რატომ აღარ შემოდიან საქართველოს პორტებში საკრუიზო ლაინერები?

რატომ აღარ შემოდიან საქართველოს პორტებში საკრუიზო ლაინერები?

access_time2023-02-27 19:00:30

აჭარაში საკრუიზო ხომალდები უკვე მეშვიდე წელია არ ჩანან, რასაც გეოპოლიტიკურ მოვლენებს უკავშირებენ. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდეც კი მთავრობაში აცხადებდნენ, რომ კომპანიების დასაინტერესებლად მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა შავი ზღვა ბოლო წლების განმავლობაში საკრუიზო მიმოსვლებისთვის და ამ სეგმენტში მომუშავე ბიზნესისთვის მიმზიდველი უსაფრთხოების გამო აღარ არის, რაშიც თავის დროზე დიდი როლი ითამაშა ყირიმის მოვლენებმა, ასევე მნიშვნელოვანია საკითხია - აფხაზეთი.


ირკვევა, რომ 2017 წლიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიულ წლებში არც ერთი საკრუიზო ხომალდი არ შემოსულა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს ბათუმის პორტში 3 საკრუიზო ხომალდი შევიდა, რომელმაც საქართველოს შავიზღვისპირეთში 437 ტურისტი შემოიყვანა. ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ყველაზე მეტი საკრუიზო ხომალდი ბათუმის პორტში 2014 წელს შევიდა. საუბარია 33 საკრუიზო ხომალდსა და 14 793 ტურისტზე.


აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით: 

2012 წ. - 10 საკრუიზო ხომალდი: 3 632 ტურისტი,
2013 წ. - 16 საკრუიზო ხომალდი: 5 162 ტურისტი,
2014 წ. - 33 საკრუიზო ხომალდი: 14 793 ტურისტი,
2015 წ. - 11 საკრუიზო ხომალდი: 4 551 ტურისტი,
2016 წ. - 3 საკრუიზო ხომალდი: 437 ტურისტი.


პანდემიამდე, 2019 წელს მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბათუმი შესაძლოა საკრუიზო მარშრუტში ჩაერთოს. როგორც მაშინ ბურგასის პორტის დირექტორმა დიან დიმოვმა განაცხადა, განიხილებოდა საკრუიზო ლაინერის გაშვება მარშრუტზე: ბურგასი-ვარნა-კოსტანცა-ოდესა-სოჭი-ბათუმი-სამსუნი. უკანა გზის ბოლო გაჩერება ბურგასი ან სტამბოლი.


ბურგასის პორტის ხელმძღვანელობა იმედოვნებდა, რომ ბათუმის პორტი კვლავ დაბრუნდებოდა საკრუიზო რუკაზე.


ამის შემდეგ კი 2020 წელს დაიწყო პანდემია, ხოლო 2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის ომი და ვითარება შავ ზღვაში კიდევ უფრო დაიძაბა.

ტურ ოპერატორი „აჭარა ტურის“ ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ბათუმის საკრუიზო ტურიზმის მხრივ დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება პროცესს აფერხებს.



„საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია ბათუმს, შავ ზღვას, საკრუიზო ლაინერების შემოსვლასთან დაკავშირებით. ჩვენ ვმუშაობდით უკრაინულ კომპანიებთან წლების განმავლობაში, მათ შორის აქტიურად ვემუშავებით კომპანია Royal Caribbean-ს. ორი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერების შემოსვლა აღდგეს. პირველ რიგში მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური ფონის დასტაბილურება: ომი უკრაინაში, სანქციები რუსეთთან. ზოგადად ბოლო წლების პრობლემები დაწყებული კოვიდ-პანდემიით და შემდეგ ომით გაგრძელებული, არ ქმნის იმ გარემოს, რომ საკრუიზო ხომალდები საქართველოს პორტებში უსაფრთხოდ შემოვიდნენ. მთავარი მათი მოთხოვნა არის უსაფრთხოება შავ ზღვაში. ისეთი პრეცედენტები, როგორიცაა შავ ზღვაში მოცურავე ბომბები, რუსეთის ფედერაციის მიერ დატოვებული ნაღმები, ხელს არ შეუწყობს რომ საკრუიზო ხომალდები ჩვენს რეგიონში შემოვიდნენ. როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ბათუმის პორტში ინფრასტრუქტურის მოწყობა, რათა პორტმა დიდი გაბარიტების მქონე საკრუიზო ხომალდების მიღება შეძლოს. მოეწყოს მათი სადგომები, ტურისტების გადმოსვლისთვის ყველა ინფრასტრუქტურა იყოს გამართული და ეს რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება როგორც ქალაქისთვის, ასევე რეგიონისთვის და ქვეყნისთვის“, - აცხადებს ირაკლი თავართქილაძე.


