რატომ არ ინტერესდება ინვესტორი თბილისში მიწისქვეშა პარკინგების მოწყობით? - რა გეგმები მუშავდება მერიაში

რატომ არ ინტერესდება ინვესტორი თბილისში მიწისქვეშა პარკინგების მოწყობით? - რა გეგმები მუშავდება მერიაში

access_time2023-01-09 16:00:24

ჩვენი მხრიდან საკითხი დღემდე ღიაა ინვესტორებისთვის და მზად ვართ დაინტერესებულ პირებს მიწა გადავცეთ უსასყიდლოდ, რათა იქ მიწისქვეშა საპარკინგე სივრცეები მოაწყონ, - განუცხადეს „კომერსანტს“ თბილისის მერიაში მიწისქვეშა პარკინგების მოწყობის პროგრამასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც ინტერესთა გამოხატვა რამდენჯერმე გამოცხადდა, თუმცა ამაოდ.


ისევ განიხილავს თუ არა მერია მიწისქვეშა პარკინგების პროექტს და ზოგადად რა გეგმები მუშავდება მერიაში, იმისათვის, რომ პარკინგის პრობლემა დედაქალაქში მოწესრიგდეს?


როგორც მერიაში აცხადებენ, კახა კალაძის მერად არჩევის შემდეგ დედაქალაქში 10 ყველაზე დატვირთული ადგილის გამოყოფა მოხდა, სადაც პარკირებაზე მოთხოვნა დიდი იყო, თუმცა მიწისქვეშა პარკინგების მშენებლობით კერძო სექტორის დაინტერესება ვერ მოხერხდა.



„ზოგადად, პარკირება კერძო ავტომობილით გადაადგილების წახალისებაა. მსოფლიოს ძალიან ბევრ ქალაქში აპრობირებული მეთოდია, რომ ნაკადების მართვისთვის მოხდეს პარკირების ზონების არათუ დამატება, არამედ შეზღუდვა. ფასიანი საათობრივი პარკირებაც ამისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია.



კახა კალაძის მერად არჩევისთანავე, ჩვენ გამოვყავით ათი ყველაზე დატვირთული ადგილი, სადაც მობილობა და პარკინგზე მოთხოვნა მაღალი იყო. თუმცა საქართველოში იმდენად დაბალი არის პარკირების საფასური, რომ არცერთი კერძო სექტორი არ დაინტერესდა“, - განმარტავენ დედაქალაქის მერიაში.


როგორც „კომერსანტს“ თბილისის მთავრობაში განუცხადეს, მუნიციპალიტეტს გააჩნია თავისი პრიორიტეტები და მათთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება ასევე ქვეითი, ეკომეგობრული ტრანსპორტი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ტვირთის გადაზიდვა და ბოლოს კერძო ავტომობილები.


„სამწუხაროდ, ქალაქში ძალიან ბევრი ადგილია, სადაც ტროტუარი ფიზიკურად არ არის და უსაფრთხოდ გადაადგილება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ განავითაროს ის ინფრასტრუქტურა, რაც ამ პრიორიტეტებისთვის არის საჭირო. ხოლო კერძო სექტორი თუ დაინტერესდება საპარკინგე არეალებით, ჩვენ ამისთვის მზადყოფნას გამოვთქვამთ“, - აცხადებენ მერიაში.


აღსანიშნავია, რომ გასულ წელს თბილისის მერმა ფილარმონიის წინ მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის შესაძლებლობაზე გააკეთა განცხადება, თუმცა მიმდინარე ტერიტორია უკვე რეაბილიტირებულია და აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშ პარკინგი არ მოწყობილა.


როგორც „კომერსანტს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ვერც აღნიშნულ პროექტზე მოხერხდა ინვესტორის დაინტერესება.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up