ბელორუსიაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ბევრს არ ესმის - რატომ აჯანყდნენ ბელორუსები, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში თითქმის არაა უმუშევრობა, მთელი ინდუსტრია მუშაობს, ცხოვრების დონე კი საკმაოდ მაღალია?
რა თქმა უნდა, ბელორუსები ძალოვანების სისასტიკემ ძალიან გააბრაზა, თუმცა, ეს არაა მთავარი - პროტესტებს სხვა, უფრო სიღრმისეული ფაქტორები აქვს.
დამოუკიდებლობის პირველ წლებში ბელორუსია საკმაოდ კარგ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ავლენდა. ქვეყანამ სსრკ-ს დაშლით გამოწვეული კრიზისი საკმაოდ კარგად გადაიტანა, აქ არც ყაჩაღური პრივატიზება და არც მოქმედი საწარმოების ჯართად დაშლა იყო.
ამ პერიოდში თითქმის მთელი საბჭოთა ინდუსტრია შენარჩუნდა და მისი დიდი ნაწილი დღესაც მუშაობს. ბელორუსიაში არ გაჩნდნენ ოლიგარქები, საკუთრების დიდი ნაწილი კი სახელმწიფოს ხელშია.
2008-2010 წლამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა. მოსახლეობის ხელფასები იზრდებოდა, მთავრობა დაპირდა ხელფასების მომატებას თვეში ჯერ 500-მდე შემდეგ კი 1000 დოლარამდე.
მაგრამ შემდეგ ეკონომიკამ დამუხრუჭება დაუწყო - ბოლო 10 წლის მანძილზე თითქმის არანაირი ეკონომიკური ზრდა არ ფიქსირდება.
2014 წლამდე ხელფასები თვეში 1300-1500 დოლარამდეც კი გაიზარდა - მაგრამ შემდეგ დაიწყო კრიზისი, დოლარი ჩამოიშალა. შემოსავლები ბელორუსულ რუბლებში იგივე დარჩა, თუმცა დოლარებში ეს უკვე 2-ჯერ ნაკლები იყო - თანაც - ასეთი ჩამოქვეითება სულ რაღაც 1-2 წელიწადში მოხდა, ფასები კი ყველაფერზე გაიზარდა, და ეს ტენდენცია ყველას შეეხო - თანაც 1500 დოლარი ხელფასი ყველას არ ჰქონდა - დიდი ნაწილი იღებდა თვეში 500 დოლარს, კრიზისის შემდეგ კი ეს თანხა 250 დოლარი აღმოჩნდა.
ასეთი ისტორიები მუდმივად გრძელდებოდა - ხელფასები დოლარებში ჯერ იზრდებოდა, შემდეგ ვარდებოდა, შემდეგ ისევ იზრდებოდა, და ასე - მუდმივად დღეს საშუალი ხელფასი ქვეყანაში თვეში 500 დოლარს შეადგენს, თუმცა, მინსკში შეიძლება მეტიც მიიღო, რეგიონებში კი პირიქით.
500 დოლარი ბელორუსიაში საკმაოდ კარგი შემოსავალია, და ამ ფულით შეიძლება შედარებით კარგად იცხოვრო.
თუმცა ამ წინადადებაში - „შედარებითი“ - საკვანძო სიტყვაა. ბელორუსები თავიანთ ცხოვრების დონეს არ ადარებენ აფრიკას, სადაც 500 დოლარი საოცნებო შემოსავალია. ისინი საკუთარ ქვეყანას მეზობელ ლიტვას და პოლონეთს ადარებენ, სადაც შემოსავლები გაცილებით მაღალია - მართალია ფასებიც, თუმცა,მაინც საშუალი ლიტველი ან პოლონელი ბელორუსზე გაცილებით უკეთესად ცხოვრობს. შედარებისთვის - 90-იან წლებში პოლონეთი ბელორუსიაზე ღარიბი იყო, დღეს კი პირიქით, და ბელორუსები ამას ხედავენ.
თუმცა, არის ერთ ძალიან სერიოზული კითხვა - როგორი იქნებოდა ბელორუსიის სახელმწიფო საწარმოების ბედი სრულფასოვანი კაპიტალიზმის და პრივატიზების შემთხვევაში?
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ლუკაშენკოს შესაძლო გადაყენების შემდეგ ეს პრობლემა მთელი სიმწვავით დადგება. და ეს მაშინ, როდესაც ამ საწარმოებში ასობით ათასი ადამიანი მუშაობს.
ბლოგი obelarusi