„აჭარა ტურის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ შედეგის მიღწევა და ბათუმის პორტში მეტი საკრუიზო ლაინერის გამოჩენა კერძო სექტორის აქტიურ მუშაობაზეცაა დამოკიდებული.


„ეს ყველაფერი კერძო სექტორის ერთობლივი ჩართულობით უნდა მოხდეს. ბათუმის პორტის მხრიდანაც უნდა მოხდეს ინვესტიციების განხორციელება, რათა პორტმა დიდი გაბარიტების მქონე გემების მიღება შეძლოს. ამას უნდა დაემატოს ბათუმის პორტის დაღრმავება და ასე შემდეგ. რაც უფრო ადრე დავიწყებთ ამ მიმართულებით მუშაობას მით უკეთესია, რომ მზად ვიყოთ, როდესაც ეს დასრულდება. შესაძლოა წლევანდელ წელსაც მოხდეს და უკვე მომავალ წელს პირველი საკრუიზო ხომალდები ჩვენს ქალაქში გამოჩნდეს.


ჩვენ შარშანაც ველოდებით 4 ხომალდს და ხელშეკრულებაზე გვქონდა ხელი მოწერილი, წელსაცაა 2 ხომალდზე საუბარი და უკვე მიდის მოლაპარაკება, რომ 2024 წლის სეზონზე Royal Caribbean-ის გემის Serenade of the Seas-ს შემოსვლასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე უკვე ველაპარაკებით ბათუმის პორტს, რადგანაც ნაპირთან ამ ტიპის გაბარიტების გემის შემოსვლა შეუძლებელია და ამიტომ განვიხილავთ იმის რეისზე გაჩერებას და იქიდან პატარა ხომალდებით მგზავრების ბათუმში შემოყვანას. ვიმედოვნებთ, რომ 2024 წელს პირველი დიდი ხომალდი Royal Caribbean-ის გამოჩნდება ბათუმის სანაპიროზე“, აცხადებს ირაკლი თავართქილაძე.


მისი თქმით, გემი ხმელთაშუაზღვიდან შემოდის და ბოსფორის სრუტის გავლით შემოვა ბათუმში, სადაც ერთი ღამე გაჩერდება და მერე გაემართება ბურგასისა და ვარნას პორტებში.


„რუსეთში ეს ხომალდი არ შედის, ხოლო უკრაინაში მოგეხსენებათ ჯერ კიდევ ომია და გრძელვადიან გეგმებს ვერ აწყობენ. ამიტომ შავ ზღვაზე იქნება თურქეთი საქართველო, რუმინეთი, ბულგარეთი“, - განუცხადა კომერსანტს ირაკლი თავართქილაძემ.
აღნიშნული საკრუიზო ლაინერით ქვეყანაში 2500 ვიზიტორის შემოყვანა მოხდება.


აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ვებგვერდზე 2014 წლის თებერვალში გამოქვეყნებული მასალიდან ირკვევა, რომ „ჩვენს რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უმხვილეს საკრუიზო კომპანიასთან Royal Caribbean-თან გამოფრმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლიც ფარგლებშიც შემუშავებული იქნა ბათუმის პორტის რეკოსნტრუქციის გეგმა.


აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ბათუმის პორტის ნავმისადგომის 340 მეტრამდე გაფართოება. პროექტი 2014 წლისათვის უნდა დასრულდეს. ახალი პორტის მეშვეობით ბათუმში შემოსვლა შეეძლება ყველა ზომისა და ტიპის საკრუიზო გემს. პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობა, სადაც შევა სუვენირის მაღაზიები, მუზეუმები, კაფე რესტორნები და სხვა გასართობი ობიექტები“, — აღნიშნულია ინფორმაციაში.


ისტორიულად ბათუმის პორტი კავკასიის რეგიონში ლოგისტიკურ ცენტრს წარმოადგენს. ეს იყო პირველი პორტი, რომლის წყალობითაც საქართველომ სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია შეიძინა. ბათუმის პორტის კიდევ უფრო განვითარებას ხელი შეუწყო პორტის პორტო ფრანკოდ გამოცხადებამ 1878 წელს. ბათუმის პორტის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი განსაზღვრელი ფაქტორი ნავთობი იყო.


XX საუკუნის დასაწყისში ბათუმის პორტი თავისი მნიშვნელობითა და ტვირთბრუნვის რაოდენობით შავიზღვისპირეთში წამყვანი პორტის ადგილს იკავებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up