„სკოლაში სრულიად მოხსნილია სტრესი“ - ფინეთში მოღვაწე ქართველი პედაგოგი ქვეყნის განათლების სისტემის შესახებ

„სკოლაში სრულიად მოხსნილია სტრესი“ - ფინეთში მოღვაწე ქართველი პედაგოგი ქვეყნის განათლების სისტემის შესახებ

access_time2021-12-28 15:00:24

სასკოლო განათლების ხარისხზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სახელმწიფოს განვითარების დონე, მიღწევები, პერსპექტივა. თუმცა ის სისტემა, რომელიც საქართველოში დაინერგა და წლიდან წლამდე ფაქტობრივად უცვლელია, რადიკალურად განსხვავებულია იმისგან, რა პირობებშიც ევროპული სკოლები ფუნქციონირებენ. ერთ-ერთი მაგალითია ფინეთი და იქ არსებული სასკოლო განათლების სისტემა, რომელზეც ამ ქვეყანაში მოღვაწე ქართველი პედაგოგი დალი კლემენტიდესი სოციალურ ქსელში წერს. 

 


კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ ემიგრანტი პედაგოგის ვრცელ პოსტს:

 


,,დღეს დამეწყო არდადეგები! ფინურ სკოლებში სწავლა იანვარში განახლდება. რაც უფრო მეტს ვმუშაობ ფინურ სკოლებში, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი სწორედ აქ, სკოლებში იქმნება. სულ მაინტერესებდა, როგორ მოახერხა ფინეთმა, ამ გაყინულ მიწაზე, სადაც არც ნავთობია, არც ოქრო, არც ბრილიანტები, არც მზე, არც წელიწადის ოთხი სეზონი (ძირითადად ზამთრიდან ზაფხულში ვხტებით და ზაფხულიდან ისევ ზამთარში), სადაც ზამთარში არ თენდება და ზაფხულში არ ღამდება,ასეთი ძლიერი, გამართული, მდიდარი და ჰუმანური სახელმწიფოს შექმნა.



პასუხი ერთია: ამ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი,ყველაზე მთავარი არის ამ ქვეყნის მოქალაქე და ყველა კანონი, ყველა ინსტიტუცია ამ მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ფუნქციონირებს.




სკოლა არის ის ადგილი სადაც ამ ქვეყნის მოქალაქეები ყალიბდებიან რომელთაც უნდა უზრუნველყონ ამ ქვეყნის მომავალი, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი ინდივიდები (ამ სიტყვას შემთხვევით არ ვხმარობ) დიახ ინდივიდები არიან ბავშვები. რატომ არის ფინური სკოლა ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მსოფლიოში:



1. სკოლაში სრულიად მოხსნილია სტრესი


2.სკოლა არის ის ადგილი, სადაც ბავშვს უხარია ყოფნა, თავს სრულიად კომფორტულად გრძნობს.


3. სკოლები აღჭურვილია აბსლოლუტურად ყველა საჭირო ტექნიკით


4. სკოლების დიზაინი (დაწყებული კედლების ფერებით, დამთავრებული ავეჯით, დიახ ავეჯით და არა მხოლოდ მერხებით) ქმნის უაღრესად სასიამოვნო გარემოს ბავშვებისთვის.


5. სკოლებში ბავშვები იკვებებიან კალორიული და ჯანმრთელი საკვებით.


6. ყოველ შესვენებაზე ბავშვები გადიან გარეთ, სუფთა ჰაერზე და აქტიურად ატარებენ შესვენებას.


7. პროგრამა შედგენილია ისე, რომ ბავშვს არ გაუჭირდეს კონცენტრაცია, ანუ შესასწავლი მასალა დანაწილებულია პატარა ნაწილებად, რაც ასათვისებლად ძალიან ადვილია.


8. თეორია გამყარებულია პრაქტიკით. ფაქტიურად ბუნების მეტყველების გაკვეთილები ბავშვებს ხან ტყეში უტარდებათ, ხან ტბის პირას და ხან მდელოზე.


9. პედაგოგები მაღალი კვალიფიკაციით და აბსოლუტურად პოზიტიური დამოკიდებულებით გამოირჩევიან.


10 სკოლაში არ არსებობს კონკურენცია, ყველა ბავშვს მოეთხოვება შესაძლებლობის და უნარის მიხედვით.


11. ბავშვები არ ისჯებიან უსაქციელობის გამო, მათ განუმარტავენ დაშვებულ შეცდომებს. განმეორების შემთხვევაში მას რაიმე პრივილეგია მოეხსნება. ( მაგ. შესვენების დროს ვერ ითამაშებს 15 წუთი).


რაც უმნიშვნელოვანესია, სკოლა არის უფასო, სრულიად უფასო. წიგნები, რვეულები, საშლელები, ფანქრები, სახაზავები, ბავშვებს სკოლაში აქვთ უფასო, ანუ არც ერთ ევროს არ იხდიან მშობლები, არც ერთ ცენტს.

დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო ფინური სკოლების და საგანმანათლებლო სისტემის შესახებ.



უბრალოდ ერთს ვიტყვი, თუ გინდა იცხოვრო ძლიერ სახელმწიფოში, მთელი რესურსი, ფინანსურიც და ინტელექტუალურიც უნდა ჩაიდოს საგანმანათლებლო სისტემაში და პირველ რიგში სკოლებსა და ბაღებში!“.


 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up