როდის დაუბრუნდება ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს?

როდის დაუბრუნდება ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს?

access_time2022-07-27 16:00:10

სებ-ის ყოფილი პრეზიდენტის კითხვები მოქმედ პრეზიდენტს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რომან გოცირიძე დაინტერესდა რატომ არის საქართველოში ინფლაცია 14% და სომხეთში 7%? “სომხეთში ნავთობს არ მოიხმარენ თუ პურს არ ჭამენ?“.


როგორც გოცირიძემ აღნიშნა, როდესაც ინფლაცია 5-ჯერ აღემატება მიზნობრივ 3%-ს და გარკვეული პერიოდით, 14%-საც მიაღწია, ეს ნიშნავს იმას, რომ სებ-მა ვერ მიაღწია თავის ფუნქციას, რომელიც მას აქვს განსაზღვრული.


“ლარის არასტაბილურობა და რყევები დიდ ზიანს აყენებდა ბიზნესს და მოქალაქეებს. სებ-ი არ მოგვევლინა ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარანტად. ცალსახად უარყოფითად უნდა შეფასდეს მისი საქმიანობა თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მიმდინარე წლის განმავლობაშიც იგივე გრძელდება.


ორნიშნა ინფლაცია - შარშან და ორნიშნა ინფლაცია - წელს, ნიშნავს იმას, რომ ჯამურად 20-25%-ით გაიზარდა ფასები ამ ორ წელიწადში და იმ პროდუქტების ფასები, რომელსაც მოსახლეობაზე უდიდესი გავლენა აქვს, ესაა სურსათი და მედიკამენტები, მათზე ფასების ზრდა იქნება კიდევ უფრო მეტი.



შედეგად, მივექანებით სიღარიბისკენ, რისი მთავარი არქიტექტორებიც მთავრობის ფისკალური და სებ-ის მონეტარული პოლიტიკაა.


რატომ არის ინფლაცია ჩვენთან 14% და სომხეთში 7%? სომხეთში ნავთობს არ მოიხმარენ თუ პურს არ ჭამენ? ყველაფერმა რაც სომხეთში შედის, ჩვენი ტერიტორია უნდა გაიაროს და გზის ხარჯები დაემატოს. როგორც ჩანს, იქ უკეთესი მონეტარული პოლიტიკაა, ვიდრე - ჩვენთან“, - განაცხადა რომან გოცირიძემ და აღნიშნა, რომ ინფლაციის მთავარი წყარო არის მთავრობისა და სებ-ის შეცდომები, თუმცა საგარეო ფაქტორებიც მოქმედებს.


როგორც ინფლაციასთან დაკავშირებით, სებ-ის პრეზიდენტმა დეპუტატების კითხვების პასუხად განაცხადა, არსებული პროგნოზების მიხედვით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს სავარაუდოდ 2023 წლის მეოთხე კვარტლიდან დაუბრუნდება. 


„ჩვენ ვაკეთებთ პროგნოზებს იმ სიტუაციებიდან გამომდინარე რაც გაქვს და ცვლილელები რა თქმა უნდა  მოხდა. თუ ჩვენ ომამდე ვარაუდობდით, რომ მეორე კვარტლიდან ერთნიშნა ინფლაცია გვექნებოდა და შემდგომ უკვე მესამე-მეოთხე კვარტალში მიზნობრივს დავუბრუნდებით, ეს სამწუხაროდ შეცვალა რუსეთის შეჭრამ უკრაინაში. 


საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა, საკრედიტო აქტივობა არის საკმაოდ მაღალი და არ არის გამორიცხული, რომ ამანაც შექმნას გარკვეული დაწოლა ინფლაციაზე. 


დღეს რასაც ვარაუდობთ იმ პროგნოზების მიხედვით, წლის ბოლომდე დაახლოებით უნდა გვქონდეს 9%-იანი წლიური ინფლაცია, საშუალო ალბად 10%-იანი. ინფლაციის შემცირება უფრო ნელი ტემპით მოხდება, ვიდრე სხვა პერიოდში გვექნებოდა, რადგანაც სურსათის, ხორბლის, ბენზისის ფასებია საკმაოდ გაზრდილი“, - განაცხადა დეპუტატების კითხვის პასუხად კობა გვენეტაძემ. 


შეგახსენებთ, რომ დღეს სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს სებ-ის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში წარუდგინა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up