რატომ არ ულოცავს ჩინეთი ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვებას

რატომ არ ულოცავს ჩინეთი ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვებას

access_time2020-11-16 20:00:44

ჯო ბაიდენი მილოცვებს მთელი მსოფლიოდან იღებს. 7 ნოემბრიდან, როდესაც მისი გამარჯვება ცხადი გახდა, მას არჩევა თითქმის ყველა მოწინავე სახელმწიფომ მიულოცა. თითქმის ყველამ, მაგრამ არა ჩინეთმა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პეკინი პრეზიდენტის ოფიციალურ დასახელებას და ყველა შესაბამისი პროცედურების დასრულებას დაელოდება.


ჩინეთში ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებას თვალს დიდი ყურადღებით ადევნებენ, თუმცა მხოლოდ არაფორმალურად. ოფიციალური ჩინეთი ხაზგასმით სდუმს და აშშ-ს პოლიტიკური ბატალიებისგან დემონსტრაციულ დისტანციას ინარჩუნებს.


„ჩინეთის მომავალი ამერიკულ არჩევნებზე არაადამოკიდებული. ჩვენთვის სულ ერთია, ვინ იქნება აშშ-ს პრეზიდენტი. ჩვენ ვაშინგტონთან უკეთესი და მშვიდი ურთიერთობები გვსურს“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ცინ განმა.


თუმცა, პეკინშიც ძალიან კარგად იციან, რომ ეს მხოლოდ სიტყვებია და ჩინეთისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია აშშ-ს პოლიტიკაში რა ხდება. სავარაუდოდ, ჩინეთის გავლენის ზრდის წინაამღდეგ ბრძოლა, ეს ის საკითხია, რომელშიც ბაიდენი ტრამპის მემკვიდრე იქნება.


ამ თემაზე ასევე ფართო ორპარტიული, რესპუბლიკურ-დემოკრატიული კონსენსუსი არსებობს და როგორც ჩანს, ამას ჩინეთის ხელმძღვენალობაც ხედავს. გარდა ამისა, პეკინში ყოველთვის ეჭვის თვალით სწორედ დემოკრატ-პრეზიდენტებს უყურებდნენ, რადგანაც ტრადიციულად ჩინეთში ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევას სწორედ დემოკრატები გაცილებით უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ. ახლაც ასეა, მაგალითად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეხვდება ტიბეტის ლიდერს დალაი-ლამას, რომელსაც ჩინეთი საშიშ სეპარატისტად მიიჩნევს.


ჩინეთის კომპარტია დარწმუნებულია, რომ ამერიკა ჩინეთის განვითარების დაბლოკვითაა დაინტერესებული, რადგანაც ვაშინგტონს ეშინია, რომ სწრაფად ზრდადი ჩინეთი მას გაუსწრებს.



ამერიკის მხრიდან შესაძლო შეტევების მოლოდინში ჩინეთი აქცენტს თვითორგანიზებაზე და ექსპორტზე დამოკიდებულების შემცირებაზე აკეთებს. 29 ოქტომბერს ჩინეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე დასახული მიზანიც გამოცხადდა, ქვეყანა განვითარების ახალ მოდელზე გადადის. ამიერიდან მისი განვითარების ძირითადი მამოძრავებელი ძალა შიდა მოხმარება იქნება.


„ასეთი გზით, ჩინეთის ეკონომიკის ზრდა იაფი პროდუქციის ექსპორტზე დამოკიდებული ნაკლებად იქნება“ - ნათქვამია კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის განცხადებაში.


პეკინისთვის შიდა ბაზარზე ორიენტირება - აშშ-სთან ურთიერთობების გაუარესებასთან ადაპტირების ერთ-ერთი საშუალებაა, ამერიკულ-ჩინური მეტოქეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, და პეკინიამერიკასთან სავაჭრო კონტაქტებს სულ უფრო დაუფრო ფრთხილად უყურებს. ამასთან ერთად, ჩინეთისთვის ექსპორტიდან შემოსავლის ძველებურ მოცულობებში მიღებას პანდემიაც აფერხებს.


ჩინეთს ასევე ეკოლოგიური საკითხები აწუხებს, პრეზიდენტმა სი ზინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთის მიზანია 2060 წლისთვის ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე სრულად გადასვლაა.


აშშ-ს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები ბევრმა ჩინელმა ექსპერტმა ამერიკის დასუსტებად აღიქვა. მთავრობასთან დაახლოებული ჩინელი ექსპერტიდინ იფანი ამბობს, რომ ამერიკა არასტაბილური და არაპროგნოზირებადი ზესახელმწიფო ხდება და მასგლობალური ლიდერის როლის შესრულება უკვე არ შეუძლია.


„ამერიკისგან განსხვავებით, ჩინეთი სტაბილურია და მისი მომავალი პროგნოზირებადია. ჩინეთში სრული პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობაა“ - მიიჩნევს ის და სავარაუდოდ ამ აზრს ოფიციალური პეკინიც იზიარებს.


2001 წელს აშშ-მ ჩინეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარი იმ იმედით დაუჭრია, რომ საერთაშორისო ვაჭრობის წესების დაცვა ჩინეთის ეკონომიკური ლიბერალიზაციას ხელს შეუწყოფდა. ეს კი საბოლოოდ ჯამში, ქვეყნის დემოკრატიზაციით დასრულდებოდა.


თუმცა, ეს იმედები არ გამართლდა. დღეს ჩინეთი როგორც არასდროს, ისე შორსაა ყოველგვარი დემოკრატიისგან. პეკინი მეტწილად ცდილობს დაიბრუნოს მსოფლიოს მოწინავე ცივილიზაციის სტატუსი, რომელიც, კომპარტიის იდეოლოგთა აზრით, მას საუკუნეების მანძილზე დამსახურებულად ჰქონდა.


slate.fr

თენგიზ აბლოთია


თეგები:
ჯო ბაიდენი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up