რატომ არ იაფდება პროდუქცია, ლარის გამყარების მიუხედავად? - ფინანსისტი მიზეზებს განმარტავს

რატომ არ იაფდება პროდუქცია, ლარის გამყარების მიუხედავად? - ფინანსისტი მიზეზებს განმარტავს

access_time2023-03-16 14:00:03

ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 5 წლიან მინიმუმზე ჩამოვიდა, მიუხედავად ამისა მოსახლეობა პროდუქტებსა და მომსახურეობაზე ფასების კლებას ვერ ხედავს. მხოლოდ მიმდინარე წელს, ქართულმა ვალუტამ პოზიციები 10-12 პუნქტით გაიუმჯობესა. დღეისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, 1 ამერიკული დოლარი 2.5867 ლარი ღირს.


რატომ არ იაფდება პროდუქცია ლარის გამყარების მიუხედავად, ამის მიზეზებზე საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსისტი ნიკა შენგელია საუბრობს.


„ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, შემდეგ მომდევნო თვეებშიც, ჩემს გამოსვლებში ყოველთვის ვაფიქსირებდი, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში ველოდებით ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებას, მაგრამ სურსათზე და მომსასურეობაზე ფასები არ დაიკლებს. უკეთეს შემთხვევაში შეიძლება არ გაიზარდოს მეთქი. პროგნოზი არ შეგვიცვლია და როდესაც გამოვა აპრილის თვის მონაცემები, დავინახავთ რომ ინფლაციის მაჩვენებელი გვექნება 7 % თან მიახლოებული მაგრამ ფასები გვექნება უცვლელი.


როგორც ამ დღეებში მოვისმინეთ, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ახლა აღმოაჩინა, რომ თურმე პროდუქტებთან მიმართებაში იმპორტიორის ფასსა და საცალო ფასს შორის სხვაობა 80-100%-ია. ეს ასეა უკვე წლებია და ახლა არ მომხდარა. მთავრობამ ამ საკითხში მსხვილი სავაჭრო ქსელები დაადანაშაულა და საკითხის გარკვევა კონკურენციის სააგენტოს დაავალა. იმპორტიორებიც ხელს მსხვილი სავაჭრო ქსელების მიერ თვითნებურად დაწესებულ შიდა პოლიტიკას აბრალებს, კერძოდ არახალია რომ დიდი ქსელები საქონლის მიმწოდებელს, იმპორტიორს ავალდებულებს დაუბრუნოს ეგრეთ წოდებული „ქეშბექი“ გაყიდული საქონლის შემოსავლიდან, აღნიშნული „ქეშბექი“-ის ზომა ხშირ შემთხვევაში მერყეობს 15%-25% -ს შორის, თან ისე რომ ქსელი მოგების მარჟას 5%-10%-ზე მეტს არ ადებს.



საცალო გაყიდვამდე, პროდუქტის ფასი გადის შემდეგ ციკლს: იმპორტიორი ( რომელიც უყურებს ვალუტის კურსს), დისტრიბუცია (ასევე ითვალისწინებს ვალუტის კურსს და საწვავის ფასს), სავაჭრო ქსელი და ბოლოს მომხმარებელი. აღნიშნულ ციკლში ყველა მონაწილე (მომხმარებლის გარდა) ყველა ცდილობს მიიღოს მაქსიმალური მოგება. მიუხედავად იმისა, რომ ლარი გამყარებულია, არახალია, რომ იმპორტიორს არა აქვს გარანტია იმისა, რომ როცა საწყობიდან გატანილი პროდუქტის რეალიზაციის შემოსავალს უკეთეს შემთვევაში მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში დაიბრუნებს უკან, ლარის კურსი იგივე დახვდება. ამიტომაც ის გასაყიდ ფასში კურსს ითვალისწინებს იმაზე მეტს, ვიდრე რეალურად არის საქონლის გაცემის დროს.


ნიკა შენგელია სხვა პრობლემებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი იქნებოდა 7% თუ 11% ინფლაციური პროცესები მაინც ვერ მოითოკებოდა.


„თურქეთში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი დღეის მონაცემებით არის 57,68%, საპროცენტი განაკვეთი კი 8,5 % -ი. აზერბაიჯანშიც წლიური ინფლაცია არის 13,6% ხოლო საპროცენტო განაკვეთი 8,5%, რუსეთში წლიური ინფლაცია არის 11,8% ხოლო საპროცენტო განაკვეთი 7,5%.


ასევე ის ფაქტი, რომ საწვავის ბიზნესში, არსებობს „კარტელები“ და მისი ფასიც ბრენდულ ავტოგასამართებზე 80-თეთრიდან 1 ლარამდეა გაზრდილი ამის დარეგულირება პროდუქტების შემომტან იმპორტიორსა და სავაჭრო ქსელების ადმინისტრაციას რომ არ ხელეწიფება, ესეც გასაგებია. 11% იანი საპროცენტო განაკვეთით იმპორტიორისათვის ფული ძვირია და იაფად პროდუქციას  რომ ვერ შემოიტანს და ვერ შემოგთავაზებს, ესეც გასაგებია.


118%-ით გაძვირებულ ხახვს, 79% ით გაძვირებულ სიმინდის ფქვილს, 130% ით გაძვირებულ შედედებულ რძესა და სხვა პროდუქტს, ქართველი მეწარმე 11%-იანი საპროცენტო განაკვეთის პირობებში იაფად, რომ ვერ მიაწვდის მოსახლეობას, ესეც გასაგებია. მოკლედ, რომ ვთქვათ მიუხედავად იმისა რომ ლარის კურსი გამყარებულია, პროდუქტებზე გაზრდილ ფასებზე, მხოლოდ იმპორტიორებსა და სავაჭრო ქსელებისათვის ხელის გაშვერა და დადანაშაულება არაა სამართლიანი. ამ საკითხში, რომ სების ფულად-საკრედიტო და მთავრობის ფისკალური პოლიტიკის ხელიც ურევია ესეც ცხადია“,  ამბობს ნიკა შენგელია.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up