აშშ-ს პრეზიდენტმა ყველაფერი აწონ-დაწონა - თუ რა იქნება უფრო საზიანო ვაშინგტონისთვის - მილსადენი თუ საიმედო პარტნიორთან ურთიერთობების გაფუჭება? სავარაუდოდ, პასუხი ცალსახა იყო.
რა თქმა უნდა, კამათის შეწყვეტის ერთერთი საშუალება - დანებებაა. ყოველ შემთხვევაში აშშ-ს პრეზიდენტის მხრიდან „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინაამღდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე უარის თქმა სწორედ ამაზე მეტყველებს.
ამერიკისთვის ეს პოლიტიკური მარცხია, ვლადიმერ პუტინისთვის - კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამარჯვება. გაზსადენის მშენებლობა სექტემბრისთვის დასრულდება და ის რუსულ გაზს გერმანიას მიაწვდის.
აშშ-ს მთავრობამ განაცხადა, რომ პროექტში რამდენიმე რუსული ორგანიზაციისა და 4 ხომალდის წინაამღდეგ სანქციებს კი შემოიღებს, მაგრამ ეს ზომები პროექტისთვის დამაზიანებელი არ იქნება, რადგანაც არ შეეხება ძირითად მოთამაშეს - კომპანია Nord Stream 2 AG-ს და მის ხელმძღვანელს, პუტინის მეგობარსა და კომუნისტური გერმანიის დაზვერვის ოფიცერს მატიას ვარინგს.
შეეძლო თუ არა ბაიდენს სხვა გადაწყვეტილების მიღება? - შეეძლო, თუმცა, ეს მას ძვირი დაუჯდებოდა - სანქციები არა მხოლოდ აშშ-ს ურთიერთობებს მოსკოვთან უკიდურესად დაძაბავდა, არამედ მის მოკავშირეობას გერმანიასთან კითხვის ქვეშ დააყენებდა. შეზღუდვებისგან მიღებული ზარალი სარგებელზე გაცილებით მეტი იქნებოდა.
აშშ-ს თვალსაზრისით, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ თავიდანვე პოლიტიკურად რთული პროექტი იყო. ერთის მხრივ ცხადი იყო გეოსტრატეგიული ასპექტი - რაც უფრო მეტ გაზს იღებს ევროპა რუსეთისგან, მით უფრო მეტია მისი დამოკიდებულება მოსკოვზე. გარდა ამისა, ახალი მარშრუტი თამაშგარე მდგომარეობაში ტრანზიტორ-ქვეყნებს - უკრაინას და პოლონეთს - ტოვებს. საბოლოო ჯამში, მოსკოვის გავლენა ევროპაში იზრდება.
სწორედ ამიტომ, წინა პრეზიდენტები ბარაკ ობამა და დონალდ ტრამპი ამ პროექტის წინაამღდეგ გამოდიოდნენ. თუმცა, ვაშინგტონს ამ საკითხში ერთი დიდი ფუნდამენტალური პრობლემა აქვს - ამ პროექტში რუსეთის მერე მთავარი მონაწილეა ამერიკის ერთგული მოკავშირე - გერმანია.
ამიტომაც, თეთრ სახლში ყოველთვის აცნობიერებდნენ იმის საფრთხეს, რომ სანქციები გამიზნული იქნება მოწინაამღდეგეზე, რუსეთზე, ხოლო საბოლოოდ მოკავშირე გერმანია დაზარალდებოდა.
ბაიდენს ამერიკულ-გერმანული ურთიერთობებისთვის ახალი გამოცდის მოწყობა არ სურს. სწორედ ესაა თეთრი სახლის დანებების მთავარი მიზეზი - ვაშინგტონი ანგარიშს არა მოსკოვს, არამედ ბერლინს უწევს.
პრეზიდენტის სიფრთხილეს სავარაუდოდ კონგრესში ბევრი მოწინაამღდეგე ეყოლება, განსაკუთრებით რესპუბლიკელებს შორის.
„2 თვე ბაიდენი ვლადიმერ პუტინს მკვლელს ეძახდა, ახალი კი ის მას და მის რეჟიმს ევროპაში უზარმაზარ სტრატეგიულ უპირატესობას სჩუქნის“ - მიიჩნევს სენატორი-რესპუბლიკელი ბენ სასი.
მისი კოლეგა-თანაპარტიელი ჯიმ რიში ასევე საუბრობს „პუტინისთვის მირთმეულ საჩუქარზე“.
ეს ყველაფერი კონფრონტაციულად ჟღერს, თუმცა, აშშ-ს საგარეო პოლიტიკა პრეზიდენტის კომპეტენციის სფეროა. ბაიდენის პრიორიტეტები კი ჩვენ უკვე ვიცით.
Suededeutche.de
თენგიზ აბლოთია