდეს, თუმცა მოგვიანებით სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს უწყების ფუნქციონირებისათვის საჭირო თანხები. მაგალითად, 2021 წელს მთავრობის ადმინისტრაციის ხარჯები, 2020 წელთან შედარებით, 2.4 მლნ ლარით შემცირდა და 16 მლნ ლარი შეადგინა. თუმცა, მთავრობის განკარგულებით, 2021 წლის ნოემბერში ადმინისტრაციის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის დამატებით 3 მილიონ ლარამდე გამოიყო.


მნიშვნელოვანია, რომ სარეზერვო ფონდი ასრულებდეს ფუნქციას და გამოიყენებოდეს ფორსმაჟორული სიტუაციებისთვის, რაც ხელს შეუწყობს უწყებების მხრიდან ბიუჯეტის სწორად დაგეგმვას. ამასთან, სარეზერვო ფონდების ხარჯვაზე არ ვრცელდება საჯაროობის რიგი სტანდარტები, რომლებიც ბიუჯეტის ხარჯვისას სავალდებულოა, შესაბამისად ასეთ დროს არსებობს სახსრების არაეფექტიანი განკარგვის მაღალი რისკი“,  აღნიშნულია ინფორმაციაში.


2021 წელს სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობამ 26 განკარგულება გამოსცა, რომელთა მიხედვით გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ 44.8 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო საკასო შესრულებამ 43.1 მლნ ლარი. უწყებების მიხედვით თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა:







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up