რატომ აჯანყდა ყაზახეთი?

რატომ აჯანყდა ყაზახეთი?

access_time2022-01-06 11:00:41

 ყაზახეთში შექმნილ ვითარებას აანალიზებს ცნობილი რუსი ექსპერტი შუა აზიის საკითხებში არკადი დუბნოვი

 

- იყო თუ არა პროტესტები ყაზახეთში მოსალოდნელი?

 

ეს ტიპური „შავი გედია“. პროტესტები სრულიად მოულოდნელი იყო ყველასთვის, მათ შორის ხელისუფლებისთვის, რომელიც გამოსვლების პირველ დღეებში საერთოდ არაფერზე არ რეაგირებდა.

 

აშკარად იყო მოლოდინი, რომ გაზის ფასის დაწევა საკმარისი აღმოჩნდება სიტუაციის დასამშვიდებლად. თუმცა, შემდეგ სოციალური პროტესტი რევოლუციურ მოვლენებში გადაიზარდა. რა თქმა უნდა, ეს მოულოდნელი იყო.

 

- რამდენად მნიშვნელოვანია პროტესტის ეკონომიკური წინაპირობები? გაზის გაძვირება ეს მხოლოდ სიმბოლური საბაბია, თუ ქვეყნის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა?

 

გამოსვლები დასავლეთ ყაზახეთში დაიწყო - ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნავთობმომპოვებელი რეგიონია, რომელსაც ბიუჯეტში შემოსავლების დიდი ნაწილი შემოაქვს, თუმცა, თავად საპასუხოდ თითქმის არაფერს იღებს. იქ ძალიან ჭირს სამუშაო ადგილები, ფაქტობრივად ეს მონორეგიონია, რომელიც კრიტიკულადაა დამოკიდებული ნავთობ-გაზის მოპოვებაზე,

 

რამდენად მნიშვნელოვანია გაზის გაძვირება? თუ თქვენ მანქანა გყავთ - ყველაფერი გესმით. გაზის ფასი გაორმაგდა, მაშინ, როდესაც შემოსავლები არ შეცვლილა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ძლიერი დარტყმაა, და მან თავისი როლი შეასრულა.

 

შემდეგ ეკონომიკური პროტესტი პოლიტიკაში გადაიზარდა. პოლიტიკური უკმაყოფილება ყაზახეთში ყოველთვის იყო, თუმცა, ოპოზიციის განადგურების პირობებში ხელისუფლება მის ჩახშობას ყოველთვის ახერხებდა. დღეს კი - ყველაფერი ზედაპირზე გამოვიდა.

 

მართალია, ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ სერიოზულ პოლიტიკურ ლიდერებს აჯანყების სათავეში და ეს ხელისუფლების დიდი მიღწევაა - მას შეუძლია განაცხადოს, რომ ეს მაროდიორები და კრიმინალები არიან, მათთან ლაპარაკს აზრი არა აქვს.

 


- შესაძლებელია, თუნდაც თეორიულად, რომ ასეთი ლიდერი გამოჩნდეს?

 

პოლიტიკური ლიდერები არ ჩნდებიან თეორიულად, ამას პრაქტიკა სჭირდება. პროტესტს კი არ უნდა შეუერთდე, არამედ სათავეში უნდა ჩაუდგე. ჯერ არანაირი ლიდერი არ ჩანს. ერთად-ერთი, ვინც პროტესტებთან დაკავშირებით რაღაც თქვა, იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრი აკეჟან კაჟიგელდინი, რომელიც ამჟამად იძულებით ემიგრაციაშია.

 

მან განაცხადა, რომ მზადაა ამბოხებულების ინტერესების წარდგენისთვის. თუმცა, ჯერ ეს ყველაფერი თეორიაშია. რეალური ლიდერები არ ჩანს.

 

- შეიძლება მიმდინარე მოვლენები შეფასდეს, როგორც ნაზარბაევის წინააღმდეგ გამოსვლები?

 

რა თქმა უნდა. მისი სახელი მუდმივად ისმის. მთავარი ლოგუნგია „ბებერო, წადი“. ეს ძალიან სერიოზული ამბავია, რომელიც მეტყველებს ყაზახეთის შიდა ელიტურ განხეთქილებაზე.

 

ზოგადად ქვეყანა გაყოფილია ნათესაობრივ-ტომობრივი პრინციპით - 3 კლანზე (ჟუზებზე). დასავლეთ ყაზახეთშია „უმცროსი ჟუზი“, ხოლო ნაზარბაევი „უფროსი ჟუზის“ წარმომადგენელია.

 

შემდგომი მოვლენები დიდწილად იქნება დამოკიდებული ჟუზების უხუცესების პოზიციაზე. დღევანდელი ყაზახეთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა.

 

ასევე ყაზახეთის ერთ-ერთი პრობლემა ძალაუფლების ტრანზიტია, რომელშიც ორი მხარე მონაწილეობს - მოქმედი პრეზიდენტი და ყოფილი. ნაზარბაევი დღევანდელ პრეზიდენტს ტოკაევს ბევრ რამეში ხელს უშლის თუნდაც იმიტომ, რომ გაურკვეველია, სადაა გადაწყვეტილების მიღების ცენტრი.

 

ტოკაევი იძულებულია ნაზარბაევს და მის მომხრეების ანგარიში გაუწიოს. ეს შიზოფრენიული გაორება რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა, როდესაც სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს სამიტზე ტოკაევი და ნაზარბაევი ერთად ჩავიდნენ.

 

ვინაა მათ შორის მთავარი? პასუხი პუტინმა გასცა, რომელიც ნაზარბაევს პირველ რიგში შეხვდა, და მხოლოდ შემდეგ - მოქმედ პრეზიდენტს.

 

- შეუძლია თუ არა ტოკაევს ამ მოვლენების თავის სასარგებლოდ მოტრიალება?

 

რა თქმა უნდა, თუ ამის უნარი აღმოუჩნდება. აქვს თუ არა მას ამის შნო - ძალიან მალე დავინახავთ.

 

- არის თუ არა ყაზახეთში მოვლენების განვითარების რაღაც აშკარა სცენარები?

 

ჯერ არაფერი არ ჩანს. ამ ეტაპზე ყველაფერი ძალისმიერი სცენარისკენ მიდის. შესაძლოა აჯანყება ძალით ჩაახშონ, მაგრამ ეს მაინც დიდი პრობლემა იქნება - უკმაყოფილება კუთხეში იქნება მიმწყვდეული და ერთხელაც ისევ იფეთქებს.

 

meduza.io





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up